საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2004
ძალის დაკარგვა 30.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №351/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.006.943
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 29/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,399 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2004 მიღება
30.11.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:.4in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.006.943 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №351/ნ 2004 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ჭიპაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილების საფუძველზე. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. დეპარტამენტს აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი დასახელებით. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 28.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სახელმწიფო თუ ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება, მათი აღსრულების ორგანიზაცია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის სისტემატური კონტროლი; ბ) ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციის და კადრების მომზადება-გადამზადების სახელმწიფო მიზნობრივი, აგრეთვე ომის ვეტერანთა კონტინგენტთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების შედგენა-განხორციელება, სოციალური დაცვის პროგნოზების განსაზღვრა; გ) ვეტერანთა სოციალური გარანტიების დაცვის მიზნით, სახელმწიფო სოციალური და კერძო, ნებაყოფლობითი, ასევე სავალდებულო დაზღვევის განვითარების, სადაზღვევო კომპანიების ქსელის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; დ) ვეტერანთა დასაქმების და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ე) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა; ვ) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის განმტკიცება და გაფორმება; ზ) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, საბრძოლო და დიდების ძეგლების, მემორიალური კომპლექსების პასპორტიზაცია და მოვლა-პატრონობა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა) საფლავების მოძიება და აღრიცხვა; თ) ომის ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცება და მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება; ი) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზების დროულად გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება; კ) დეპარტამენტის ფუნქციების რეალიზაციისათვის საჭირო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ლ) ვეტერანთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიების დაცვის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადება და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავება; მ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს ქონა; ნ) ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და ვეტერანული მოძრაობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წარმოადგენს დეპარტამენტს და ანიჭებს წარმომადგენლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოხელეებისა; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს, ქმნის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში განაგებს დეპარტამენტის ქონებასა და სახსრებს; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.    3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებითა და დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის მითითებებსა და განკარგულებებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დეპარტამენტის უფროსის აპარატი; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველო; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო; დ) იურიდიული და საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველო; ე) სააღრიცხვო-საინფორმაციო სამმართველო. 2. დეპარტამენტის აპარატი ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების საინფორმაციო, ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. 3. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ვეტერანთა და მათი ოჯახების უფლებებისა და შეღავათების განსახორციელებლად სამედიცინო უზრუნველყოფაში, სარიტუალო მომსახურებაში, განათლებისა და პროფესიული რეაბილიტაციის და საპენსიო უზრუნველყოფაში სფეროში პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია. 4. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) დეპარტამენტის საბიუჯეტო ანგარიშებიდან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, საბუღალტრო ბალანსების შედგენა და მათი მიღება დაქვემდებარებული სამსახურებიდან; ბ) სარეკომენდაციო წინადადებებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი შესრულების სრულყოფისათვის; გ) ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი ხარჯვისადმი კონტროლის განხორციელება; დ) ბიუჯეტის (ნაზარდი ჯამით) ყოველკვარტალური შემოსავლების ფორმირების, მათი ხარჯვის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე სათანადო წინადადებების შემუშავება; ე) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებულ დავალებებზე შესაბამისი რეაგირება. 5. იურიდიული და საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესრულების ანალიზი; ბ) სასამართლო ორგანოებთან და აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებზე მეთოდური და სამართლებრივი დახმარების გაწევა; დ) ვეტერანებისათვის განმარტების მიცემა და კონსულტაციების გაწევა ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის დეპარტამენტის კომპეტენციაში; ე) განცხადებების, საჩივრების და წინადადებების განხილვა. 6. სააღრიცხვო-საინფორმაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების წევრების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, შეღავთების განსახორციელებლად დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის დამზადება-გაცემის უზრუნველყოფა, საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობის ორგანიზება და განხორციელება. 7. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ქ. თბილისის სამმართველო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; ე) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; ვ) ქვემო ქართლის სამმართველო; ზ) შიდა ქართლის სამმართველო; თ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; ი) გურია-იმერეთის სამმართველო; კ) კახეთის სამმართველო; ლ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო. 8. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამსახურს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. 9. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 5🔗. ეკონომიკური ურთიერთობანი დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.