საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.11.2007
ძალის დაკარგვა 11.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 130.040.000.43.048.011.119
გამოქვეყნების წყარო სსმ, 163, 20/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,692 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2007 მიღება
11.06.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.040.000.43.048.011.119 საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №37 2007 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის  24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდება“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გ. გაბუნია საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური), როგორც საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. დასახული ამოცანის განსახორციელებლად სამსახური იმყოფება მუდმივ მზადყოფნაში და ხელმძღვანელობს კანონიერებით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით, აგრეთვე სამართალდამცავი და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობითა და კანონით განსაზღვრული სხვა ძირითადი პრინციპებით. 2. სამსახურებრივი დისციპლინა არის სამსახურის მუდმივი მზადყოფნის, სამსახურში დისციპლინის დამრღვევთა მიმართ დისციპლინური სახდელების სამართლიანი გამოყენების, გამოვლენილი დარღვევების განმეორების თავიდან აცილებისა და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების, ასევე მოსამსახურეთა მიერ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების, პასუხისმგებლობის მაღალი შეგნების, მათი მუდმივი მზადყოფნის სამსახურებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანესი პირობა. სამსახურებრივ დისციპლინას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამსახურისათვის დაკისრებული საპასუხისმგებლო ამოცანების ზედმიწევნით განხორციელებისათვის. 3. სამსახურის თანამდებობის პირები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სამსახურებრივი დისციპლინა მათ დაქვემდებარებულ ერთეულებში, დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობით შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებენ თანამშრომლებთან გარკვეული ფორმით მუშაობის გზით, სავალდებულო ინსტრუქტაჟის განხორციელებით, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გზით. თავი II სამსახურებრივი დისციპლინის არსი და მიზანი     მუხლი 2🔗 1. სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და სადისციპლინო წესდებით დადგენილი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას. 2. დისციპლინა სამსახურში ეფუძნება მოსამსახურეთა მიერ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულებას, პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მათ მუდმივ მზადყოფნას სამსახურებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. 3. დისციპლინური მოთხოვნები სამსახურის მოსამსახურეს უყენებს შემდეგ ვალდებულებებს: ა) მკაცრად დაიცვას საქარველოს კონსტიტუცია და კანონები, ზუსტად შეასრულოს სადისციპლინო წესდებითა და უფროსების ბრძანებებით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) თავი არ აარიდოს სამსახურებრივი ვალდებულების შესრულებას, თუნდაც ეს გარკვეულ სიძნელეებთან იყოს დაკავშირებული ან საფრთხეს წარმოადგენდეს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გ) დაიცვას სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოება; დ) ღირსეულად ასრულებდეს სამსახურს, გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ იარაღს, სპეციალურ ტექნიკასა და სახელმწიფო ქონებას. 4. სამსახურებრივი დისციპლინა მიიღწევა: ა) მოსამსახურის პატრიოტული, ზნეობრივი, მოქალაქეობრივი თვისებების გამომუშავებით; ბ) უფროსების ბრძანებებისადმი შეგნებული დამორჩილებით და მათი მითითებების კეთილსინდისიერი შესრულებით; გ) სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ დანაყოფში საწესდებო მოთხოვნების სრული დაცვით; დ) სამსახურებრივი ზედამხედველობით, წახალისებისა და დისციპლინური სახდელების გამოყენების ღონისძიებათა გონივრული განხორციელებით.     მუხლი 3🔗 1. სამსახურის ხელმძღვანელები: ა) აკონტროლებენ მოსამსახურეთა მიერ სამსახურის შესრულების მდგომარეობას; ბ) ორგანიზებას უწევენ მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების, ატესტაციების, კანონით დადგენილ ფარგლებში მათი სოციალური უზრუნველყოფის, წახალისებისა და დისციპლინური დასჯის საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან სათანადო რეაგირება მოახდინონ დისციპლინური დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ისინი იღებენ ყველა ზომას მოსამსახურის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების აღსაკვეთად და არსებული დარღვევის გამო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. 3. სამსახური უსაფრთხოებისა და ინსპექტირების ოფიცრის საშუალებით ახორციელებს ინსპექტირებას მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის შემოწმების მიზნით. 4. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები სარგებლობენ სადისციპლინო უფლებით დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე შუამდგომლობის საკითხი შესაბამისი მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების ღონისძიების შესახებ. 5. სამსახურის უფროსი სამსახურის თითოეული მოსამსახურის მიმართ სარგებლობს სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული უფლებების სრული მოცულობით. 6. ამ წესდების დებულებები ვრცელდება სამსახურის ყველა მოსამსახურეზე. 7. წესდების მოთხოვნები არ ვრცელდება სამსახურის იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც აყვანილნი არიან კადრების განკარგულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურეები სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებენ რაიმე დავალებას. თავი III წახალისების ღონისძიებანი     მუხლი 4🔗 1. წახალისება სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების მნიშვნელოვანი პირობაა. 2. წახალისება მიზნად ისახავს სტიმული მისცეს მოსამსახურეებს სამსახურებრივი ვლდებულების ღირსეულად შესრულებაში.     მუხლი 5🔗 სამსახურის სანიმუშოდ შესრულებისათვის, სამსახურისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის სამსახურის მოსამსახურეთა უშუალო უფროსები აყენებენ ამ თანამშრომელთა წახალისების შესახებ საკითხს. შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები შუამდგომლობენ სამსახურის უფროსთან დამსახურებული თანამშრომლების წახალისების თაობაზე.     მუხლი 6🔗 1. წახალისების სახეები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფასიანი საჩუქარი; გ) ფულადი ჯილდო; დ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა; ე) მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) წინათ დაკისრებული დისციპლინური სახდელის მოხსნა; ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა; თ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება. 2. წახალისება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით. 3. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების ერთი ან ორი ფორმა. თავი IV წახალისების წესი     მუხლი 7🔗 სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები წერილობითი ფორმით პატაკის წარდგენით შუამდგომლობენ სამსახურის უფროსთან დამსახურებულ თანამშრომელთა წახალისების თაობაზე.     მუხლი 8🔗 სამსახურის მოსამსახურეების, წახალისების შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, აგრეთვე თავისი ინიციატივით, წახალისების ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.     მუხლი 9🔗 თუ სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა, იგი საქართველოს პრეზიდენტის წინაშე წარადგენს შესაბამის კანდიდატურას სახელმწიფო ჯილდოს მისანიჭებლად.     მუხლი 10🔗 1. წახალისების ღონისძიების სახით წინათ დაკისრებული დისციპლინური სახდელის მოხსნისას, როდესაც მოსამსახურეს ვადაზე ადრე ეხსნება სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების დისციპლინური სახდელი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეს მოსამსახურე აღდგენილ იქნება იმ სამხედრო წოდებაში, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე (აღდგენილ სამხედრო წოდებაში სამსახურის ვადის ათვლა გრძელდება სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებამდე სამხედრო წოდებაში ნამსახურები ვადიდან). 2. მოსამსახურის მიმართ გამოყენებული წახალისებები შეტანილ იქნება ნამსახურების ნუსხაში. თავი V სახდელები სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის     მუხლი 11🔗 დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია გამოვლენილი დარღვევების განმეორების თავიდან აცილება, დისციპლინის დამრღვევთა მიმართ დისციპლინური სახდელების სამართლიანი გამოყენება და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცება.     მუხლი 12🔗 მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი დისციპლინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში უშუალო უფროსები მიუთითებენ მის ქმედებაში არსებულ დარღვევებზე და იღებენ ზომებს არამართლზომიერი მოქმედების დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. ამის შესახებ აუცილებლად უნდა მოხსენდეს ზემდგომ უფროსს, რომელიც აფასებს გამოვლენილი დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეს, მომხდართან დაკავშირებულ გარემოებებს და წყვეტს ამ მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების საკითხს.     მუხლი 13🔗 დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება მოსამსახურის სამსახურებრივი რეპუტაცია, გარემოება, რომელიც სადისციპლინო მოთხოვნათა დარღვევასთან არის დაკავშირებული, გამოვლენილი დარღვევის ხასიათი, რათა არ იქნეს შეუსაბამობა არსებულ დარღვევასა და დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის.     მუხლი 14🔗 თუ თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშვებული დარღვევის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, სამსახურებრივი შემოწმების მასალები ეგზავნება პროკურატურას.     მუხლი 15🔗 თუ მოსამსახურეთა ქმედებაში, რისთვისაც მას დისციპლინური სახდელი დაეკისრა, აღმოჩნდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დაკისრებული დისციპლინური სახდელი მას არ ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. მუხლი 16🔗. 1. დისციპლინური სახდელები და მათი მოქმედების ვადა: ა) გაფრთხილება – 3 თვე; ბ) საყვედური – 6 თვე; გ) სასტიკი საყვედური – 10 თვე; დ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება – 12 თვე; ე) სამსახურიდან დათხოვნა. 2. დაუშვებელია იმ მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურება, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური (მოქმედი) სახდელი. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით. თავი VI დისციპლინური სახდელების გამოყენებისა და მათი სისრულეში მოყვანის წესი     მუხლი 17🔗 თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის უფროსი.     მუხლი 18🔗 დისციპლინური დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შემოწმების განმახორციელებელი პირები მოსამსახურეს აძლევენ შენიშვნას აღნიშნულთან დაკავშირებით. ისინი აფიქსირებენ დარღვევის ფორმასა და მისი გამოვლენის დროს, მიუთითებენ გადაცდომის ჩამდენის ვინაობას და ადასტურებენ ხელმოწერით. ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ შესაბამის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს გამოვლენილი დარღვევების შესახებ.     მუხლი 19🔗. მოსამსახურე, რომლის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაშიც გამოვლინდა დისციპლინური დარღვევა, სამუშაო დღის დამთავრებისთანავე, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელთან. ამ მოსამსახურეს ჩამოერთმევა წერილობითი ახსნა-განმარტება მომხდართან დაკავშირებით.     მუხლი 20🔗 შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მოსამსახურეს გამოკითხავენ მუშაობაში გამოვლენილი დარღვევების ვითარების შესახებ, რის შემდეგაც იღებენ გადაწყვეტილებას მის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შუამდგომლობის შესახებ.     მუხლი 21🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები წერილობითი ფორმით პატაკის წარდგენით შუამდგომლობენ სამსახურის უფროსთან დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.     მუხლი 22🔗 სამსახურის უფროსი დისციპლინური სახდელის სახეს განსაზღვრავს წარდგენილი პატაკის საფუძველზე.     მუხლი 23🔗 დისციპლინური სახდელი, როგორც სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების ღონისძიება, აუცილებელია შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის ხასიათს.     მუხლი 24🔗 არ შეიძლება ერთი და იმავე გადაცდომისათვის რამდენიმე სახდელის დაკისრება. დისციპლინური პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქვედანაყოფის სხვა მოსამსახურეებს, რომელი ქვედანაყოფის თანამშრომელმაც ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა.     მუხლი 25🔗 დისციპლინური იძულების ზომების სიმკაცრე იზრდება, თუ დისციპლინური დარღვევა: ა) უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფურ დარღვევას; ბ) ჩადენილია საგანგებო მდგომარეობის დროს; გ) ჩადენილია იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაკისრებული აქვს სხვა დარღვევისათვის; დ) ჩადენილია სხვა დამამძიმებელი გარემოების პირობებში.     მუხლი 26🔗 დისციპლინური სახდელი დაკისრებული უნდა იქნეს 10 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც უფროსისათვის (სამსახურის უფროსთან დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის უფლების მქონე თანამდებობის პირისთვის) გახდა ცნობილი ამის შესახებ. თუ დარღვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება, მაშინ ეს ვადა იანგარიშება შემოწმების დამთავრების დღიდან.     მუხლი 27🔗 დისციპლინური სახდელი სისრულეში მოყვანილად ითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანებაზე ხელის მოწერის დღიდან.     მუხლი 28🔗 დისციპლინური სახდელების დაკისრების შესახებ აღინიშნება მოსამსახურეთა ნამსახურების ნუსხაში.     მუხლი 29🔗 მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. თავი VII საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა უფროსებთან ურთიერთობა     მუხლი 30🔗 მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ურთიერთობის გარკვეული წესები როგორც რიგით თანამშრომლებთან, ისე უფროსებთან მიმართებაში.     მუხლი 31🔗 ყოველი მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები კანონის შესასრულებლად.     მუხლი 32🔗 მოსამსახურე სამსახურს ასრულებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და სადისციპლინო წესდების მოთხოვნათა შესაბამისად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველი მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს უფროსებს ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა და ფაქტის შესახებ.     მუხლი 33🔗 თუ მოსამსახურეს წარმოეშობა გარკვეული სახის პრობლემები (ოჯახური), რაც ხელს უშლის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაში, იგი წერილობითი პატაკით მიმართავს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს, გარკვეული ვადით ჩამოაშოროს სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას.     მუხლი 34🔗 შესაბამისი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან გულისხმიერად მოეკიდონ მოსამსახურის მდგომარეობას და შეძლებისდაგვარად მისცენ გარკვეული შეღავათები.