,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №554 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1258
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 180, 20/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.217

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1258

2007 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №554 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №554 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტის დროებითი წესდების“ (სსმ III, 05.06.2006 წ.,  №75, მუხ. 976) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეცხოველებისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მიმინოშვილი