,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.278
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №404
2007 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში (სსმ III, 1999 წ., №72(79) მუხ. 1100) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს თანდართული საპყრობილის რეჟიმის დებულება – შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) (დანართი №1) და საპყრობილის დებულება (დანართი №2).“.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №72(79) მუხ. 1100) დამტკიცებულ ,,საპყრობილის რეჟიმის დებულებაში“ (დანართი №1) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დაიცვას ეს შინაგანაწესი, დაწესებულებაში დადგენილი დღის წესრიგი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;“;
,,დ) სუფთად და წესრიგში იქონიოს საცხოვრებელი და სხვა სადგომები, სამუშაო ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი, დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებ-სა და სათავსებში, ატაროს დაწესებული ფორმის ტანსაცმელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;
გ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) გაყიდოს ან გამორჩენის მიზნით სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული საგნები, ნაკეთობები, სხვა ნივთები ან ნივთიერებები;“;
დ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,ნ“, ,,ო“, ,,პ“,, ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“, ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები:
,,ნ) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
ო) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
პ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
ჟ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
რ) იხმაუროს, რაც დაარღვევს წესრიგს და ხელს შეუშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ს) უკანონო ფორმებით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულე-ბის გარეთ;
ტ) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე;
უ) ჩაიდინოს სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს ამ შინაგანაწესს ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ნორმებს.“;
ე) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. მსჯავრდებულის (პატიმრის) ტანსაცმელი და თეთრეული
1. საპყრობილის ადმინისტრაცია უფლებამოსილია მისცეს მსჯავრდებულს (პატიმარს) სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმე-ლი.
2. თუ მსჯავრდებულს (პატიმარს) არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ტანსაცმელი.
3. მსჯავრდებულს (პატიმარს) პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. თეთ-რეულის გამოცვლის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის მოთხოვნებს.“;
ვ) ამოღებულ იქნეს 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტები;
ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:
„მუხლი 301. მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
1. მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც დაედო დისციპლინური სასჯელი, ამ შინაგანაწესის უხეში დარ-ღვევა, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბ-რებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესს და პატიმრობის ვადას განსაზღვრავს ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისათვის მსჯავრდებულის მიერ შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაითვლება:
ა) ერთი წლის განმავლობაში შინაგანაწესის განმეორებითი დარღვევა, თუ მსჯავრდებულს წინა დარღვევისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული პატიმრობა ან დისციპლინური სასჯელის სახით დაკისრებული ჰქონდა კარცერში მოთავსება;
ბ) შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,პ“, ,,ჟ“, ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებით (სსმ III, 1999წ., №72(79), მუხ. 1100) დამტკიცებულ ,,საპყრობილის დებულების“ (დანართი №2) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,მ“ ქვეპუნქტი:
,,მ) გამოსცემს განკარგულებას მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება დირექტორმა შეიძლება გადასცეს დაწესებულების სხვა მოსამსახურეს.“.
4. ეს ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ე. ტყეშელაშვილი