,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბიოტექნოლოგიის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.214
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1256
2007 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბიოტექნოლოგიის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №548 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბიოტექნოლოგიის ცენტრის დროებითი წესდების“ (სსმ III, 05.06.2006 წ., №75, მუხ. 970) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბიოტექნოლოგიის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი