,დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №362
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.011.147
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 28/11/2007
matsne.gov.ge 684 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.027.011.147 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №362 2007 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დადგინდეს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საქართველოს ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოებისათვის – ადგილობრივი არქივებისათვის გადაცემამდე მათი დროებით შენახვის შემდეგი ზღვრული ვადები: ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათი ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და მისი სტრუქტურული ერთეულების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მისი აპარატის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს ეროვნული ბანკის, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების დოკუმენტებისათვის – 15 წელი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტებისათვის – 10 წელი; გ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცალკეული სახეობებისათვის: გ.ა) სამოქალაქო აქტების (მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების) ჩანაწერების, პირადი შემადგენლობის დოკუმენტების, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების და სანოტარო აქტების, სასამართლო საქმეების, საკომლო დავთრების, საბინაო ფონდის პრივატიზაციის დოკუმენტების – 75 წელი; გ.ბ) კაპიტალური მშენებლობის საპროექტო, საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის, გამომგონებლობისა და სამრეწველო ნიმუშის პატენტების – 20 წელი; გ.გ) სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტაციის – 15 წელი; გ.დ) კინო- და ფოტოდოკუმენტების – 5 წელი; გ.ე) ვიდეო- და ფონოდოკუმენტების – 3 წელი. 2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების გაგრძელება დაშვებულ იქნეს დაწესებულების მიერ დოკუმენტების პრაქტიკული გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული არქივის ან მისი ტერიტორიული ორგანოს – ადგილობრივი არქივის წერილობითი ნებართვით. 3. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური გაერთიანებების, სამეწარმეო (სოლიდარული პასუხისმგებლობის, კომანდიტური, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების, კოოპერატივების) და არასამეწარმეო იურიდიული პირების, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემის ვადები განისაზღვროს მათი მესაკუთრეების თანხმობით, მათსა და საქართველოს ეროვნულ არქივს ან მის ტერიტორიულ ორგანოს – ადგილობრივ არქივს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. ეთხოვოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე, სახელმწიფო დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს უზრუნველყონ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა, დაცვა, დამუშავება, აღრიცხვა და ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ შენახვის ზღვრულ ვადამდე მათი მოწესრიგებულ მდგომარეობაში გადაცემა საქართველოს ეროვნული არქივის ან მისი ტერიტორიული ორგანოებისათვის – ადგილობრივი არქივებისათვის. 5. საქართველოს ეროვნულმა არქივმა (თ. იაშვილი) ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურებში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე, საქართველოს ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოებისათვის – ადგილობრივი არქივებისათვის ზემოხსენებული დოკუმენტების დროულად და მოწესრიგებულად გადაცემაზე. 6. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998 წლის 5 თებერვლის №5 ბრძანება ,,ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“. 7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. ტყეშელაშვილი