საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გასაცემი სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/200
სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.22.028.011.186
გამოქვეყნების წყარო სსმ, 174, 10/12/2007
matsne.gov.ge 1,015 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სანებართვო მოწმობების ფორმების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გასაცემი სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.22.028.011.186 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/200 2007 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გასაცემი სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის  59-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის, არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობისა და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1). 2. დამტკიცდეს უვარგისი სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის აქტი (დანართი №2). 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი დანართი №1 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გასაცემი სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების, არქეოლოგიური სამუშაოებისა და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვის სანებართვო მოწმობების ფორმების (შემდგომში –  სანებართვო მოწმობის ფორმა) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობების ფორმების დამზადება 1. სანებართვო მოწმობების ფორმების დამზადება წარმოებს სამინისტროს შეკვეთის საფუძველზე. სანებართვო მოწმობების ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. დამზადებული სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.     მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.     მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს კომპიუტერის საშუალებით, დადგენილი დამცავი ნიშნებით დაბეჭდილ ბლანკზე დადგენილი რეკვიზიტების დაცვით. 2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისად შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში, რომელშიც ასევე მიეთითება სანებართვო მოწმობის ბლანკის ნომერი.     მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობების ფორმების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის პირადობის მოწმობის წარმოდგენისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ. 3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის მოწმობის მიღების ფაქტს უწყებრივ სანებართვო რეესტრში. 4. გაცემული სანებართვო მოწმობების ფორმების დამოწმებული ქსეროასლები ინახება ნებართვის მაძიებლის პირად საქმეში ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად.     მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების დუბლიკატის გაცემა 1. გაცემული სანებართვო მოწმობის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა სანებართვო მოწმობის ფორმის დუბლიკატი. 2. სანებართვო მოწმობის ფორმის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს სანებართვო მოწმობის ფორმის დუბლიკატის მიღების საფუძველი; ბ) სანებართვო მოწმობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი.“ სანებართვო მოწმობების დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. 4. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში, სანებართვო მოწმობების ფორმის დუბლიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.     მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა 1. სანებართვო მოწმობების ფორმების გამოსაყენებლად ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დასაშვები შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ფორმების ბლანკის ნომერი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო ფორმების ჩამოწერის აქტი № ქ. თბილისი                                                                              –– –––––––– 2007 წელი № სანებართვო მოწმობების ფორმების დასახელება რაოდენობა ფორმის ბლანკის ნომერი ჩამოწერის საფუძვლები აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი                             -------------------------- სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი                                ----------------------------