საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების გამსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 27.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №22/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.162
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 28/11/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების გამსაზღვრის თაობაზე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.162
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №22/2007
2007 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის, 1296 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
ცესკო კენჭისყრის გარეშე, ცნობად იღებს განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში წარმომადგენლების დანიშვნას ან/და შეცვლას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 71-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში.
მუხლი 2🔗.
საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში დანიშნული წარმომადგენლის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება, გამოწვევის შესახებ ცესკო-ში შესაბამისი განცხადების წარდგენის მომენტიდან.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე