საქართველოს პრზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღის პროცედურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №35/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.226
გამოქვეყნების წყარო სსმ, 178, 17/12/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,232 სიტყვა · ~16 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღის პროცედურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.NormalWebChar {mso-style-name:"Normal \(Web\) Char";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:21.25pt 63.75pt 28.35pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.226 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №35/2007 2007 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღის პროცედურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: ��� მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის დღის პროცედურების ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. ��� მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. ��� მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე �� �ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი� ��� გ. მჭედლიძე დანართი ინსტრუქცია კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ I. უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანი იხსნება 07:00 საათზე, რაც გახსნისთანავე უნდა ეცნობოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო უბანი არ იხსნება. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს უნდა ეკეთოს კომისიის წევრის სამკერდე ნიშანი (მოწმობა). საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების და პრესის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს უნდა მოსთხოვოს ჰქონდეთ შესაბამისი სააკრედიტაციო მოწმობები, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს. კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის გახსნისთანავე ჩანაწერთა წიგნს გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელსაც პირველ და მეორე გვერდებზე შეაქვს კენჭისყრის შენობაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის მონაცემები და ხელმოწერით ამოწმებინებს. კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანს ასევე გადასცემს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბლოკნოტებს და სადემონსტრაციო ოქმებს. კომისიის მდივანი ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელს. სადემონსტრაციო ოქმები თვალსაჩინო ადგილას (კომისიის მდივნის მაგიდის სიახლოვეს) უნდა გამოიკრას. კომისიის მდივანი ასევე აწარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალს. წილისყრის ჩატარებამდე კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რო-მელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი და ხსნის მას. II. წილისყრა 1) პირველად წილისყრა ტარდება პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს შორის გადასატანი ყუთის წამღები 2 წევრის გამოსავლენად (თუ უბანზე შედგენილია სიის დანართი). ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის დანარჩენ წევრებს შორის წილისყრით ნაწილდება შემდეგი ფუნქციები: 2) ამომრჩეველთა რეგისტრატორი (ერთი წევრი ყოველ 300 ამომრჩეველზე � 1500-იან უბნებზე, ხოლო ერთი წევრი ყოველ 400 ამომრჩეველზე � 2000-იან უბნებზე); 3) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი; 4) ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი. წილისყრაში მონაწილეობას არ იღებენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. კომისიის მდივანმა წილისყრის შედეგად გადანაწილებული ფუნქციები უნდა შეიტანოს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე. კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, წილისყრის შედეგად გამოვლენილი კომისიის წევრის ფუნქცია დროებით შეიძლება დაეკისროს კომისიის სხვა წევრს, რაც კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით უნდა აღნიშნოს. III. ამომრჩეველთა რაოდენობის, მიღებული საარჩევნო ბიულეტენებისა და კონვერტების რაოდენობის გამოცხადება კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით. შესაბამისი მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, სადემონსტრაციო ოქმებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში (ამომრჩეველთა რაოდენობა დამატებით სიაში შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდეგ). კომისიის თავმჯდომარე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ამოწმებს და აცხადებს მიღებული საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების და განსხვავებული ზომისა და ფერის კონვერტების რაოდენობას. მიღებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის/საპლებისციტო შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. IV. კენჭისყრის პროცედურისთვის საჭირო მასალების გადაცემა კომისიის წევრებისთვის კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორებს გადასცემს: ამომრჩეველთა ერთიან სიას, რომელიც თითოეული რეგისტრატორისათვის გადაცემული ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით შესაბამისი რეგისტრატორის სახელისა და გვარის გასწვრივ მდივნის მიერ შეიტანება ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე; (თავმჯდომარემ თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა გამოაკრას ამომრჩეველთა გვარების ანბა-ნური თანმიმდევრობა მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად); ამომრჩეველთა სპეციალურ სიას გადასცემს ერთ-ერთ რეგისტრატორს; საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის საარჩევნო ბიულეტენების თითო ბლოკნოტს (კომისიის თავმჯდომარე და მიმღები რეგისტრატორები ბლოკნოტების თავფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ ბიულეტენების მიღება-ჩაბარებას); კომისიის თავმჯდომარე, რეგისტრატორის ბეჭდებს ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში, რეგისტრატორები ყუთიდან სათითაოდ იღებენ ერთ ბეჭედს, რომლის კოდიც კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე. შემდეგ გადასცემს მარკირების სითხეს (თითოეულ რეგისტრატორს). კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს. კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს გადასცემს სპეციალურ კონვერტებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. V. საარჩევნო ყუთების დალუქვა პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ (მაგრამ არა უადრეს 08:00 საათისა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო დოკუმენტაციიდან იღებს სამ საკონტროლო ფურცელს და შესავსებად გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს. საკონტროლო ფურცლის შევსებამდე პირველმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ამომრჩეველთა სიაში. საკონტროლო ფურცელი მხოლოდ მას შემდეგ ივსება, რაც დადასტურდება, რომ პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება მოცემული საარჩევნო უბნის საზღვრებს. თითოეულ საკონტროლო ფურცელში შეიტანება: პირველი ამომრჩევლის სახელი და გვარი; რეგისტრაციის ადგილი; პირადობის მოწმობისა და პირადი ნომერი (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი); საკონტროლო ფურცლების საარჩევნო ყუთებში ჩაშვების ზუსტი დრო. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე მიუთითებს საკონტროლო ფურცელში შეტანილ მონაცემებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს და ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს ინდივიდუალური ნომრის მქონე ზონრით, რომლის ნომერი საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე. საარჩევნო ყუთების დალუქვისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძირითად და გადასატან ყუთებში ათავსებს საკონტროლო ფურცლებს. საკონტროლო ფურცლის ერთ ცალს ინახავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტ-როლო ფურცლებთან შედარების მიზნით. კენჭისყრის პროცესი VI. კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა კენჭისყრაში ამომრჩეველთა მონაწილეობის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისია ზედამხედველობს და ასრულებს შემდეგ პროცედურებს: ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი სთხოვს რიგში მდგომ ამომრჩეველს აჩვენოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი(ები) (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში � დევნილის მოწმობა პირადობის მოწმობასთან ან პასპორტთან ერთად). ამის შემდეგ ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს აღენიშნება თუ არა ამომრჩეველს მარკირება და მიუთითებს ამომრჩეველს მივიდეს შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან; რეგისტრატორი სთხოვს ამომრჩეველს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, მოძებნის ამომრჩეველს ერთიან ან სპეციალურ სიებში და ახდენს ამომრჩევლის მარკირებას; ამის შემდეგ ამოწმებს ამომრჩევლის პირად ნომერს (პირადი ნომერი ჩაბეჭდილია სამაგიდო სიაში); ხელმოწერით და რეგისტრატორის ბეჭდით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენს(ებს) და ადასტურებს ბიულეტენის(ების) გაცემას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით; შემდგომ თავად ამომრჩეველს ხელს აწერინებს სიაში თავისი გვარის გასწვრივ და გადასცემს დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენებს. საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს საარჩევნო ყუთი, არ დაუშვას საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი და იგი უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს. ხმის მიცემა დამატებითი სიების მეშვეობით თუ ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში, მაგრამ პირადობის მოწმობის წარდგენით ადასტურებს, რომ მისი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი საარჩევნო უბნის საზღვრებს, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი წერს განცხადებას, გადაიღებს პირადობის მოწმობის ქსეროასლს რეგისტრაციის მოწმობასთან ერთად, (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დევნილის მოწმობასთან ერთად) წარუდგენს კომისიის მდივანს და მხოლოდ ამის შემდეგ საუბნო სა-არჩევნო კომისიის მდივანი შეიყვანს ამომრჩეველს დამატებით სიაში (თუ ამომრჩევლის მიერ წარდგენილი პირადობის მოწმობა ეჭვს იწვევს, კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ რეკავს ცესკოს ცხელ ხაზზე ამომრჩევლის გადამოწმების მიზნით). ამომრჩეველი მიდის პირველ რეგსტრატორთან და გადის ყველა, დადგენილი წესით გასავლელ პროცედურას. ასეთ ამომრჩევლებზე განსხვავებული ზომისა და ფერის კონვერტების გაცემას (რომლებიც მოთავსებულია კომისიის მდივნის მაგიდაზე) ზედამხედველობს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობის განსასაზღვრად, კომისიის მდივანი დღის განმავლობაში ორჯერ (12:00, 17:00), ითვლის ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. კომისიის მდივანს დაფიქსირებული მონაცემები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას კენჭისყრაში მონაწილეთა შესახებ აცნობებს საოლქო საარჩევნო კომისიას. VII. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, წილისყრით გამოვლენილ, გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის 2 წევრს ავალებს, ამომრჩეველთა ადგილსამყოფელის მიხედვით, კენჭისყრის ჩატარებას და გადასცემს: � ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას); � რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საარჩევნო/საპლებისციტო ბიულეტენების საჭირო რაოდენობას, აგრეთვე სპეციალური კონვერტების საჭირო რაოდენობას (კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე უნდა აღნიშნოს, რამდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრს). გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრა მთავრდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. კენჭისყრის დღის არა უგვიანეს 20:00 საათისა გადასატანი საარჩევნო ყუთი უნდა დაბრუნდეს კენჭისყრის შენობაში. გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრმა (კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცეს გამოუყენებელი ბიულეტენები. კომისიის მდივანმა ასეთ ბიულეტენებს უნდა ჩამოაჭრას კუთხე, დააწეროს �გაფუჭებული� და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ კენჭისყრის დასრულებამდე შეინახოს. VIII. საარჩევნო უბნის დახურვა ზუსტად 20:00 საათზე კენჭისყრის შენობა იკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობას, მათ გვარებსა და სახელებს და ამ მონაცემებს აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს. თუ კენჭისყრის ოთახი იძლევა ამის საშუალებას, რიგში მდგომი უკვე აღრიცხული ამომრჩევლები უნდა შემოიყვანოს კენჭისყრის ოთახში და ჩაკეტოს კენჭისყრის შენობა. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი ილუქება. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს კენჭისყრის შენობა. კენჭისყრის შემდეგ IX. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან წილისყრით ავლენს 4 მთვლელს (მთვლელების გამოვლენის მიზნით, წილისყრა ტარდება იმავე წესით, როგორც კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილებისას. წილისყრისთვის განკუთვნილ ფურცლებზე მითითებული უნდა იყოს �პირველი მთვლელი�, �მეორე მთვლელი�, �მესამე მთვლელი�. �მეოთხე მთვლელი�). წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე. საარჩევნო უბანში მყოფმა დამკვირვებლებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა შეარჩიონ ორი მეთვალყურე, რომლებიც დააკვირდებიან ხმების დათვლის პროცედურას მთვლელების გვერდით, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენი პირები მთვლელებისგან ერთი მეტრის დაშორებით უნდა იმყოფებოდნენ. საარჩევნო ყუთის გახსნამდე მთვლელები ითვლიან: ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, სპეციალურ სიაში, ამომრჩეველთა სიის დანართში და დამატებით სიაში; გამოუყენებელი საარჩევნო/საპლებისციტო ბიულეტენების რაოდენობას; გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. ზემოჩამოთვლილი მონაცემები კომისიის მდივანს თანმიმდევრულად შეაქვს ჩანაწერთა წიგნში, შესაბამის სადემონსტრაციო ოქმებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში. განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტების რაოდენობა შეიტანება ძირითადი შემაჯამებელი ოქმის მე-13 გრაფაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი კონვერტების რაოდენობა არ აღემატება 15-ს და ითვლება სხვა დანარჩენ კონვერტებთან ერთად. ძირითადი შემაჯამებელი ოქმის მე-3 გრაფა ივსება ნებისმიერ შემთხვევაში. საარჩევნო ყუთის გახსნამდე მთვლელები ლუქავენ: I. ამომრჩეველთა ერთიან სიას, სპეციალურ სიას და ამომრჩეველთა სიის დანართს. პაკეტს ზემოდან ეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერი. კონვერტს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. II. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს. კონვერტის თავფურცელზე იწერება არჩევნების სახეობა (საპრეზიდენტო/საპლებისციტო), �გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები�, პაკეტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. პაკეტს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. III. გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს და შესაბამის ბლოკნოტებს. პაკეტის თავფურცელზე იწერება არჩევნების სახეობა (საპრეზიდენტო/საპლებისციტო), �გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები�, პაკეტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. პაკეტს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. X. საარჩევნო ყუთების გახსნა პირველად იხსნება გადასატანი საარჩევნო ყუთი. გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ატარებს შემდეგ პროცედურას: კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას და ლუქის ნომერს ადარებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მითითებულ ნომერს; გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მთვლელები ამოწმებენ საკონტროლო ფურცელს; თავმჯდომარე ადარებს გადასატან საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი კონვერტების რაოდენობას და ამომრჩეველთა სიის დანართში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ატარებს შემდეგ პროცედურას: კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას და ლუქის ნომერს ადარებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მითითებულ ნომერს; ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მთვლელები ამოწმებენ საკონტროლო ფურცელს; მთვლელები გამოაცალკევებენ და ითვლიან განსხვავებული ზომისა და ფერის კონვერტებს და ადგენენ მათ რაოდენობას (15-ზე მეტია თუ არა). ამის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას ასეთი კონვერტების სხვა დანარჩენ კონვერტებთან შერეულად (იმ შემთხვევაში, თუ 15-ის ტოლია ან ნაკლებია) ან განცალკევებულად (15-ზე მეტის შემთხვევაში) დათვლის შესახებ. ხმის დათვლა და შედეგების შეჯამება XI. საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება, დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენებს და ამოწმებს რამდენი ბიულეტენი დევს სპეციალურ კონვერტში. (თუ დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, აღნიშნულ სპეციალური კონვერტიდან ამოღებულ ყველა ბიულეტენს გადადებს გვერდზე. ასეთი სახის ბიულეტენები ბათილია.) ამის შემდეგ საპრეზიდენტო ბიულეტენს აწვდის მეორე მთვლელს, პლებისციტის ერთ ბიულეტენს აწვდის მესამე მთვლელს, ხოლო პლებისციტის მეორე ბიულეტენს � მეოთხე მთვლელს. თითოეული მთვლელი ცალ-ცალკე დებს სხვადასხვა სახის ბიულეტენს (საპრეზიდენტო, პლებისციტი 1 და პლებისციტი 2). საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ, კომისიის წევრები კენჭისყრით გადაწყვეტენ საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილი ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი _ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. ჯერ ითვლება მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენები. დათვლისას პირველი მთვლელი იღებს ბიულეტენს, აცხადებს რომელი სუბიექტისთვისაა ხმა მიცემული (პლებისციტის შემთხვევაში, დადებითია თუ უარყოფითი) და თანმიმდევრობით გადასცემს მე-2, მე-3, და მე-4 მთვლელს, რომლებიც ცალ-ცალკე ალაგებენ ბიულეტენებს სუბიექტების მიერ მიღებული ხმების მიხედვით (პლებისციტის შემთხვევაში, დადებითი და უარყოფითი პასუხის მიხედვით). მთვლელები ითვლიან დახარისხებულ ბიულეტენებს. დათვლილი საარჩევნო/საპლებისციტო ბიულეტენები იდება ათათ ცალად ერთმანეთზე ჯვარედინად. ხმების დათვლის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას (პლებისციტის შემთხვევაში, დადებითი და უარყოფითი პასუხების რაოდენობას) საპრეზიდენტო და საპლებისციტო ბიულეტენების მიხედვით. კომისიის მდივანს ეს მონაცემები დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, სადემონსტრაციო ოქმებში, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში და საპლებისციტო შემაჯამებელ ოქმებში. კომისიის მდივანი სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობის დაჯამებით ადგენს ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, სადემონსტრაციო ოქმებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. XII. საარჩევნო დოკუმენტაციის შეკვრა და დალუქვა საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ მთვლელები კრავენ და ლუქავენ: ბათილ საარჩევნო ბიულეტენებს; სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში. მთვლელებმა შეკვრას უნდა დააწერონ არჩევნების სახეობა (საპრეზიდენტო/პლებისციტი), საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (ბათილი საარჩევნო ბიულეტენები), შეკვრაში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. შეკვრას ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე; საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს/საარჩევნო ბიულეტენებს; ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკვრელით (�ლითონის სწრაფშემკერით�). ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე. თითოეულ შეკვრას მთვლელებმა უნდა დააწერონ არჩევნების სახეობა (საპრეზიდენტო/პლებისციტი), საარჩევნო სუბიექტის დასახელება, სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. შეკვრას ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე; პლებისციტის შედეგების მიხედვით მიღებულ ხმებს/ბიულეტენებს; მთვლელებმა შეკვრას უნდა დააწერონ პლებისციტის სახეობა (საპარლამენტო არჩევნების თარიღი/ნატო-ს საკითხი), საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (დადებითი ან უარყოფითი პასუხები), შეკვრაში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. შეკვრას ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე; საარჩევნო ბიულეტენების ყოველი შეკვრა იფუთება და ილუქება იმგვარად, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან ბიულეტენის ამოღება ან ჩადება. XIII. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება თითოეული სახის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბლოკნოტი შედგება №01-№02 ფურცლებისგან, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ოქმისგან. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის (ოქმის ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცლის) შევსების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით უნდა დაამტკიცოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. კომისიის ყველა წევრი (განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც კი) ხელს აწერს ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა სააარჩევნო უბანში. ოქმი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით (ყველა სახის შემაჯამებელი ოქმი, გარდა დამატებითი სიის ოქმებისა, მოწმდება აგრეთვე ყველა რეგისტრატორის ბეჭდით). თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს ჩანაწერი გააკეთოს შემაჯამებელ ოქმში �განსხვავებული აზრის� გრაფაში და მოაწეროს ხელი. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი ოქმი ბათილია. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა �შესწორებულია�. საარჩევნო კომისია ადგენს შესწორების ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. ოქმს და დაესმევა კომისიის ბეჭედი, გატარდება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი იქნა შესწორება. საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ, კომისიის მდივანმა (ამ ოქმის მიხედვით) უნდა შეავსოს ოქმების ბლოკნოტის №01-№02 ფურცლები. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 და №02 ფურცლები, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების თაობაზე, გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ კენჭისყრის შენობაში არის ფაქსი, კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოქმის №01 ფურცლისა, აგრეთვე შესწორების ოქმის ქსეროასლს, ოქმის დამტკიცებისთანავე აგზავნის ცესკოში. საუბნო საარჩევნო კომისია №02 შემაჯამებელი ოქმის, აგრეთვე შესწორების ოქმის ქსეროასლს მათი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფისა და პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ქსეროასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერე-ბით (ამ ოქმების დამოწმებული ასლების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-02). კომისიის მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში უნდა გაატაროს გაცემული საარჩევნო დოკუმენტაცია და გაცემული ოქმების ქსეროასლებს მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი. ოქმის მიღება წარმომადგენელმა/დამკვირვებელმა სარეგისტრაციო ჟურნალში და ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის (საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით, თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით დამოწმებული №02 ოქმის ქსეროასლის) გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. XIV. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა კომისიის მდივანი გადაითვლის ჩანაწერთა წიგნის შევსებულ გვერდებს და ბოლო შევსებულ ან მის მომდევნო გვერდზე მიუთითებს შევსებული გვერდების რაოდენობას, წიგნის დახურვის თარიღსა და დროს, აწერს ხელს და დაუსვამს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები იმავე გვერდზე ხელმოწერით ადასტურებენ ჩანაწერთა წიგნის დახურვის ფაქტს. კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალის ორივე ნაწილში უკანასკნელი ჩანაწერის შემდეგ აკეთებს წარწერას: �ჟურნალი დახურულია�, მიუთითებს თარიღს, ზუსტ დროს და მოაწერს ხელს. ჩანაწერთა წიგნი, საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და განცხადებები (საჩივრები) იკვრება და ილუქება ერთ პაკეტად. შეკვრას დაეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. შეკვრას ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული შეკვრა სხვა დალუქული დოკუმენტაციისგან განცალკევებით წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას. რეგისტრატორების ბეჭდები და კომისიის ბეჭედი ილუქება; შეკვრას დაეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. შეკვრას ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. ცალ-ცალკე შეკრული საარჩევნო დოკუმენტაცია იდება დიდ ტომარაში, რომელიც ჰერმეტულად იკვრება. ტომარას დაეკრობა ფურცელი შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და უბნის სახელწოდებისა და ნომრის მითითებით და წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო დოკუმენტაციას საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სხვა წევრებიდან წილისყრით გამოვლენილი კომისიის ორი წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მიეთითება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა და რაოდენობა. აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები და თითოეულს გადაეცემა აქტის თითო ცალი.