,,მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და პატიმრის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 20.12.2007
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №407
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.011.281
გამოქვეყნების წყარო სსმ, 183, 25/12/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და პატიმრის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.010.000.22.027.011.281
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №407
2007 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და პატიმრის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტისა და 305 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი ამ ბრძანების №1 დანართის სახით.
2. დამტკიცდეს მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა ამ ბრძანების №2 დანართის სახით.
3. დამტკიცდეს პატიმრის მოძრაობის ბარათის ფორმა ამ ბრძანების №3 დანართის სახით.
4. ეს ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ე. ტყეშელაშვილი
დანართი №1
მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აწესრიგებს:
ა) მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესსა და პირობებს;
ბ) ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ მსჯავრდებულთა (შემდგომში – პატიმარი) განთავსების პირობებსა და ქცევის წესებს;
გ) პატიმრისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) უფლებებსა და ვალდებულებებს.
2. პატიმრის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).
3. იმ შემთხვევაში, თუ ეს წესი არ არეგულირებს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოიყენება „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 2🔗. პატიმრის განთავსებისა და პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები
1. პატიმარი უნდა შესახლდეს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდისათვის სპეციალურად გამოყოფილ სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკნის ტიპის სადგომში (შემდგომში – საკანი). სპეციალურ საკნებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) დაწესებულების დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) წარდგინებით.
2. პატიმრის საკანში შესახლებისას არ უნდა დაირღვეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული აქტებით დადგენილი ნორმები სხვადასხვა სქესისა და კატეგორიის მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების თაობაზე.
3. თუ დაწესებულებაში შეუძლებელია გამოიყოს სპეციალური საკნები, პატიმარი იგზავნება სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი განთავსება.
4. კონკრეტულ საკანს, სადაც უნდა შესახლდეს კონკრეტული პატიმარი, ბრძანებით განსაზღვრავს დირექტორი, ხოლო თუ დაწესებულებას არ გააჩნია საკანი, დირექტორი ვალდებულია ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შესაბამის დირექტორთან შეთანხმებით, გამოსცეს ბრძანება პატიმრის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში პატიმრის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანისას დაწესებულებას პატიმართან ერთად წარედგინება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ დირექტორის ბრძანება, პატიმრის მოძრაობის ბარათი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების პატიმრობის აღმსრულებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი ეგზემპლარი.
5. სხვა დაწესებულებიდან გადმოყვანილი პატიმრის შესახლებისათვის კონკრეტულ საკანს განსაზღვრავს იმ დაწესებულების დირექტორი, რომელშიც გადაიყვანეს პატიმარი.
6. იმ შემთხვევაში, თუ ეს წესი არ არეგულირებს პატიმრის კვების, ტანსაცმლის, პირადი და საკნის სანიტარიულ-ჰიგიენურ, ახლობლებთან ურთიერთობის, დისციპლინის, გადაყვანა/გადმოყვანის, ბადრაგირების, სამედიცინო და სხვა სოციალურ და სამართლებრივ საკითხებს, აწესრიგებს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და იმ დაწესებულების შინაგანაწესი, რომელშიც იყო განთავსებული პატიმარი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებამდე.
მუხლი 3🔗. პატიმრობის საქმის წარმოება
1. დაწესებულება ვალდებულია აწარმოოს პატიმრის ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის საქმე (შემდგომში – პატიმრის საქმე).
2. პატიმრის საქმის წარმოება იწყება პატიმრის სპეციალურ საკანში მოთავსების მომენტიდან.
3. საქმეში უნდა ჩაიკეროს:
ა) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების (პატიმრობის აღმსრულებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი) ეგზემპლარი;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ;
გ) დირექტორის ბრძანება პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დირექტორის ბრძანება პატიმრის კონკრეტულ საკანში შესახლების შესახებ;
ე) პატიმრის მოძრაობის ბარათი;
ვ) სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება პატიმარს და გამოცემულია ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის განმავლობაში.
4. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ საქმე დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
მუხლი 4🔗. დაწესებულების ადმინისტრაციის ვალდებულებები
დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) განუხრელად შეასრულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული მოვალეობები;
ბ) აწარმოოს პატიმრის საქმე;
გ) განახორციელოს მკაცრი კონტროლი პატიმრების მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე;
დ) უზრუნველყოს პატიმართა დადგენილი წესით იზოლაცია;
ე) შეადგინოს ოქმები დისციპლინური დარღვევების თაობაზე;
ვ) მიმართოს პატიმარს „თქვენობითი“ ფორმით;
ზ) უზრუნველყოს ამ წესითა და ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შესრულება.
მუხლი 5🔗. დაწესებულების ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი
ადმინისტრაციას უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს პატიმრისაგან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება და ამ წესის დაცვა;
ბ) დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ზემოქმედებისა და იძულების ღონისძიებები;
გ) გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.
მუხლი 6🔗. პატიმრის უფლებები
პატიმარს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ისარგებლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მაღაზიით;
ბ) იქონიოს მიმოწერა ან/და სატელეფონო საუბარი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ისარგებლოს დაწესებულების ბიბლიოთეკით;
დ) მიიღოს/გააგზავნოს ამანათები, გზავნილები და ბანდეროლები კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დადგენილი შემთხვევებისა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჰქონდეს პაემანი 30 დღეში ერთხელ;
ვ) ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით;
ზ) საკუთარ ხარჯზე გამოიწეროს ჟურნალ-გაზეთები.
მუხლი 7🔗. პატიმრის ვალდებულებები
1. პატიმარი ვალდებულია:
ა) დაიცვას შესაბამისი დაწესებულების შინაგანაწესი;
ბ) შეასრულოს დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;
გ) დაიცვას საკნისა და პირადი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები;
დ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები;
ე) გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას;
ვ) დაასუფთაოს საკანი რიგითობის დაცვით;
ზ) არ განახორციელოს დაწესებულების მოსამსახურეთა და სხვა პირთა ღირესების დამამცირებელი მოქმედებები;
თ) არ გაუწიოს წინააღმდეგობა დაწესებულების მოსამსახურეებსა და სხვა პირებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას;
ი) არ ჩაიდინოს განზრახი ქმედებები, რომელიც ემუქრება მისი ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
კ) ზრდილობიანად მოეპყროს დაწესებულების მოსამსახურეებსა და სხვა პირებს;
ლ) დაწესებულების მოსამსახურესა და მასთან გათანაბრებულ პირს მიმართოს „თქვენობითი“ ფორმით;
მ) შეასრულოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
2. პატიმარს ეკრძალება:
ა) იქონიოს, მიიღოს, შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია იმ დაწესებულებისათვის, სადაც ის არის მოთავსებული;
ბ) ესაუბროს ან გადასცეს რაიმე საგნები საკნის გარეთ მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს და მსჯავრდებულს, დაუკავშირდეს მათ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო საშუალებით;
გ) საკნის კედლებიდან ჩამოხსნას პატიმართა ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე ადმინისტრაციის მიერ განთავსებული სხვა ინფორმაცია;
დ) დააბინძუროს ან დააზიანოს საკნის დაწესებულების ქონება;
ე) იხმაუროს ან სხვაგვარად დაარღვიოს სიმყუდროვე;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედებები.
მუხლი 8🔗. პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფა
პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობებს უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. პატიმარს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი.
მუხლი 9🔗. პატიმართა სამედიცინო უზრუნველყოფა
1. პატიმარი სამედიცინო დახმარებისათვის მიმართავს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზომები მისთვის დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად.
2. პატიმარს ამბულატორიული დახმარება გაეწევა საკანში ან/და დაწესებულების სამედიცინო ნაწილში.
3. დაუშვებელია მედიკამენტების გაცემა/გადაცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.
4. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სპეციალური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, რომლის განხორციელებაც დაწესებულებაში შეუძლებელია, პატიმარი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.
მუხლი 10🔗. პატიმართა ყოველდღიური გასეირნება
1. პატიმრის გასეირნება ხდება ყოველდღიურად, არანაკლებ ერთი საათისა. 14 წელს ზემოთ არასრულწლოვანი პატიმრებისა და ქალების გასეირნება ხდება დღეში არანაკლებ 2 საათისა.
2. გასეირნების ვადამდე შეწყვეტისათვის პატიმარი შესაბამისი თხოვნით მიმართავს დაწესებულების გასეირნებისათვის პასუხისმგებელ მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულზე ადგენს ოქმს. გასეირნების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ოქმს ხელს აწერს შემდგენი მოსამსახურე და შესაბამისი პატიმარი.
მუხლი 11🔗. პატიმრების მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებანი
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ წესითა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა იწვევს შემდეგი სახის პასუხისმგებლობას:
ა) საყვედურს;
ბ) კარცერში (სამარტოო სადგომში) გადაყვანას ვადით ათ დღემდე.
2. პატიმრის მიმართ დისციპლინური სასჯელი არ აღსრულდება, თუ იგი არ აღსრულდა ერთი თვის განმავლობაში მისი დადების დღიდან.
მუხლი 12🔗. პატიმრის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. პატიმრის განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას დეპარტამენტის თავმჯდო-მარის თანხმობით შეუძლია ნება დართოს მას, ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა „პატიმრობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.
2. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის პატიმრის ადგილამდე მგზავრობის დროც.
მუხლი 13🔗. პატიმრობის ვადა და პატიმრის გათავისუფლება
1. პატიმრობის ვადა განისაზღვრება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2. პატიმრობის ვადაში ითვლება პატიმრის სასამართლოში წარსადგენად და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული, აგრეთვე ამ წესის მე-12 მუხლით განსახორციელებლად გამოყენებული დრო.
3. პატიმართა გათავისუფლება ხდება პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ.
4. გათავისუფლებული პატიმარი ბრუნდება იმ დაწესებულებაში, სადაც იხდიდა სასჯელს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებამდე.
5. თუ პატიმარი ადმინისტრაციული პატიმრობის მოსახდელად გადაყვანილი იყო სხვა დაწესებულებაში და პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელია მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში, მას დროებით ათავსებენ იმავე სარეჟიმო პირობებში, რასაც ითვალისწინებს იმ დაწესებულების შინაგანაწესი, რომელშიც უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა.
6. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის ვადა არ ითვლება სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
მუხლი 14🔗. პატიმრის გაყვანა პირველი ინსტანციის სასამართლოში და შემდგომი მოძრაობა
1. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 301 მუხლის მე-16 პუნქტის შესასრულებლად, პატიმრის გაყვანა პირველი ინსტანციის სასამართლოში და შემდგომი მოძრაობა ფიქსირდება სპეციალური ფორმის ბარათზე (პატიმრის მოძრაობის ბარათი), (დანართი №3).
2. პატიმრის მოძრაობის ბარათის პუნქტებს ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების შესაბამისი თანამდებობის პირი. მე-4 და მე-5 პუნქტის გრაფის შევსებას ესწრება სასჯელაღსრულების სისტემის ის მოსამსახურე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს პატიმრის სასამართლოსათვის წარდგენაში და უკან დაბრუნებაში, რასაც ადასტურებს ხელმოწერით (ბარათის მე-4 პუნქტის მიმღების გრაფა და მე-5 პუნქტის).
დანართი №2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (დაწესებულების დასახელება)
დაწესებულების დირექტორის
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
200–– „–––“ „–––––––––––––––“––––––––––––სთ. № –––––––– (გამოცემის ადგილი)
(შედგენის დრო)
მსჯავრდებულისათვის
ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 301 მუხლის შესაბამისად,
1. წარდგენილ იქნეს სასამართლოს წინაშე ადმინისტრაციული პატიმრობის შესაფარდებლად მსჯავრდებული
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სრული მონაცემები წარმოდგენილია განკარგულების დანართი №1-ის სახით)
რომელმაც–––––––––––წლის––––––––––––––––––––––––––––––(საათი, წუთი) –––––
დარღვევის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩაიდინა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 301 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, კერძოდ (მოინიშნოს):
––––– დაწესებულების შინაგანაწესის უხეში დარღვევა
––––– მოხელის (ან მას. გათანაბრ. პირის) კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა,
რაც გამოიხატა შემდეგში:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––(დამატებით განკარგულების დანართ №2-ში––––(მოინიშნოს))
2. დაზარალებული––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
3. დარღვევის მოწმე–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
4. დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
ა)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ;
ბ)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ;
გ)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ;
დ)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ;
ე) სხვა მტკიცებულებები განკარგულების დანართი №2-ის მიხედვით.
5. მსჯავრდებულს განემარტება, რომ უფლება აქვს გაეცნოს წინამდებარე განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, გაასაჩივროს ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ განკარგულება, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით.
6. გავეცანი განკარგულების მე-5 პუნქტს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით
მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––/––––––––––––––––––––––––––––/
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
7. მსურს მოვიწვიო თარჯიმანი –––––––, დამცველი –––––––, –––––––––––––––
(დიახ/არა) (დიახ/არა) (ხელმოწერა)
8. ამ განკარგულების ხელმოწერიდან 24 საათის განმავლობაში მიემართოს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––სასამართლოს
მსჯავრდებულისათვის სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
9. ამ განკარგულებას თან ერთვის:
დანართი №1, დანართი №2,––––––––, დამრღვევის, დაზარალებულის, მოწმის,. (დიახ/არა)
ახსნა-განმარტება ან შენიშვნები ––––––– (რამდენი გვერდი ან არა)
10. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
11. ეს განკარგულება შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომლის:
ა) ერთი ეგზემპლარი გამოცემისთანავე გადაეცემა დამრღვევს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით;
ბ) მეორე ეგზემპლარი განკუთვნილია სასამართლოში წარსადგენად;
გ) მესამე ეგზემპლარი განკუთვნილია პატიმრობის აღმსრულებელი დაწესებულებისათვის.
დაწესებულების დირექტორი (დირექტორის სახელი და გვარი)
№ განკარგულების დანართი №1
1. დამრღვევის:
ა) ფოტოსურათი
ბ) სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––
გ) მამის სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––
დ) გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––
2. სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამრღვევის შესახებ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
№ განკარგულების დანართი №2
დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის შესახებ:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. სხვა ინფორმაცია:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაწესებულების დირექტორი (დირექტორის სახელი და გვარი)
დანართი №3
პატიმრის მოძრაობის
ბ ა რ ა თ ი
№ –––––––––––––––––––
1. განკარგულების ნომერი და გამოცემის თარიღი
–––––––––––––––––––––––––––––––
N –––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––(თარიღი)
2. სასამართლო
შეტყობინება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
N ––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––(თარიღი)
3. პატიმრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი–––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. პირველი ინსტანციის სასამართლოში გაყვანა
––––––––––––––––––––––––––(თარიღი)
–––––––––––––––––––––––––––– (დრო)
პასუხისმგებელი პირები
გადავეცი/––––––––––––––––––––––––––––––––––––––/––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მივიღე/–––––––––––––––––––––––––––––––––––––––/––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
5. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა და პატიმრის დაბრუნება დაწესებულებაში
––––––––––––––––––––––––––(თარიღი)
–––––––––––––––––––––––––––– (დრო)
პასუხისმგებელი პირი
გადავეცი/––––––––––––––––––––––––––––––––––––––/––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მივიღე/––––––––––––––––––––––––––––––––––––––/––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
6. გადაწყვეტილების აღსრულების დაწყება
––––––––––––––––––––––––––(თარიღი)
პასუხისმგებელი პირი
/––––––––––––––––––––––––––––––––––––––/––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
7. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდგომ საკნიდან გამოყვანა
––––––––––––––––––––––––––(თარიღი)
–––––––––––––––––––––––––––– (დრო)
პასუხისმგებელი პირი
/––––––––––––––––––––––––––––––––––––––/––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)