„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1218
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.011.115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 163, 20/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.115

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №1218

2007 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 05.10.07, №139, მუხლი 1523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;“.

3. მე-9 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის განხორციელების თაობაზე“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;“.

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) უზრუნველყოფს საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმებას;

ა.ზ)   კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საბაჟო გადასახდელების დარიცხვას, ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ აკუმულირებას;“.

6. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღებას, დადგენილი წესით აწარმოებს მონაცემთა ბაზებს და შესაბამის ინფორმაციას გადასცემს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფლებამოსილ ქვედანაყოფებს;“.

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ-ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ვ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ სამმართველოს;“.

8. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საბაჟო გამშვები პუნქტები „ლაგოდეხი“ და „სამთაწყარო“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.11.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 14.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1218. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.011.115.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №1218, 14.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.115 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74200/