„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის“ დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 13.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/216
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.011.239
გამოქვეყნების წყარო სსმ, 181, 21/12/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.12.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
- კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
- მუზეუმების შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს შრომის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის“ დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 45.0pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.011.239
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/216
2007 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს №494 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის“ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (შემდგომში – მუზეუმ-ნაკრძალი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. მუზეუმ-ნაკრძალი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქარ-თველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი შექმნილია და ფუნქციონირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქსნის ერისთავების სასახლის კომპლექსის (დაბა ახალგორი) ბაზაზე და წარმოადგენს ახალგორის, ქსნის ხეობის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის უფლებამონაცვლეს.
4. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. მუზეუმ-ნაკრძალი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
6. მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული მისამართია – ახალგორის მუნიციპალიტეტი. თამარ მეფის ქ. №57.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. მუზეუმ-ნაკრძალში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.
2. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ და “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
3. მუზეუმ-ნაკრძალის ძირითადი ამოცანაა:
ა) თავის სამოქმედო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვა, მოვლა-პატრონობა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერულად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთდასახელებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, გააცნოს იგი ფართო საზოგადოებას;
გ) ყოველმხრივ შეისწავლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ფონდში დაცული ექსპონატები, განსაზღვროს მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებები, აწარმოოს მოძიებული მასალის დამუშავება.
4. მუზეუმ-ნაკრძალს უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) ითანამშრომლოს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ სპეციალისტებთან, დადოს ხელშეკრულებები და შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზო-გადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;
გ) მონაწილეობა მიიღოს მის სამოქმედო ზონაში არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სააღრიცხვო ბარათების შედგენაში, თვალყური ადევნოს ძეგლებზე ყოველგვარი სამშენებლო და არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობას და დაუყოვნებ-ლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, თუ ძეგლებზე წარმოებული სამუშაოები სრულდება სპეციალური პროექტის, ნებართვის და შეთანხმების გარეშე;
დ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, მოაწყოს არქეოლოგიური, ეთნოლოგიური თუ სხვა სახის ექსპედიციები;
ე) დაამუშაოს და გამოსცეს გზამკვლევები და ბუკლეტები თავის სამოქმედო არეალში არსებულ ძეგლებზე;
ვ) გამოავლინოს და აღრიცხოს თავის სამოქმედო ზონაში არსებული ძეგლები, შეადგინოს იმ ძეგლების სია, რომლებსაც ესაჭიროებათ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ზ) შესაბამის სახელწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს არქეოლოგიური ზონებისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცებაში;
თ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპოზიცია;
ი) მუზეუმ-ნაკრძალთან მოქმედებდეს მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია;
კ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);
ლ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
მ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭო „იკომის“ წევრი;
ნ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) საკუთარი სახელით დადოს ხელშეკრულებები საქართველოს ან უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა;
5. მუზეუმ-ნაკრძალს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმ-ნაკრძალის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილ-დება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მეხუთე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორ-ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. ამ მუხლის მეხუთე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორ-ციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 3🔗. მუზეუმ-ნაკრძალის მართვა და სტრუქტურა
1. მუზეუმ-ნაკრძალის მართვა ხორციელდება სა-ქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მუზეუმ-ნაკრძალის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმ-ნაკრძალის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.
3. მუზეუმ-ნაკრძალის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
4. მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს მუზეუმ-ნაკრძალის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებუ-ლებს, გასცემს მინდობილობებს მუზეუმ-ნაკრძალის სახელით დებს გარიგებებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს მუზეუმ-ნაკრძალის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ მიზნობრივად და სწორად გამოყენებაზე;
დ) „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლება-მოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული ხელ-ფასის ფონდის ფარგლებში დაადგინოს სახელფასო განაკვეთი, დააწესოს ხელფასზე დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები;
ე) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმ-ნაკრძალის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს; დებს შრომით ხელშეკრულებებს მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებთან;
ვ) მუზეუმ-ნაკრძალის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დრო-ებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;
ზ) ამტკიცებს მუზეუმ-ნაკრძალის სტრუქტურას, შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.
მუხლი 4🔗. მუზეუმ-ნაკრძალის სამეცნიერო საბჭო
1. მუზეუმ-ნაკრძალის სამეცნიერო საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც-ვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი.
3. საბჭო განიხილავს მუზეუმ-ნაკრძალის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასია-თისაა.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინი-ჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქარ-თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმ-ნაკრძალის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. მუზეუმ-ნაკრძალი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ად-გენს ბალანს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. მუზეუმ-ნაკრძალის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 7🔗. მუზეუმ-ნაკრძალის დაფინანსების წყაროები
1. მუზეუმ-ნაკრძალის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ-რივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებუ-ლი შემოსავალი;
გ)ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმ-ნაკრძალის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
მუხლი 8🔗. მუზეუმ-ნაკრძალის ქონება
მუზეუმ-ნაკრძალს საქართველოს ეკონომიკური გან-ვითარების სამინისტროს მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მუზეუმ-ნაკრძალის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. მუზეუმ-ნაკრძალის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუზეუმ-ნაკრძალის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.