„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№758
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.011.181
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.181

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №758

2007 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებით დამტკიცებული №15 დანართის მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

15

ცალკეული სამედიცინო ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

 

3. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს „ჟ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სახმელეთო ჯარების ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონის ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №16) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 27 სექტემბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი.“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.

მუხლი 3.

ბრძანების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის პირველი ნოემბრიდან;

ბ) პირველი მუხლის მეორე პუნქტი და მეორე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

გ) პირველი მუხლის მესამე პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან.

დ. კეზერაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №9

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევის, ოფისის დაქირავებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები

 

N

დასახელება

უცხოური ვალუტის დასახელება

ხარჯების დასახელება

ანაზღაურების ნორმები

სამედიცინო დაზღვევა

ოფისის დაქირავება

შენახვის ხარჯების ნორმები

სულ

1

შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენელი ნატო-ში

ევრო

1 300

700

700

2 500

5 200

2

შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე ნატოში

ევრო

1 200

700

 

1 150

3 050

3

შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე ნატოში ლოგისტიკის დარგში

ევრო

1 200

700

 

1 150

3 050

4

შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლის თანაშემწე ნატოში

ევრო

1 150

700

 

1 150

3 000

5

შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლის თანაშემწე ნატოში

ევრო

1 150

700

 

1 150

3 000

6

თავდაცვის ატაშე აშშ, კანადასა და მექსიკის გაერთაიანებულ შტატებში

აშშ დოლარი

1 500

1 000

 

4 750

7 250

7

თავდაცვის ატაშეს მოადგილე აშშ, კანადასა და მექსიკის გაერთიანებულ შტატებში

აშშ დოლარი

1 400

1 000

 

1 500

3 900

8

თავდაცვის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიისა და შვეიცარიის კონფედერაციაში

ევრო

1 150

700

 

2 000

3 850

9

თავდაცვის ატაშეს მოადგილე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიისა და შვეიცარიის კონფედერაციში

ევრო

1 050

700

 

1 150

2 900

10

თავდაცვის ატაშე საფრანგეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ევრო

1 150

700

 

2 000

3 850

11

თავდაცვის ატაშეს მოადგილე საფრანგეთის რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

ევრო

1 050

700

 

1 150

2 900

12

თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 500

900

 

3 400

5 800

13

თავდაცვის ატაშეს მოადგილე თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 350

900

 

1 500

3 750

14

თავდაცვის ატაშე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში

ინგლისური გირვანქა სტერლინგი

800

500

 

3 200

4 500

15

თავდაცვის ატაშეს მოადგილე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში

ინგლისური გირვანქა სტერლინგი

700

500

 

800

2 000

16

თავდაცვის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში

აშშ დოლარი

1 300

900

 

2 000

4 200

17

თავდაცვის ატაშეს მოადგილე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში

აშშ დოლარი

1 150

900

 

1 500

3 550

 

18

თავდაცვის ატაშე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკაში, ესტონეთის რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

700

 

2 700

4 650

 

19

თავდაცვის ატაშეს მოადგილე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკაში, ესტონეთის რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 150

700

 

1 500

3 350

 

20

თავდაცვის ატაშე რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 500

900

 

2 500

4 900

 

21

თავდაცვის ატაშეს მოადგილე რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 350

900

 

1 500

3 750

 

22

თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში

აშშ დოლარი

1 300

900

 

2 000

4 200

 

23

თავდაცვის ატაშეს მოადგილე უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში

აშშ დოლარი

1 150

900

 

1 500

3 550

 

24

თავდაცვის ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში, მაკედონიის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 500

900

 

2 500

4 900

 

25

თავდაცვის ატაშეს მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკაში, მაკედონიის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 350

900

 

1 500

3 750

 

26

თავდაცვის ატაშე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 300

900

 

2 000

4 200

 

27

თავდაცვის ატაშეს მოადგილე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 150

900

 

1 500

3 550

 

28

თავდაცვის ატაშე ისრაელსა და ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 500

900

 

2 000

4 400

 

29

თავდაცვის ატაშეს მოადგილე ისრაელსა და ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 350

900

 

1 500

3 750

 

30

NATO- სთან პარტნიორობის საშტაბო უფროსი მეკავშირე ოფიცერი

ევრო

1 150

700

 

2 000

3 850

 

31

შეიარაღებული ძალების უფროსი მეკავშირე ოფიცერი tampa

აშშ დოლარი

1 500

 

 

 

1 500

 

32

შეიარაღებული ძალების უფროსი მეკავშირე ოფიცერი Mons

ევრო

1 150

700

150

2 000

4 000

 

33

შეიარაღებული ძალების უფროსი მეკავშირე ოფიცერი Neapole

ევრო

1 150

700

 

2 000

3 850

 

34

შეიარაღებული ძალების უფროსი მეკავშირე ოფიცერი Norfolk

აშშ დოლარი

1 500

900

 

2 500

4 900

 

35

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატოში

ევრო

1 300

700

700

2 500

5 200

 

36

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უკრაინაში

აშშ დოლარი

1 300

900

 

2 000

4 200

 

 

შენიშვნა:

1. შენახვის ხარჯების ნორმებიდან სავალდებულოა ოფისისა და ბინის დაქირავების დამადასტურებელი ხელშეკრულების წარმოდგენა.

2. სამედიცინო დაზღვევის თანხა ანაზღაურდება დადგენილი ნორმების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების გამოყოფა ხორციელდება დამატებით შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა პირთა როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს წინასწარ, თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

5. სამხედრო ატაშეების, მათი მოადგილეების ან თანაშემწეების, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ან სამოქალაქო წარმომადგენლების მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

6. თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის მივლინებისა და კუთვნილი შვებულების დროს მგზავრობის ანაზღაურება განისაზღვროს თბილისიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან, მგზავრობის ეკონომკლასის ბილეთების ღირებულებით.

დანართი №16

 

სახმელეთო ჯარების ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონის ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა

                                                                                                                   (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი

კოდი

დანამატი თვეში

1

მაიორი

O-5

425

2

კაპიტანი

O-4

475

3

უფროსი ლეიტენანტი

O-3

500

4

მასტერ-სერჟანტი

S-5

620

5

უფროსი სერჟანტი

S-4

635

6

სერჟანტი

S-3

650

7

უმცროსი სერჟანტი

S-2

660

8

კაპრალი

S-1

665

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული დანამატი გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა კატეგორიებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.