,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1227
სარეგისტრაციო კოდი
230.150.020.22.033.011.157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 169, 29/11/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.157

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1227

2007 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს ცვლილება და 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,81. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:

ა) საბაჟო საგუშაგო: ,,თბილისის აეროპორტი“ – რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს“;

ბ) საბაჟო საგუშაგოები: ,,ბათუმის პორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები“, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,სარფი“, ,,ბათუმის აეროპორტი“, – რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთს“;

გ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო“, ,,გარდაბანი“, ,,ახკერპი“, ,,გუგუთი“, ,,მტკვარი“ – რუსთავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ - ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

ე) საბაჟო გამშვები პუნქტი: „ყაზბეგი“ – გორის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

ვ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ლაგოდეხი“ და ,,სამთაწყარო“ – თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

ზ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ვალე“ და ,,ნინოწმინდა“– ახალციხის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას).“.

 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.

ნ. გილაური

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.11.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
„,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 22.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1227. სარეგისტრაციო კოდი — 230.150.020.22.033.011.157.
სად არის „,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №1227, 22.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.157 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74416/