,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის № 439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1767
სარეგისტრაციო კოდი
360.010.010.22.023.011.254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 180, 20/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.011.254

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1767

2007 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის №439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის № 439 ბრძანებით (სსმ III, 13.06.2006 წ., №79, მუხ. 1031) დამტკიცებულ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (მისამართი – დაბა მანგლისი);“.

2. დებულების მე-2 მუხლის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია (მისამართი – ბაღდათი, ვარციხე);

ე) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (მისამართი – დაბა ყაზბეგი);“.

3. დებულების მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (მისამართი – ქობულეთი, ლესელიძის 4);“.

4. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ადმინისტრაციის მართვის სფერო

ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მართავს, შესაბამისად, ეროვნულ პარკს, აღკვეთილსა ან/და სახელმწიფო ნაკრძალს ან/და დაცულ ლანდშაფტს.“.

5. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ადმინისტრაციის ფუნქციები

,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული პარკის, აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის ან/და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე ადმინისტრაციის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე დაშვებული და დეპარტამენტთან შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ზედამხედველობა მათ შესრულებაზე;

ბ) დეპარტამენტთან შეთანხმებით ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა;

გ) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებულ საქმიანობათა მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;

დ) ადმინისტრაციის საქმიანობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება. აღნიშნული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა და მიღებული შედეგების შესაფასებლად დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

ე) კვარტალში ერთხელ ან დეპარტამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში. წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები რეკომენდაციებისა და წინადადებების სახით და შესაბამის უწყებებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვაში;

ზ) ადმინისტრაციის მმართველობის სფეროში შემავალი ეროვნული პარკის, აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის ან/და დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

თ) პრევენციულ ღონისძიებათა გატარების მიზნით, მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების და აღდგენითი სამუშაოების გასატარებლად ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების წინასწარი განსაზღვრა;

ი) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

კ) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე საკადასტრო სამუშაოების წარმოება;

ლ) ადმინისტრაციის ტერიტორიის დაცვის რეჟიმის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა;

ნ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;

ო) დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების დაცვა-აღდგენისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

პ) ეროვნული პარკის, აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის ან/და დაცულ ი ლანდშაფტის არსებული ეკოსისტემის დაცვისა და აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მისი წარდგენა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და შეთანხმებული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა;

ჟ) ეროვნული პარკის, აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის ან/და დაცული ლანდშაფტის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;

რ) საფრთხის წინაშე მყოფ მცენართა და ცხოველთა სახეობების აღდგენისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ს) საქართველდოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისათვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;

ტ) განახორციელოს გამაფრთხილებელი და სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;

უ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციისა და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

6. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული პარკის, აღკვეთილის ან/და სახელმწიფო ნაკრძალის ან/და დაცული ლანდშაფტის საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვიზიტორებისათვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), თუ ეს ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე