საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რგიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 29.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №25/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.173
გამოქვეყნების წყარო სსმ, 170, 30/11/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რგიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.173
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №25/2007
2007 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
2008 წლის 5 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს კენჭისყრის პროცესის გამჭვირვალობის დამატებით უზრუნველოფის მიზნით კენჭისყრის დღისათვის კენჭისყრის შენობაში შეიძლება დამონტაჟდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა შემდეგი წესით:
კენჭისყრის შენობაში დამონტაჟდეს ორი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, რომელთაგან ერთი გააკონტროლებს გამჭირვალე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაგდების პროცესს, ხოლო მეორე – სარეგისტრაციო მაგიდებს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა კენჭისყრის შენობაში უნდა განლაგდეს ისე, რომ არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობა.
მუხლი 2🔗.
კენჭისყრის შენობაში, სადაც განთავსებული იქნება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ, ამ სისტემის მიერ გადაღებული მასალა გონივრულ ვადაში გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მასალას საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე გადასცემს ცესკოს.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე