ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.167
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №329/ნ
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელი სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
,,ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იმ სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გააჩნიათ ჰემატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია და უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა:
ა) სს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“;
ბ) მ. იაშვილის სახელობის სს ,,ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო ,,რესპუბლიკა“;
გ) სს ,,ალ. ძოწენიძის სახ. იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“.
2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრას/დადგენას.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.11.2007.
- როდის იქნა მიღებული „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №329/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.22.035.011.167.
- სად არის „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.11.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განმსაზღვრელ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №329/ნ, 28.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.167 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74470/