„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№809
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.011.292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 185, 27/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.292

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №809

2007 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში (სსმ III, 29.01.2007წ., №11, მუხ. 116) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.“.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს თავდაცვის მინისტრის დავალებები და მითითებები, ცნობები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები.

7. გენერალური ინსპექცია ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებას იწყებს თავდაცვის მინისტრისა ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

8. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შესახებ ინფორმაცია აისახება გენერალური ინსპექციის სპეციალურ რეესტრში.“.

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.“.

ე) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის ადგილზე გაცნობით) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით;

ბ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის უზრუნველსაყოფად, მოიწვიოს სამინისტროს ნებისმიერი საჯარო თუ სამხედრო მოსამსახურე, მიიღოს მისგან წერილობითი ან სიტყვიერი განმარტება და მათ კომპეტენციას განკუთვნებულ სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ამასთან, სამინისტროს საჯარო და ასევე სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გენერალური ინსპექციის თანამშრომელს აღმოუჩინოს დახმარება და უზრუნველყოს ფუნქციონალური მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება;

გ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპორტო დასკვნების შემუშავების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში მოიწვიოს საჯარო ასევე სამხედრო მოსამსახურე ან/და სხვა სპეციალისტი, აგრეთვე ითანამშრომლოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.“.

ვ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს ინფორმაცია გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომებზე, აგრეთვე წინადადებები მათი აღმოფხვრის თაობაზე. ასევე, ცალკეულ დანაყოფთა მეთაურებს გადაუგზავნოს მასალები დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით;

ზ) ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

თ) შემოწმების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის შესახებ.“.

ზ) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით.

4) სამსახურებრივი შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ოთხ თვემდე.“.

თ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;

გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველო.“;

კ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება.“;

ლ) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესრულება;

ბ) ცალკეულ შემთხვევებში თავდაცვის სამინისტროს საჯარო, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობის შესწავლა, მათი დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) საზღვარგარეთ სასწავლებლად წამსვლელ პირთა შერჩევის პროცესზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის კადრირებულ ბრიგადებში რეზერვისტთა მომზადების მდგომარეობის კონტროლი;

ე) სხვადასხვა სახის დარღვევებზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წერილებსა და განცხადებებზე, აგრეთვე ცხელი ხაზით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.

4. ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გენერალური ინსპექციის საქმისწარმოების განხორციელება, შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავება, საარქივო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვა და გარკვეული ვადით მათი შენახვის უზრუნველყოფა;

ბ) სამართლებრივი შეფასების მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილ მასალებზე სათანადო დასკვნების შემუშავება;

გ) გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

დ) გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

ე) გენერალურ ინსპექციაში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის საკითხების კონტროლი;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულების კონტროლი;

ზ) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.“.

მ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იღებს გადაწყვეტილებებს არაგეგმური, თემატური ან/და მიზნობრივი შემოწმების ჩატარების შესახებ, განსაზღვრავს მათ ვადებს.“.

ნ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სარგებლობენ სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, სადაც მითითებულია პირის მიერ დაკავებული თანამდებობის სრული სახელწოდება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მიზნით, ინსპექციის თანამშრომლებს შესამოწმებელ ობიექტებზე აქვთ დაუბრკოლებლად შესვლის უფლება.“.

ო) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აკონტროლებს შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და ამის თაობაზე მოახსენებს უფროსს.“.

პ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ჟ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შუამდგომლობს უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების გატარების შესახებ.“.

რ) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ატარებს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებში ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს.“.

ს) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ.

ზ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფილებაზე.“.

    მუხლი 2.

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

    მუხლი 3.

 ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

დ. კეზერაშვილი