„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№352
სარეგისტრაციო კოდი
170.040.000.22.027.011.111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 15/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.011.111

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №352

2007 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ (სსმ III, 27.12.2005 წ., №150, მუხ. 1666) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა და უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“;

ბ) 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:

,,31. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მონაცემებს უძრავი ქონების საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;

ბ) ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს უძრავ ქონებასა და მასზე საკუთრების უფლების შესახებ;

გ) მონაცემებს უძრავ ქონებაზე ყადაღისა და სხვა უფლებრივი დატვირთვის შესახებ.

32. უძრავ ქონებაზე, რომელზეც საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მის თაობაზე არ არის დაცული მონაცემები ტექნიკური აღრიცხვის არქივში, სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილ უნდა იქნეს შესაბამისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) მონაცემებს იმის თაობაზე, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ეს უძრავი ქონება ასევე არ არის აღრიცხული ტექნიკური აღრიცხვის არქივში;

ბ) მონაცემებს უძრავ ქონებაზე ყადაღისა და სხვა უფლებრივი დატვირთვის შესახებ.

33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ტყეშელაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.11.2007.
როდის იქნა მიღებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №352. სარეგისტრაციო კოდი — 170.040.000.22.027.011.111.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №352, 14.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.011.111 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74188/