საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1633
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.298
გამოქვეყნების წყარო სსმ, 186, 28/12/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.298
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1633
2007 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 28 ნოემბრიდან.
ი. მერაბიშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
პლანშეტი 1
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა
დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 2
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი: თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 3
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ფერის კეპი: დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი: თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 4
ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე ქურთუკი: შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი): დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი: შავი ჰალსტუხი: თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 5
ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე დათბუნებული ქურთუკი: შავი წინაფრიანი ქუდი(ან შავი კეპი): დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი: შავი ჰალსტუხი: თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 6
ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი გრძელი დათბუნებული ქურთუკი: შავი ფერის დათბუნებული კეპი: თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 7
ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი: მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 8
სააღლუმო გამოსასვლელი – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ერთბორტიანი ფრენჩი: შავი წინაფრიანი ქუდი: დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი: შავი ჰალსტუხი თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი:
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 9
1. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – შავი ფერის საველე ქურთუკი: შავი ფერის საველე შარვალი: შავი ფერის მაისური: შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი:
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – კომუფლირებული საველე ქურთუკი: კომუფლირებული მაისური: შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი: წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 10
ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი: დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი: შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა
ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი: დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი: მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი: შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ქალის ყოველდღიური ზამთრის ფორმა
ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი: შავი ფერის ქურთუკი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი: მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი: შავი ფეხსაცმელი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 11
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დროშა არის ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე მდებარე კომპოზიცია, რომელიც წარმოადგენს ორ გადაჯვარედინებულ ოქროს აფთზე გამოსახულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ლომი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბი. ფარს აგვირგვინებს ,,ივერიული“
გვირგვინი – საქართველოს სახელმწიფო გერბის დეტალი. ფარის ქვედა ნაწილში ვერცხლის სადევიზო ბაფთაზე გამოსახულია წარწერა: ,,დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“
.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა.
3. დაცვის პოლიციის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს პროპორციით 2/3, რომლის ზედა მარჯვენა კვადრატულ კანტონში, ზომით დროშის სიმაღლის ნახევარი, თეთრ ველზე გამოსახულია მეწამული (წითელი) ,,ბოლნურ
-კაცხური” ჯვარი – საქართველოს სახელმწიფო დროშის დეტალი. ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ემბლემა.
პლანშეტი 12
1. ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი-ვერცხლისფერი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ფარზე ამოტვიფრულია ლაჟვარდისფერ ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია შავი მინანქრით წარწერა ,, დაცვის პოლიცია“
და ინგლისურ ენაზე ,,POLICE”.
2. სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში მრგვალი მედალიონი, რომლის ოქროს ველზე გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს ,,ივერიული“
გვირგვინი. მედალიონის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველზე არის ოქროსფერი წარწერა ,,დაცვის პოლიცია“
და ინგლისურ ენაზე ,,POLICE“
.
3. სამკლაური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. შავ ველზე, რომელსაც გარს არტყამს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ლომი. კომპოზიციის ზედა მხარეს არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ,,საქართველო“, ქვედა ნაწილში კი ოქროსფერ (ყვითელ) სადევიზე ბაფთაზე – ,,დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“.
პლანშეტი 13
1. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი.
2. პოლიციის გენერალ-მაიორი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი.
3. პოლიციის პოლკოვნიკი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე).
4. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე).
5. პოლიციის მაიორი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი დიდი ვარსკვლავი.
6. პოლიციის კაპიტანი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე).
7. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე).
8. პოლიციის ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე).
9. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე).
10. პოლიციის ზემდეგი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ფართო ზოლი.
11. პოლიციის უფროსი სერჟ
ანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე).
12. პოლიციის სერჟ
ანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე).
13. პოლიციის უმცროსი სერჟ
ანტი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე).
14. პოლიციის რიგითი
სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი).
პლანშეტი 14
1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დათბუნებული ქურთუკის კონტურული ნახაზი. წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“
; ,, SECURITY POLICE“
;
2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დათბუნებული სვიტერის კონტურული ნახაზი; წარწერა: ,,პოლიცია“
;
3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – გრძელი დათბუნებული ქურთუკის კონტურული ნახაზი. წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“
; ,, SECURITY POLICE”.
პლანშეტი 15
1. დაცვის პოლიციის ავტომანქანების ემბლემა.
დაცვის პოლიციის ავტომანქანების ექსტერიერის ფერითი დიზაინი.