⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.05.2010)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2007
ძალის დაკარგვა 11.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №1242
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.169
გამოქვეყნების წყარო სსმ, 169, 29/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,525 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2007 მიღება
11.05.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.169 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1242 2007 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 აპრილის №247 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გილაური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. ინსპექცია ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 3. დაუშვებელია სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში. 4. ინსპექცია საქმიანობას წარმართავს კანონიერების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე. 5. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი და საბიუჯეტო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. 6. ინსპექციის ბიუჯეტი სამინისტროს ბიუჯეტში გამოიყოფა ცალკე მუხლად. 7. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №16.     მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ინსპექციის ამოცანები ინსპექციის ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა; ბ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება ან/და დისციპლინური დევნის წარმოება; გ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, მონიტორინგის პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დაცვაზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელება; ე) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სხვა წერილობითი დავალებების შესრულება. თავი II ინსპექციის უფლება-მოვალეობანი     მუხლი 4🔗. ინსპექციის უფლებამოსილება  1. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექციას უფლება აქვს: ა) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოების, სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება ან/და დისციპლინური დევნის წარმოება; ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანოებისაგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან, სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური დევნის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები ან ინფორმაცია; გ) გამოიძახოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას; დ) მოითხოვოს სამინისტროს სისტემის ორგანოთა, საჯარო მოსამსახურეთა ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის პროცესში. მოიწვიოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები ან სხვა ექსპერტები საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით; ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრთან ან შესაბამის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელთან დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ (სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით); ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; ზ) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ბაზა; ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები შეზღუდვის გარეშე დაიშვებიან სამინისტროს სისტემის ორგანოების (სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და მათი ტერიტორიული ორგანოები) განლაგების ადგილებში მოსამსახურის მოწმობის წარდგენისთანავე.     მუხლი 5🔗. ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლები 1. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს ინსპექციის უფროსის განკარგულება. განკარგულება გამოიცემა შემდეგ შემთხვევებში: ა) მინისტრის შესაბამისი ბრძანებისა ან/და წერილობითი დავალების საფუძველზე; ბ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიღებისას; გ) მოქალაქეთა წერილობითი საჩივრის ან განცხადებების მიღებისას; დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მოხსენებითი ბარათების მიღებისას; ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან შეტყობინებების და მასალების მიღებისას. 2. ინსპექციაში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზის“ სისტემა. ამ გზით შემოსულ შეტყობინებებზე ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს შესაბამის რეაგირებას. სამინისტროს სისტემის ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „ცხელი ხაზის“ სისტემის არსებობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება მოქალაქეთა და იურიდიული პირების წარმომადგენლების მომსახურების ადგილებში სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნებით.     მუხლი 6🔗. სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური დევნის წარმოების წესი 1. სამსახურებრივი შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების ან/და ინსპექციის უფროსის განკარგულების საფუძველზე. 2. ინსპექციის უფროსის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ჯგუფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) სახელწოდება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი. 3. შემოწმების განკარგულების პროექტს თანდართულ შემოწმების პროგრამასთან ერთად შეიმუშავებს და ინსპექციის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის დასმული საკითხის გადაწყვეტა. 4. მიზანშეწონილობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება ჩატარდეს შესამოწმებელ ობიექტზე შემოწმების ჯგუფის მივლინებით ან ინსპექციაში სათანადო საბუთების გამოთხოვითა და ახსნა-განმარტებისათვის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების მოწვევით, ან ორივე მეთოდის გამოყენებით. 5. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს წარუდგენს შესაბამის განკარგულებას და შემოწმების პროგრამას. 6. შემოწმების პროგრამის ფარგლებში მასალების წარმოდგენასთან, ახსნა-განმარტებასთან და შესაბამისი ფაქტების დაფიქსირებასთან დაკავშირებით ჯგუფის ხელმძღვანელის კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებისთვის და საჯარო მოსამსახურეებისთვის. 7. შემოწმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 სამუშაო დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ინსპექციის უფროსის განკარგულებით (მინისტრის ბრძანების არსებობის შემთხვევაში მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და ინსპექციის უფროსის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის გზით), შესამოწმებელი პერიოდის ხანგრძლივობისა და შემოწმების საგნის სირთულის გათვალისწინებით. 8. ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით შემოწმების შედეგები შეიძლება განხილულ იქნეს სხდომაზე, რომელზეც შეიძლება მოწვეულ იქნენ ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები (აღნიშნულ შემთხვევაში დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ შემოწმების ჯგუფის წევრები და მოწვეული პირები). ამ პუნქტის შესაბამისად, სხდომაზე დაფიქსირებული შენიშვნების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვის შემდეგ დგება შემოწმების დასკვნა. 9. შემოწმების შესახებ დასკვნას ადგენს შემოწმების ჯგუფი, რომელშიც დეტალურად აისახება მოპოვებული მასალები და აღმოჩენილი დარღვევები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაანალიზდება შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტები. დასკვნას თან უნდა დაერთოს შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია. დარღვევა-ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში: ა) გაანალიზდება მათი გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით; ბ) წარმოდგენილი იქნება წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის, რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურათა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე). 10. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი. მასში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. 11. ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი ინსპექციის უფროსს წარუდგენს კურატორი ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ვიზირებულ მოხსენებით ბარათს და დასკვნას შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა თაობაზე. 12. დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.     მუხლი 7🔗. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის შედეგების რეალიზაციის წესი 1. ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოებს და საჯარო მოსამსახურეებს მიმართავს დასკვნით, კანონმდებლობის დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა შეფარდებისა და აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის თაობაზე. 2. სამინისტროს სისტემის ორგანოებმა და საჯარო მოსამსახურეებმა დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა აცნობონ ინსპექციას დასკვნის განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ. 3. სამინისტროს სისტემის ორგანოებმა და საჯარო მოსამსახურეებმა დასკვნის განხილვამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობონ ინსპექციას დასკვნის განხილვის თარიღი და დრო, ხოლო ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დასკვნის განხილვის პროცედურაში.     მუხლი 8🔗. ინსპექციის ანგარიშვალდებულება ინსპექცია ვალდებულია მინისტრს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მიმდინარე წლის გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ კალენდარული წლის ბოლო თვეს. თავი III გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა     მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის უფროსი 1. ინსპექციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას; ბ) ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წლის შედეგების მიხედვით წარუდგენს მინისტრს ანგარიშს, ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას სხვა პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას ინსპექციის მოსამსახურეს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას; ზ) წინადადებით შედის მინისტრთან სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებას ან/და განკარგულებას; ლ) მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად, წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ; მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის საშტატო რიცხოვნობასა და სტრუქტურას; ნ) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და ინსპექციის სამმართველოს უფროსების კანდიდატურებს; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების საკითხებს; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოადგილეებს უსაზღვრავს ფუნქცია-მოვალეობებს; რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამისილებებს. 3. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, ინსპექციის უფროსის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და საჯარო მოსამსახურეებისათვის.     მუხლი 10🔗. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე 1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციამოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში; ბ) ეცნობა სამმართველოების მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, საჭიროების შემთხვევაში, თავის წინადადებებს წარუდგენს ინსპექციის უფროსს; გ) უზრუნელყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და ინსპექციის სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას. 2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი. 3. ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით. 4. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.     მუხლი 11🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსი: ა) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას, პასუხს აგებს სამმართველოს საქმიანობაზე; ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; გ) ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი სამსახურებრივი შემოწმების შესახებ; დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს; ე) თვალყურს ადევნებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ვ) შემმოწმებელ და შესამოწმებელ პირებთან ერთად ატარებს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას; ზ) ეცნობა სამმართველოს პასუხისმგებელი მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას შემოწმების შესახებ, აკეთებს ვიზირებას და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილ დასკვნასა და მოხსენებით ბარათს წარუდგენს ინსპექციის უფროსს; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას. კვირაში ერთხელ ინსპექციის უფროსს მოახსენებს სამსახურებრივი შემოწმების, დისციპლინური დევნისა და სხვა დავალებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ; კ) ყოველთვიურად, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. 2. სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი. 3. შემოწმების პერიოდში, სამმართველოს უფროსის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება ინსპექციის უფროსთან. თავი IV ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ფუნქციები     მუხლი 12🔗. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. ინსპექციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) აუდიტისა და შემოწმების სამმართველო; ბ) სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველო; გ) საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო. 2. ინსპექციის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას წარმართავს ბუღალტერი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ინსპექციის უფროსს.     მუხლი 13🔗. აუდიტისა და შემოწმების სამმართველო აუდიტისა და შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოების ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი რაცინალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი; ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისას სამინისტროსა და მის სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ან/და მის პროცესში ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; გ) სამინისტროსა და მისი სისტემის საჯარო მოხელეთათვის მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი; დ) სამსახურებრივი შემოწმებისას სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დისციპლინური დევნის წარმოება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.     მუხლი 14🔗. სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველო სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის, მათი მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის პრევენციის, გამოვლენისა და გადაცდომაში მხილებული საჯარო მოსამსახურეების მიმართ (გარდა მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომებისა) დისციპლინური ზომების გატარების მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის წარმოება; ბ) შემოწმებების პროცესში მოპოვებული მასალების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზების ანალიზისა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების განხორციელების მიზნით შესაბამის რეკომენდაციების მომზადება; დ) ინსპექციის უფროსის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მიცემული სხვა დავალებების განხორციელება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა.     მუხლი 15🔗. საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა; ბ) ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციების და დოკუმენტების აღრიცხვა და ჩატარებული შემოწმებების რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა; გ) ინსპექციის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზება, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენა, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; დ) ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ე) ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ფუნქციონირების, მისი გაუმჯობესებისა და სრულყოფის უზრუნველყოფა. სამეურნეო საქმიანობის წარმართვისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვასა და რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობა; ვ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ ცნობების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.     მუხლი 16🔗. ბუღალტრის უფლება-მოვალეობები ბუღალტერი პასუხისმგებელია ინსპექციის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით წარმოებაზე. აღნიშნული უფლებამოვალეობის შესრულების მიზნით ბუღალტერი უზრუნველყოფს: ა) ინსპექციის საფინანსო-საბუღალტრო საქმის წარმართვას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებას და ანალიზს; ბ) სახაზინო სამსახურთან (დეპარტამენტთან) ურთიერთობას და საბიუჯეტო სახსრების მოძრაობისა და დაფინანსების ოპერატიულ აღრიცხვას. თავი V დასკვნითი დებულებები     მუხლი 17🔗. ინსპექციის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ინსპექციის დებულების ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.