“საქართველოს საზღვრებსა გარეთ ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების შესახებ"
მიღების თარიღი 17.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №36/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.248
გამოქვეყნების წყარო სსმ, 179, 18/12/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2007 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს საზღვრებსა გარეთ ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.NormalWebChar {mso-style-name:"Normal \(Web\) Char";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:21.25pt 63.75pt 28.35pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.248
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №36/2007
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საზღვრებს გარეთ � ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების შესახებ
საქართველოს საზღვრებს გარეთ � ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის; 1296�მუხლის მე-6 პუნქტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის (საქმე №3/3398-07) გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი�სია ადგენს:
��� მუხლი 1🔗
1. 2008 წლის 5 იანვარს ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში გაიმართოს საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრა.
2. ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვი�დობო ბატალიონებში, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის კენჭისყრის ჩატარების უზრუნველყოფისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შესრულების მიზნით შეიქმნას სპეციალური ჯგუფები 7-7 წევრის შემადგენლობით, რომლის 3 წევრს ირჩევს ცესკო, 4 წევრს კი ნიშნავენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატები. ცესკო საარჩევნო უბნების შექმნიდან ერთი დღის ვადაში განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპეცჯგუფის სამ წევრს. ამავე ვადაში შესაბამისმა პარტიებმა ცესკოში უნდა წარმოადგინონ სპეცჯგუფის წევრთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები. თუ საარჩევნო უბნების შექმნიდან ერთი დღის ვადაში უფლებამოსილი პარტიების მიერ არ იქნა ცესკოში წარმოდგენილი პარტიის გადაწყვეტილება სპეცჯგუფის წევრის დანიშვნის შესახებ, წევრის ვაკანსიის შევსების უფლება მომდევნო ერთ დღეში აქვს ცესკოს, რომელიც აირჩევს სპეცჯგუფის წევრს იმავე წესით. ცესკოს განკარგულებას/პარტიის გადაწყვეტილებას სპეცჯ-გუფის წევრთა არჩევის/დანიშვნის შესახებ თან უნდა დაერთოს ამ პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი. სპეცჯგუფის შექმნიდან ერთი დღის ვადაში, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, მოიწვევა სპეცჯგუფის პირველი სხდომა, ამ სპეცჯგუფის ხელმძღვანელი პირების არჩევის მიზნით. სპეცჯგუფი ხელმძღვანელ პირებს ირჩევს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის დღეს სპეციალური ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ჯგუფის თავმჯდომარე წილისყრით.
3. ამ დადგენილების მიღებისთანავე ცესკომ დაუყოვნებლივ გამოითხოვოს სამშვიდობო ბატალიონებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყველა მონაცემები და თავდაცვის სამინისტრომ არა უგვიანეს 2007 წლის 23 დეკემბრისა ცესკოს გადმოსცეს ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეთა ყველა ის მონაცემი, რომელთა საფუძველზე, ცესკო არა უგვიანეს 2007 წლის 25 დეკემბრისა, ადგენს სპეციალურ სიებს.
4. ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში საარჩევნო უბნებს განკარგულებით ქმნის ცესკო არა უგვიანეს 2007 წლის 26 დეკემბრისა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას 2000-ზე მეტ ამომრჩეველზე გათვლილი საარჩევნო უბანი. სპეციალურ სიაში 2000-ზე მეტი ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბანში შეიძლება დაიდგას განსხვავებული ზომის ერთი საარჩევნო ყუთი. აღნიშნულ უბნებში ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირების პროცედურა.
5. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის დღის 8 საათიდან 20 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველმა შეიძლება ხმა მისცეს 20 საათის შემდეგაც საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით). სპეციალური ჯგუფი უფლებამოსილია კენჭისყრა დამთავრებულად გამოაცხადოს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.
6. ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის (პასპორტის არქონის შემთხვევაში � სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის) საფუძველზე.
7. კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია და საარჩევნო ყუთი ილუქება კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგზავნება ცესკოში, რომელიც განახორციელებს საარჩევნო ყუთის გახსნასა და ხმის დათვლის პროცედურებს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგების შეჯამებასთან ერთად.
��� მუხლი 2🔗
ერაყსა და კოსოვოში კენჭისყრის მასამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და საქმიანობა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოსთვის, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
��� მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოში (მი�სამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე �� �ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი� გ. მჭედლიძე