საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 27.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №21/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.161
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 28/11/2007
matsne.gov.ge 153 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.161 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №21/2007 2007 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნები­სათ­ვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელ­მო­წერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის და საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიები) საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცეს არა უგვიანეს 2 იანვრისა (კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-3 დღისა).     მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                             ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                                       გ. მჭედლიძე