„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 30.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №158
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.799
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 10/08/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №158
2007 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთვარობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქამიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული პროფესიული სააგენტო.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს თანდართული წესდება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეროვნული პროფესიული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე „პროფესიული განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში, ლოგო, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) პროფესიული განათლების სფეროს განვითარებისა და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საკითხებზე საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
2. თავისი მიზნების მისაღწევად სააგენტო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ სტანდარტებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში არსებული ყველა პროფესიისა და კვალიფიკაციისათვის, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა პროფესიული განათლების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, სადაც პროფესიული განათლება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) განსაზღვრავს სახელობო განათლების ატესტაციის ჩატარებისათვის უფლებამოსილი საატესტაციო ორგანოს დადგენის წესს და ახორციელებს სახელობო განათლების ატესტაციის ჩატარებაზე უფლებამოსილ საატესტაციო ორგანოთა აღიარებას;
დ) აწარმოებს პროფესიათა საინფორმაციო ბანკს;
ე) იკვლევს შრომის ბაზარს;
ვ) შეიმუშავებს არაფორმალური განათლების ატესტაციის წესსა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ზ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს იმ რეგულირებადი პროფესიების ნუსხას, რომლებსაც შეესაბამება სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, აგრეთვე ამ რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისათვის/განახლებისათვის აუცილებელ პირობებსა და წესს. საქართველოს მთავრობაში აღნიშნული დოკუმენტების სხვა პირების მიერ ინიციირების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას ამ დოკუმენტებზე აძლევს დასკვნას;
თ) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა
სააგენტოს მართავენ სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს პროფესიული საბჭო (შემდგომში – პროფესიული საბჭო).
მუხლი 4🔗. სააგენტოს თავმჯდომარე
1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით.
2. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
1. მესამე პირებთან ურთიერთობაში სააგენტოს წარმოადგენს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. სააგენტოს თავმჯდომარე პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის.
3. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
დ) განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურას;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, სააგენტოს საქმიანობის სრულყოფის შესახებ;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
კ) სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;
ლ) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან;
მ) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს პროფესიული საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით;
ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6🔗. პროფესიული საბჭოს ფუნქციები
პროფესიული საბჭო:
ა) ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს;
ბ) ამტკიცებს სახელობო განათლების ატესტაციის ჩატარებისათვის უფლებამოსილ საატესტაციო ორგანოს დადგენის წესს;
გ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში არსებული ყველა პროფესიისა და კვალიფიკაციისათვის ამტკიცებს პროფესიულ სტანდარტებს;
დ) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან.
მუხლი 7🔗. პროფესიული საბჭოს დაკომპლექტების წესი
1. პროფესიული საბჭო შედგება 8 წევრისაგან.
2. პროფესიულ საბჭოში სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი არიან:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
დ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
3. კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან პროფესიულ საბჭოში აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილი:
ა) საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
ბ) დამსაქმებელთა კავშირები;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები (მათი გაერთიანებები/კავშირები).
4. პროფესიული საბჭოს წევრი კერძო სამართლის იურიდიული პირების კანდიდატების წარდგენის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეგისტრაციაში ატარებს კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენელ პროფესიული საბჭოს წევრობის მსურველებს. რეგისტრაცია ცხადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი პირებიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეარჩევს საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარსადგენ პროფესიული საბჭოს წევრობის კანდიდატებს და პროფესიული საბჭოს შემადგენლობას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროფესიული საბჭოს წევრობის კანდიდატთაგან შეარჩევენ პროფესიული საბჭოს თავმჯდომარის (შემდგომში – საბჭოს თავმჯდომარე) კანდიდატურას და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
7. პროფესიული საბჭოს წევრებისა და საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება კანდიდატურების წარმდგენ დაწესებულებებში მათი დასაქმების ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა.
8. პროფესიული საბჭოს წევრისა და საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა არის არაანაზღაურებადი.
მუხლი 8🔗. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
1. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) თავმჯდომარეობს პროფესიული საბჭოს სხდომებს და კოორდინაციას უწევს პროფესიული საბჭოს წევრების საქმიანობას;
ბ) იწვევს და მართავს პროფესიული საბჭოს სხდომებს საკუთარი, საბჭოს წევრის ან სააგენტოს თავმჯდომარის წერილობითი ინიციატივით;
გ) ადგენს პროფესიული საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და უზრუნველყოფს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას;
დ) ცალკეული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პროფესიული საბჭოს სხდომებზე საჭიროებისამებრ იწვევს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მოადგილე, რომელსაც სხდომაზე ირჩევს პროფესიული საბჭო თავის წევრთაგან.
მუხლი 9🔗. პროფესიული საბჭოს სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურა
1. პროფესიული საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი, საბჭოს წევრის ან სააგენტოს თავმჯდომარის წერილობითი ინიციატივით.
2. პროფესიული საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს პროფესიული საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. სააგენტოს თავმჯდომარე პროფესიული საბჭოს სხდომებში მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით.
4. პროფესიული საბჭოს სხდომაზე ფორმდება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
5. სხდომის მდივანს ირჩევენ პროფესიული საბჭოს წევრთაგან საბჭოს სხდომაზე.
6. პროფესიული საბჭო თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით ადგენს სხდომის ოქმებს და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – პროფესიული საბჭოს დადგენილებას.
მუხლი 10🔗. პროფესიული საბჭოს წევრისა და საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. პროფესიული საბჭოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება, თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან პროფესიული საბჭოს წევრის წარმდგენმა შესაბამისმა დაწესებულებამ გამოითხოვა პროფესიული საბჭოს წევრის კანდიდატურა.
2. საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება შეუწყდეს საბჭოს თავმჯდომარის სტატუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს თავმჯდომარედ ნიშნავს პროფესიული საბჭოს სხვა წევრს ამ წესდებით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე პროფესიული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, ამ წესდებით დადგენილი წესით, პროფესიული საბჭოს წევრის კანდიდატს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
4. პროფესიული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ იწვევს პროფესიული საბჭოს უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას.
მუხლი 11🔗. სააგენტოს ფინანსები და ანგარიშგება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან, მის მიერ მომსახურების გაწევიდან და შექმნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
3. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 12🔗. სააგენტოს ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 13🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოსაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. სააგენტომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
6. სააგენტოს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
მუხლი 14🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს შექმნის აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, სააგენტო აგრძელებს არსებობას.
3. სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომელთაც ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს სააგენტოს ხელმძღვანელი.
4. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
5. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 15🔗. სააგენტოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.