საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №30/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.189
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 04/12/2007
matsne.gov.ge 188 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.189 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №30/2007 2007 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლისა და 129​6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗. 1. პრეზიდენტობის კანდიდატის ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხა­დებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. განცხადებაში მითი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწ­მობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (სა­ქართ­ველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ყველა სხვა დონის საარჩევნო კომისიებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარ­მო­მად­გენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კან­დი­დატი ან მისი წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).     მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართ­­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                    ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                               გ. მჭედლიძე