„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.184
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1250
2007 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ.2330) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;
ბ) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე და საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
გ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;
დ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე;
ე) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას (გარდა შესაბამისი ნებართვის მფლობელის რომელიმე სახეობის საბაჟო საწყობისა) შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებულ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;
ზ) თავისი სვლით გადაადგილებულ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციაში შემავალ მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებზე (ძრავის გარეშე), რომლითაც გადაადგილდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.2007.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1250. სარეგისტრაციო კოდი — 230.150.070.22.033.011.184.
- სად არის „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1250, 29.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.184 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74560/