საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე

მიღების თარიღი 31.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №53/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.316
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 03/01/2008
matsne.gov.ge 192 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.316 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №53/2007 2007 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევ­ნებისათვის №44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შესრულება დაევალოს სპეციალურ ჯგუფს, რომლის 7 წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური პარტიები, რომ­ლებსაც აქვთ საუბნო საარჩვენო კომისიის წევრების დანიშვნის უფლება, ხოლო 4 წევრს ირჩევს ცესკო განკარგულებით.  მუხლი 2🔗 №44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შემსრუ­ლებული სპეცჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადად განისაზღვროს ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომდევნო დღე.     მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მიღების მომენტისათვის პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოში წარმოდგენილი გადაწყვეტილებები №44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ ჩაითვალოს სპეციალური ჯგუფის წევრად დანიშვნის გადაწყვეტილებად.     მუხლი 4🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1​ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                           ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                                                     გ. მჭედლიძე