„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.241
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №783
2007 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში (სსმ III, 21.07.2006. №96, მუხ. 1288) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დაცვის სამსახური.“.
ბ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაცვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირთა დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ესკორტით) უზრუნველყოფა;
გ) დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესწავლა;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში (დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით), დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
ე) აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, (დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით), დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა ბადრაგირება, აგრეთვე დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა;
ვ) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულის შესახებ განცხადება-შეტყობინების მიღება და რეგისტრაცია;
ზ) სამხედრო პოლიციაზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპ ე რატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 14.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №783. სარეგისტრაციო კოდი — 120.010.000.22.026.011.241.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №783, 14.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.241 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74866/