„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.011.228
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1291
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟი-მის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2325) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დროებით დასაწყობებულ საქონელზე განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები
დროებით დასაწყობებულ საქონელზე ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-3–მე-10 მუხლებით განსაზღვრული საბაჟო პროცედურები.“;
ბ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების შემოფარგლულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);“;
გ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-3 მუხლის 41 პუნქტი;
დ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, შეიძლება ინახებოდეს დეკლარანტის წერილობითი მოტივირებული განცხადების საფუძველზე დროებითი შენახვის საწყობში, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონელი დროებით დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე – საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისა) არა უმეტეს 3 თვისა. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.“;
ე) ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე.“;
ვ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის 29-ე და 30-ე მუხლები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1291. სარეგისტრაციო კოდი — 200.220.020.22.033.011.228.
- სად არის „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №1291, 17.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.011.228 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74788/