„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.327
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №8
2008 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 22.10.06წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,მ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი შემოტანილია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად, და მის მიმართ დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი – ,,44“.“;
2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის დანიშნულების ადგილზე – არასაბაჟო ორგანოში წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის საწყობის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს (დროებითი შენახვის საწყობს), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტს, ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე. მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მფლობელის ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება. ამ მიზნით მოწმობის ელექტრონული ფორმატის დამატებით ფურცელში გრაფა „I“-ში გამოცხადების დადასტურების მიზნით ამ გრაფის განყოფილებაში ,,გამოცხადების თარიღი“სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან ამოირჩევა თარიღი და სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება დრო. მოწმობის გადაცემიდან 2 საათის განმავლობაში საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია მოახდინოს მოწმობის რეგისტრაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 იანვრიდან.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.01.2008.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 230.150.070.22.033.011.327.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №8, 09.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.327 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75316/