⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.02.2015)
გაუქმებულია:

საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.11.2007
ძალის დაკარგვა 09.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-183
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.011.133
გამოქვეყნების წყარო სსმ, 167, 27/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,081 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2007 მიღება
09.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ალკოჰოლიანი სასმელის დასახელება ფერი/ტიპი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:.5in 56.7pt .5in 56.7pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.011.133 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-183 2007 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 33​6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესი დანართთან ერთად (დანართი №1). 2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პ. ცისკარიშვილი საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წესი ადგენს ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშის აღების მოთხოვნებს საგამოცდო ლაბორატორიისათვის (შედგომში – ლაბორატორია) და სადეგუსტაციო კომისიისათვის (შემდგომში – კომისია) წარსადგენად. 2. ნიმუშის აღება წარმოებს ალკოჰოლიანი სასმელების სასერტიფიკაციო ან სერტიფიცირებული პარტიიდან საგამოცდო ლაბორატორიისათვის და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად. 3. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ლაბორატორიაში ერთი პარტიიდან აღებულ ნიმუშზე, სადეგუსტაციო კომისიაში ლოტიდან აღებულ ნიმუშზე. 4. სერტიფიცირების მიზნით ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს განმცხადებელი, რომელიც პასუხისმგებელია ნიმუშის აღების პროცედურების კეთილსინდისიერად განხორცილებაზე. 5. საინსპექციო კონტროლის მიზნით ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებს „სამტრესტი“ და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური კომპეტენციის ფარგლებში.     მუხლი 2🔗. ნიმუშის აღება სერტიფიცირების მიზნით 1. სტაციონარულ ჭურჭელში ან კასრში, ან სატრანსპორტო ერთეულში მოთავსებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშები აიღება: ა) სტაციონარული ჭურჭლისა და სატრანსპორტო ერთეულის შემთხვევაში – ყველა ფენიდან, თანაბარი პორციებით; ბ) განყოფილებიანი ჭურჭლის შემთხვევაში – თითოეული განყოფილების ყველა ფენიდან, თანაბარი პორციებით; გ) კასრის შემთხვევაში – „წერტილოვანი“ მეთოდით, ლივერის ან სიფონის გამოყენებით, კასრის ყველა ფენიდან, თანაბარი პორციებით. 2. რამდენიმე ჭურჭელში მოთავსებული ერთი და იმავე დასახელების ჩამოსასხმელი ალკოჰოლიანი სასმელებისათვის შეიძლება გაერთიანებული ნიმუშის აღება. გაერთიანებული ნიმუშის მისაღებად ცალკეული ჭურჭლებიდან ცალ-ცალკე აღებულ სინჯებს აერთიანებენ და ახდენენ დარევას ერთგვაროვანი ნიმუშის მიღებამდე. 3. ჩამოსასხმელი ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლებში ჩასხმულ ნიმუშებს ხუფავენ საცობით და ბოთლის ყელს ლუქავენ ბეჭდით. 4. ბოთლები ისე უნდა იყოს დახუფული, ხოლო მათი ყელი დალუქული ბეჭდით, რომ ვიზუალურად ადვილი შესამჩნევი იყოს ლუქის მთლიანობის დარღვევის ფაქტი. 5. ნიმუშის აღებაზე დგება ნიმუშის აღების აქტი „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ნიმუშის აღება საინსპექციო კონტროლის მიზნით 1. საინსპექციო კონტროლის მიზნით ნიმუში აიღება სარეალიზაციოდ მზა ალკოჰოლიანი სასმელებისათვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სერტიფიცირებული პარტიიდან. 2. სარეალიზაციოდ მზა ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლის ყელს ლუქავენ ბეჭდით. 3. ნიმუშის აღებაზე დგება ნიმუშის აღების აქტი სამ ეგზემპლარად (დანართი №2), რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი; ბ) ნიმუშის აღებაში მონაწილე პირები; გ) ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლის ან მიმწოდებლის დასახელება და რეკვიზიტები; დ) ალკოჰოლიანი სასმელის დასახელება, ფერი/ტიპი; ე) ჭურჭლის მოცულობა; ვ) ნიმუშის რაოდენობა; ზ) სავაჭრო ნიშანი; თ) ჩამოსხმის თარიღი: ი) მოსავლის წელი; კ) რაოდენობა სერტიფიცირებულ პარტიაში; ლ) პარტიაზე გაცემული სერტიფიკატის ნომერი. 5. ნიმუშის აღების აქტის გაფორმება ხდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი რჩება იმ ობიექტზე, სადაც წარმოებდა ნიმუშის აღება, მეორე რჩება „სამტრესტს“, მესამე აქტი ნიმუშთან ერთად გადაეცემა საგამოცდო ლაბორატორიას. აქტის სამივე ეგზეპლარის ნომერი უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური. 6. ნიმუშების შემოწმების მიზნით „სამტრესტი“ და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური უფლებამოსილია, შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს 2 ნიმუში და გადასცეს ლაბორატორიული გამოცდისათვის, შეადაროს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტი ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.     მუხლი 4🔗. ნიმუშების წარდგენის წესი 1. ნიმუში აღებულ უნდა იქნეს: ა) ერთი ჭურჭლის, სატრანსპოტო ერთეულის, ან კასრის შემთხვევაში: ა.ა) 0,7 ლიტრი ან მეტი მოცულობის 3 ბოთლი; ა.ბ) საგამოცდო ლაბორატორიისათვის და დეგუსტაციისათვის განკუთვნილი თითოეული დასახელების პროდუქციის 0,7 ლიტრი ან მეტი მოცულობის 5 ბოთლი. ბ) გაერთიანებული ნიმუშის აღების შემთხვევაში – არანაკლებ 6,0 ლიტრისა, რომელიც შემდგომში ჩასხმული უნდა იყოს: ბ.ა) 0,7 ლიტრი ან მეტი მოცულობის 3 ბოთლში; ბ.ბ) საგამოცდო ლაბორატორიისათვის და დეგუსტაციისათვის განკუთვნილი თითოეული დასახელების პროდუქციის 0,7 ლიტრი ან მეტი მოცულობის 5 ბოთლში. ამასთან, რამდენიმე კასრიდან გაერთიანებული ნიმუშის აღებისას, თითოეული კასრიდან სინჯი აიღება კასრის მოცულობის პროპორციულად იმ ანგარიშით, რომ საერთო ნიმუშის მოცულობა იყოს არანაკლებ 6,0 ლიტრისა. გ) სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმული ან/და სარეალიზაციოდ მზა ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში: გ.ა) 0,7 ლიტრი ან მეტი მოცულობის 3 ნიმუში; გ.ბ) საგამოცდო ლაბორატორიისათვის და დეგუსტაციისათვის განკუთვნილი, თითოეული დასახელების პროდუქციის 0,7 ლიტრი ან მეტი მოცულობის 5 ნიმუში. 2. რამდენიმე ჭურჭლიდან გაერთიანებული ნიმუშის აღებისას, თითოეული ჭურჭლიდან ნიმუში აიღება ჭურჭლის მოცულობის პროპორციულად. 3. თუ ნიმუშის აღებისათვის განკუთვნილი ჭურჭლის მოცულობა ნაკლებია 0,7 ლიტრზე, მაშინ საერთო ნიმუშის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობისა. დანართი №1 საინსპექციო კონტროლის ნიმუშის აღების აქტი № მწარმოებლის (მიმწოდებლის) დასახელება და რეკვიზიტები _____________________________________________________ ნიმუშის აღების ადგილი, თარიღი ___________________________________________________________________________ № ალკოჰოლიანი სასმელის დასახელება ფერი/ტიპი სავაჭრო ნიშანი მოსავ-ლის წელი ჩამოსხმის თარიღი ჭურჭლის მოცულობა ნიმუშის რაოდე- ნობა რაოდენობა სერტიფიც. პარტიაში პარტიაზე გაცემული სერტიფი- კატის № შენიშვნა sainspeqcio kontrolis mxridan nimuSis aRebaSi monawile pirebi, maTi xelmowera da beWedi   mwarmoeblis (mimwodeblis) mxridan nimuSis aRebaSi monawile pirebi, maTi xelmowera da beWedi      ------------------------------------------------------                                                               1. --------------------------------------------------      ------------------------------------------------------                                                               2. --------------------------------------------------      ------------------------------------------------------                                                                3. --------------------------------------------------      -----------------------------------------------------                                                           4. --------------------------------------------------