,,საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითადი მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 28.12.2007
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №160
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.011.306
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 09/01/2008
matsne.gov.ge 1,443 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითადი მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:Обычный1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.muxli, li.muxli, div.muxli {mso-style-name:"muxli \#\."; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.punqtia, li.punqtia, div.punqtia {mso-style-name:"punqti a\)"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; letter-spacing:1.2pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.011.306 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება №160 2007 წლის 28 დეკემბერი  ქ. თბილისი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითადი მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საჰაერო კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის 15​17 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითადი მოთხოვნების შესახებ დებულება.“  მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.  ი. თაქთაქიშვილი დებულება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითადი მოთხოვნების შესახებ     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი 1. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითადი მოთხოვნების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება), შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის 66-ე მუხლის და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 15​17 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე. 2. დებულების მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების სატრანსპორტო საბუთების გამოყენების სამართლებლივი მოწესრიგება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. 3. დებულება ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებელ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითად მოთხოვნებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აღიარება – ქმედება, რომლის მიხედვითაც საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი, IATA-ს, IATA-ს შესაბამისი ორგანოს ან მის მიერ აღიარებული ორგანიზაციის სახელით დამზადებულ სატრანსპორტო საბუთს საკუთარის თანაბარღირებულად აღიარებს. აღნიშნული ქმედება, როგორც წესი, ხორციელდება სამგზავრო ბილეთის/სამგზავრო ავიაბილეთის კუპონებზე ან სატვირთო ზედნადების დედან-ფურცლებზე გადამყვან-გადამზიდველის საფირმო სახელწოდების და/ან IATA-ს მიერ მისთვის მინიჭებული კოდის მითითებით;  ბ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთები – გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტ(ებ)ი (სამგზავრო ბილეთი, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადები), რომელიც არსებული წესის შესაბამისად შემუშავებულია ან აღიარებულია საჰაერო გადამყვან-გადამზიდველის მიერ და გამოიყენება საჰაერო ხომალდის სამგზავრო და/ან სატვირთო ტევადობების სარეალიზაციოდ, მგზავრთა ინდივიდუალური და/ან ჯგუფური გადაყვანისათვის, აგრეთვე ბარგის, ტვირთის ან ფოსტის გადაზიდვისათვის; გ) სამგზავრო ბილეთი – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საჰაერო გადამყვან-გადამზიდველსა და მგზავრს შორის საჰაერო გადაყვანის ხელშეკრულების არსებობა და რომელიც წარმოადგენს გადაყვანის პირობების შესახებ მტკიცებულებას; დ) საბარგო ქვითარი – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საჰაერო გადამყვან-გადამზიდველსა და მგზავრს შორის ბარგის გადაზიდვაზე ხელშეკრულების არსებობა; ე) სატვირთო ზედნადები – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საჰაერო გადამყვან-გადამზიდველსა და ტვირთმფლობელს შორის ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობა და რომელიც წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის პირობების შესახებ მტკიცებულებას; ვ) სამგზავრო ელექტრონული ავიაბილეთი მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საჰაერო გადამყვან-გადამზიდველსა და მგზავრს შორის, სპეციალური კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, ქაღალდის (ფურცლებიანი) სამგზავრო ბილეთის გამოუწერლად; ზ) „ჩიკაგოს კონვენცია“ – “საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში (აშშ) 1944 წელს გაფორმებული საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც საქართველო მიუერთდა 1993 წელს; თ) ICAO – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; ი) IATA – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია. 2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.     მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება ნებისმიერ საჰაერო გადამყვან-გადამზიდველზე (შემდგომში – გადამყვან-გადამზიდველი), მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ რეგულარულ და/ან არარეგულარულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს საქართველოდან ან საქართველოში. 2. დასაშვებია, გადამყვან-გადამზიდველის მიერ IATA -ს, მისი შესაბამისი ორგანოს ან მის მიერ აღიარებული ორგანიზაციის სახელით დამზადებული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთის გამოყენება, თუ ეს სატრანსპორტო საბუთი აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს და აღიარებულია ამ საბუთის გამომყენებელი გადამყვან-გადამზიდველის მიერ. 3. დასაშვებია, გადამყვან-გადამზიდველის მიერ სამგზავრო ელექტრონული ბილეთის გამოყენება, თუ ეს სამგზავრო ელექტრონული ბილეთი აკმაყოფილებს ამ დებულების მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 4. დასაშვებია, სამგზავრო ბილეთისა და საბარგო ქვითრის ერთ საბუთად გაერთიანება. ამ შემთხვევაში საბუთს ეწოდება „სამგზავრო ბილეთი და საბარგო ქვითარი“ (შემდგომში – სამგზავრო ავიაბილეთი). 5. ელექტრონული ავიაბილეთის გამოყენებისას, გადამყვან-გადამზიდველსა და მგზავრს შორის ბარგის გადაზიდვაზე ხელშეკრულების არსებობა, დასტურდება საბარგო საიდენტიფიკაციო საჭდით. 6. საქართველოში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების რეგისტრაცია, დამზადება, გამოყენება, შენახვა და ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. საქართველოდან ან საქართველოში რეგულარული ან არარეგულარულ მრავალჯერადი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებისას, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საბუთების ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.     მუხლი 4🔗. სამგზავრო ავიაბილეთი 1. სამგზავრო ავიაბილეთი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მგზავრის გვარს და სახელს; ბ) სამგზავრო ავიაბილეთის გამცემი პირის სახელწოდებას; გ) იმ გადამყვან-გადამზიდველის(ების) სახელწოდებას, რომელიც ახორციელებს (ებენ) გადაყვანა-გადაზიდვას; დ) მგზავრობის საწყისი, შუალედური და დანიშნულების პუნქტების დასახელებას და რეისის(ების) ნომერს; ე) იმის აღნიშვნას, თუ რა ზომით ეხება მგზავრის გადაყვანას რომელიმე საერთაშორისო კონვენცია ან კანონი და ზღუდავს თუ არა ეს კონვენცია ან კანონი გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობას მგზავრის სიკვდილის ან დაშავების, ბარგის დაკარგვის, განადგურების ან დაზიანების და მგზავრის(ბარგის) დაგვიანების შემთხვევაში. 2. საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან-გადამზიდველის სამგზავრო ავიაბილეთის მონაცემები და გადაყვანა-გადაზიდვების პირობები სავალდებულოდ უნდა იყოს შესრულებული ქართულ და ICAO-ს ერთ-ერთ ენაზე. 3. სამგზავრო ავიაბილეთი უნდა შედგებოდეს: ა) გარეკანისაგან, სადაც აღინიშნება, რომ ეს საბუთი წარმოადგენს „სამგზავრო ბილეთს და საბარგო ქვითარს“ და იგი შემუშავებულია ან აღიარებულია კონკრეტული გადამყვან-გადამზიდველის მიერ; ბ) „საკონტროლო კუპონისაგან“, რომელსაც არსებობის შემთხვევაში სავალდებულოდ უნდა გააჩნდეს წარწერა “არ გამოიყენება მგზავრობისათვის“; გ) „აგენტის კუპონისაგან“, რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს წარწერა “არ გამოიყენება მგზავრობისათვის“; დ) „საფრენი კუპონ(ებ)ისაგან“, რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს წარწერა “გამოიყენება მგზავრობისათვის“; ე) „მგზავრის კუპონისაგან“, რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს წარწერა “არ გამოიყენება მგზავრობისათვის“. 4. დასაშვებია, სამგზავრო ავიაბილეთის დამზადება გარეკანის გარეშე. 5. სამგზავრო ავიაბილეთის, აგრეთვე კუპონების ფორმასა და ზომებს საზღვრავს უშუალოდ გადამყვან-გადამზიდველი და იგი შევსების ფორმის (ხელით, ავტომატიზებული) მიუხედავად უნდა იკითხებოდეს შეუიარაღებელი თვალით. 6. როგორც წესი, „აგენტის კუპონი“, „საკონტროლო კუპონი“ და „საფრენი კუპონი“ მზადდება კოპირებადი ფურცლებისაგან. 7. იმ შემთხვევაში, თუ საბარგო ქვითარი შემუშავებულია ცალკე საბუთის სახით, ის უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) იმ გადამყვან-გადამზიდველის(ების) სახელწოდებას რომელიც ახორციელებს(ებენ) გადაყვანა-გადაზიდვას; ბ) გადაზიდვის საწყისი, შუალედური და დანიშნულების პუნქტების დასახელებას და რეისის(ების) ნომერს; გ) ბარგის რაოდენობისა და წონის შესახებ; დ) იმის აღნიშვნას, თუ რა ზომით ეხება ბარგის გადაზიდვას რომელიმე საერთაშორისო კონვენცია ან შესაბამისი კანონი და ზღუდავს თუ არა ეს კონვენცია ან კანონი გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობას ბარგის დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან დაგვიანების შემთხვევაში. 8. საბარგო ქვითარი ივსება მინიმუმ ორ ეგზემპლარად, ერთი მგზავრისათვის, მეორე გადამყვან-გადამზიდველისათვის. 9. საბარგო ქვითრის, აგრეთვე მისი კუპონების ფორმასა და ზომებს საზღვრავს უშუალოდ გადამყვან-გადამზიდველი და ის შევსების ფორმის (ხელით, ავტომატიზებული) მიუხედავად უნდა იკითხებოდეს შეუიარაღებელი თვალით. 10. საბარგო საიდენტიფიკაციო საჭდის ფორმას, ზომებს და შინაარს საზღვრავს უშუალოდ გადამყვან-გადამზიდველი და მისი მონაცემები დამზადების ფორმის მიუხედავად უნდა იკითხებოდეს შეუიარაღებელი თვალით.     მუხლი 5🔗. სატვირთო ზედნადები 1. სატვირთო ზედნადები (შემდგომში – ავიასატვირთო ზედნადები) უნდა შეიცავდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674–ე მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს. 2. საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან-გადამზიდველის ავიასატვირთო ზედნადების ხელშეკრულების ტექსტი, აგრეთვე ტვირთის გადაზიდვის პირობები, რომელიც მიეწოდება ტვირთმფლობელს ავიასატვირთო ზედნადების საშუალებით, უნდა იყოს შესრულებული ქართულ და ICAO-ს ერთ-ერთ ენაზე. 3. ავიასატვირთო ზედნადები უნდა შედგებოდეს სავალდებულო სამი დედანი ფურცლისაგან, რომელთაგან პირველზე აღინიშნება წარწერა – „გადამყვან-გადამზიდველისათვის,“ მეორეზე – „ტვირთმიმ-ღებისათვის,“ მესამეზე –„ტვირთგამგზავნისათვის“. 4. როგორც წესი, ავიასატვირთო ზედნადების დედან-ფურცლები მზადდება კოპირებადი ფურცლებისაგან.     მუხლი 6🔗. სამგზავრო ელექტრონული ავიაბილეთი 1. სამგზავრო ელექტრონული ავიაბილეთი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მონაცემების და ელექტრონული ავიაბილეთის გამცემი პირის სახელწოდების შესახებ; ბ) გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობის შესახებ, მგზავრის სიკვდილის ან დაშავების, ბარგის დაკარგვის, განადგურების ან დაზიანების, აგრეთვე მგზავრის (ბარგის) დაგვიანების შემთხვევაში. 2. სამგზავრო ელექტრონული ავიაბილეთი უნდა უზრუნველყოფდეს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების შენახვას, მოთხოვნის შემთხვევაში ამ მონაცემების მგზავრისათვის და/ან შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, წერილობითი სახით მიწოდებას. 3. გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია: ა) გასცეს მგზავრზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წერილობითი სახით; ბ) შესთავაზოს მგზავრს ინფორმაციის გაცემა წერილობითი სახით გადაყვანის პირობების შესახებ და მისი თანხმობის შემთხვევაში გასცეს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მონაცემებს. 4. ელექტრონული ავიაბილეთის გამოყენებასთან დაკავშირებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს გადამყვან-გადამზიდველის სპეციალური კომპიუტერული სისტემის მონაცემთა ბაზაში.