⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.01.2011)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 03.01.2008
ძალის დაკარგვა 28.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.026.011.324
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 09/01/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,387 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.01.2008 მიღება
28.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.026.011.324 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1 2008 წლის 3 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბერის №646 ბრძანება. 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი. 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დ. კეზერაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების წინაშე.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მონაწილეობა გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამუშაო დღის ორგანიზებაში; ბ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამსახურებრივი თათბირების მომზადება და მათი მუშაობის უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან გაერთიანებულ შტაბში შემოსული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების კოორდინაცია. მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებების მომზადება; დ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სპეციალური, განსაკუთრებული და საგანგებო დავალებების შესრულება; ე) შემოსული ინფორმაციის ანალიზი და გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ბრძანებების, დირექტივების, განკარგულებების, ანგარიშების, წერილებისა და მოხსენებების მომზადება;  ვ) გაერთიანებული შტაბის უფროსთან სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია; ზ) საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება; თ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მეშვეობით გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფა; ი) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კოორდინაცია, ღონიძიებათა შემუშავება და შესრულების მონიტორინგი; კ) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების მონიტორინგი, წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ლ) თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ კორპუსებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა დაშვების რეჟიმის ორგანიზება; მ) თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების საოფისე და სანივთე უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განხორციელება; ნ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების პირადი შემადგენლობისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა; ო) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 6🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების ან/და მათი წახალისების შესახებ; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომში – ქვედანაყოფი): ა) საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო; ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო; გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; დ) საკომენდანტო სამმართველო; ე) სამედიცინო პუნქტი; ვ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახური.     მუხლი 13🔗 სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია: ა) საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად ახორციელებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და აკონტროლებს ყოველგვარ საიდუმლო სამუშაოთა შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას გასატარებელ ღონისძიებებს. აწარმოებს მის დაქვემდებარებაში არსებულ არქივს და ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას. უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის „NATO“-ს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას. საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები; ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – ახორციელებს არასაიდუმლო საქმისწარმოებას; გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ გამოცემული დავალებების შესრულების კონტროლს. გაერთიანებული შტაბის მმართველობის კომპიუტერულ მომსახურებას. აწარმოებს მის დაქვემდებარებაში არსებულ არქივს. არასაიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები; გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო – ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფას, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობების, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საექსპლუატაციო და მიმდინარე სამუშაოების ჩატარებას. აწარმოებს მატერიალურ-ტექნიკური, საოფისე და სანივთე უზრუნველყოფასა და აღრიცხვას. იცავს ჰიგიენისა და სისუფთავის ნორმებს. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით; დ) საკომენდანტო სამმართველო – ახორციელებს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაშვების რეჟიმს, კონტროლს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და წესრიგის დაცვაზე. საკომენდანტო ფუნქციების განსახორციელებლად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭედი; ე) სამედიცინო პუნქტი – უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას; ვ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი სამსახური – ორგანიზებას უწევს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნების მიზნით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შესაბამისი ღონისძიებებისა და შეჯიბრებების ჩატარების უზრუნველყოფას.     მუხლი 14🔗 ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 15🔗 ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას. გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. თავი V დასკვნითი დებულება     მუხლი 16🔗 ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.