საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №29/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.190
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 04/12/2007
matsne.gov.ge 237 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.190 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №29/2007 2007 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი  საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗. 1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა არანაკლებ 50000 მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერა არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარადგინოს ცესკოს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურში, რომელიც გადანომრილ ბლანკებს ლუქავს. 2. სიის წარდგენიდან 3 დღის ვადაში საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური ხსნის დალუქულ სიებს და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერებს. 3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ მითი­თებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საქართველოს ორგანული კანო­ნის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები (მონაცემების მითითების თანმიმდევრობა არ შეიძლება გახდეს ხელმოწერის გაბათილების მიზეზი). 4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული პასუხისმგებელი პირის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები (მონაცემების მითითების თანმიმდევრობა არ შეიძლება გახდეს ხელმოწერის გაბათილების მიზეზი).     მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                     ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                                გ. მჭედლიძე