„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.01.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.328
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 10/01/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,642 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2008 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
სდუ № და გაცემის თარიღი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.328 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №9 2008 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძ­ველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) ინსტრუქცია „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ (დანართი №1); ბ) საქონლის დათვალიერების უწყება (დანართი №2); გ) საქონლის დათვალიერების აქტი (დანართი №3); დ) საქონლის დათვალიერების უწყებისა და საქონ­ლის დათვალიერების აქტის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №4). 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 იანვრიდან. ნ. გილაური დანართი №1 ინსტრუქცია საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცე­დურების შესახებ ინსტრუქცია“ (შემდგომში – ინ­სტრუქ­ცია) განსაზღვრავს საბაჟო კონტროლს დაქვემ­დებარებული საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელ საბაჟო პროცედურებს, მათი ჩატარების წესებს და ამ პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 2🔗 ამ ინსტრუქციის მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორ­ტო საშუალებების დათვალიერებაზე; ბ) მგზავრის პირადი ნივთების (ბარგის) დათვალიე­რებაზე; გ) მგზავრის დათვალიერებასა და შემოწმებაზე; დ) საფოსტო გზავნილის დათვალიერებაზე; ე) ელექტროგადამცემი ხაზებით და მილსადენით გადაადგილებულ საქონელზე. თავი II საქონლის დათვალიერება     მუხლი 3🔗 1. საქონლის დათვალიერება (შემდგომში – დათვა­ლიე­რება) წარმოადგენს საბაჟო პროცედურას, რომე­ლიც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემ­დებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუა­ლებების მიმართ და ითვალისწინებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელეების მიერ საქონლისა და სატ­რანსპორტო საშუალებების დათვალიერებას ლუქე­ბის, შტამპებისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნით, სატრანსპორტო საშუალებების, მათი სატვირთო სათავსების გახსნით, ხოლო აუცილებ­ლობის შემთხვევაში, აგრეთვე საქონლის შეფუთვის გახსნით. 2. დათვალიერების მიზანია საბაჟო კონტროლის მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაცია, აკრძალული საქონლის შემოტანა/გატა­ნის აღკვეთა, საქონლის მიმართ არასატარიფო ღონის­ძიებების გატარება, საქონლის ფარულად გადაადგი­ლების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არადეკ­ლარირებული საქონლის გამოვლენა, დეკლარირებული საქონლისთვის მინიჭებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის სისწორის განსაზღვრა.     მუხლი 4🔗 დათვალიერებას ახორციელებს საბაჟო დამუშავე­ბის ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფ­­ლე­ბა­მოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და სასაზ­ღვრო საბაჟო ორგანოს მოხელე (შემდგომში – საბაჟო მოხელე). თავი III დეკლარანტის უფლება-მოვალეობები     მუხლი 5🔗 საქონლისა ან/და სატრანსპორტო დათვალიერებისას დეკლარანტს უფლება აქვს: ა) დაესწროს დათვალიერებას, საქონლის სინჯისა და/ან ნიმუშის აღებას; ბ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიე­რებისას წერილობით დააფიქსიროს საკუთარი აზრი, მისცეს ახსნა-განმარტებები; გ) მიიღოს დათვალიერების აქტის ასლი; დ) მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიე­რება და დათვალიერებისას საბაჟო მოხელეების მხრი­დან მისი კანონიერი უფლებების დაცვა.     მუხლი 6🔗 დათვალიერებისას დეკლარანტი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა; ბ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაეს­წროს დათვალიერებას და აღმოუჩინოს დახმარება საბა­ჟო მოხელეს (განახორციელოს საქონლის ტრანს­პორ­ტირება, აწონვა, საქონლის რაოდენობის განსაზ­ღვრა, გადმოტვირთვა-დატვირთვა, გადატვირთვა, შე­ფუთ­ვების გახსნა ან ხელმეორედ შეფუთვა, ასევე შენო­ბების, საცავების და სხვა ადგილების გახსნა, სა­დაც შესაძლებელია იმყოფებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები). თავი IV საბაჟო მოხელის უფლება-მოვალეობები     მუხლი 7🔗 დათვალიერებისას საბაჟო მოხელე უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს დეკლარანტს წარმოადგინოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრან­სპორტო საშუალებები; ბ) მიიღოს დათვალიერებაში მონაწილე პირთაგან ინფორმაცია; გ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით, გაზარდოს დათვალიერების მოცულობა და/ან გამოიყენოს დათვა­ლიერების უფრო დეტალური ფორმა; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები; ე) აიღოს საქონლის სინჯი და/ან ნიმუში.     მუხლი 8🔗 დათვალიერებისას საბაჟო მოხელე ვალდებულია: ა) განახორციელოს დათვალიერება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და შედეგები ასახოს დათვალიერების აქტში; ბ) სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, დადგე­ნილი წესით შეადგინოს შესაბამისი სამართალ­დარღვევის ოქმი, და მასალები სათანადო რეაგირე­ბისათვის წარუდგინოს დათვალიერებაზე გადაწყვეტი­ლების მიმღებ პირს; გ) არ მიაყენოს არამართლზომიერი ზიანი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელსა და სატრან­სპორტო საშუალებებს; დ) დაიცვას დეკლარანტისა და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირთა უფლებები; ე) წერილობით აცნობოს საბაჟო ორგანოს უფროსს დათვალიერების მოცულობისა და ფორმის შეცვლის შესახებ (მიზეზების მითითებით), ასევე აღნიშნული ასახოს დათვალიერების აქტში. თავი V დათვალიერებაზე დამსწრე პირები     მუხლი 9🔗 დათვალიერებას ესწრებიან: ა) დათვალიერების განმახორციელებელი საბაჟო მოხელე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ასევე საბაჟო ორგანოს სხვა მოხელე; ბ) დეკლარანტი – თავისი სურვილით ან საბაჟო ორგანოს მოთხოვნით; გ) საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირები ან მათი წარმომადგენლები საბაჟო ორგანოს მოთხოვნით; დ) დროებითი შენახვის საწყობის ან საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის პასუხისმგებელი პირი, როცა საქონელი ინახება აღნიშნულ საწყობში ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტში; ე) ტექნიკური პერსონალი, რომელიც აუცილებ­ლობიდან გამომდინარე, ახორციელებს დატვირთვა-გადმოტვირთვის ან დათვალიერებასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს; ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ან/და სამართალ­დამცავი ორგანოების წარმომადგენლები – საბაჟო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, შესაბამისი წერი­ლობითი მომართვის საფუძველზე; ზ) საბაჟო მოხელის გადაწყვეტილებით მოწვეული ექსპერტები, სპეციალიტები. საბაჟო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, სხვა ქვეყნების საბაჟო ორგანოების წარმომადგენლები.     მუხლი 10🔗 დეკლარანტის ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირების ან მათი წარმომადგენლების დაუსწრებლად დათვა­ლიე­რება ხორციელდება: ა) აღნიშნული პირების საქონლის დათვალიერების უწყებით განსაზღვრულ ვადაში გამოუცხადებლობისას; ბ) როდესაც დეკლარანტის ან/და საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფ­ლე­ბამო­სილი პირების მიზეზით ვერ ხერხდება დათ­ვალიერების უწყების გადაცემა; გ) როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოც­ხლეს და ჯანმრთელობას ან სახელმწიფო უშიშ­როებას ან საზოგადოებრივ წესრიგს ან ცხოველებსა და მცენარეებს ან სხვა გადაუდებელ გარემოებათა არსებობისას; დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიტოვებისას, როდესაც საქონლის ან/და სატრან­სპორტო საშუალების მესაკუთრის ან/და მფლობელის დადგენა შეუძლებელია. თავი VI დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიღება     მუხლი 11🔗 დათვალიერებას ექვემდებარება: ა) რისკების მართვის სისტემის საფუძველზე, საბა­ჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის (ASYCU­DA) მეშვეობით წითელ დერეფანში გადაყვა­ნილი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორ­ტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით რეგისტრი­რებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლა­რირებული საქონელი; ბ) საქონელი, როდესაც მის მიმართ საბაჟო დამუ­შავების ოპერაციის გამოყენების ან განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზ­ნით, საქონლის იდენტიფიცირება შეუძლებელია დათვალიერების გარეშე; გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი; დ) საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს დადასტურე­ბული ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ად­გი­­ლი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას.     მუხლი 12🔗 1. საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტე­მის (ASYCUDA) მეშვეობით, წითელ დერეფანში გადაყვანილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით დეკ­ლა­­­რი­რებულ საქონელზე დათვალიერების უწყებას აფორ­მებს საბაჟო მოხელე. 2. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დათ­ვალიერებაზე გადაწყვეტილებას საქონლის დათვა­ლიერების უწყების ფორმით იღებს: ა) საბაჟო ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე; ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს (განყოფილების) უფროსი (ან მისი შემცვლელი); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ­ლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამ­სა­ხური) უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირე­ბი. 3. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის დათვალიე­რების უწყება არ გამოიწერება. 4. საქონლის დათვალიერების უწყება გამოიწერება ამ ბრძანების №2 დანართით დადგენილი ფორმით.     მუხლი 13🔗 საქონლის დათვალიერების უწყებაში მითითებული უნდა იყოს: უწყების გამცემი საბაჟო ორგანო; დათვა­ლიერების განმახორციელებელი საბაჟო მოხე­ლე; დეკლარანტი ან/და საქონლის მიმღები (გამგზავნი), საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მი­მართ სხვა უფლებამოსილი პირები ან მათი წარმომად­გენლები; დათვალიერების ადგილი, დრო, მოცულობა და ფორმა; დეკლარაციის ან სხვა თანმხლები დოკუ­მენტის მონაცემები; დათვალიერებაზე გადაწყვეტი­ლების მიმღები პირის სახელი, გვარი და ხელის­ მოწერა; უწყების გაცემის თარიღი. თავი VII განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების სახეები     მუხლი 14🔗 1. განმეორებითი დათვალიერების თაობაზე გადაწყვე­ტილება მიიღება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, ამავე პირის ინიციატივით ან დეკლარან­ტის ან/და საბაჟო მოხელის დასაბუთებული წერილო­ბითი მოთ­ხოვ­ნის საფუძველზე და ფორმდება საქონლის დათვა­ლიერების ახალი უწყებით. 2. დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე განხორ­ციელებულ განმეორებით დათვალიერებაში მონაწი­ლეობის უფლება არა აქვს თავდაპირველი დათვალიე­რების განმახორციელებელ საბაჟო მოხელეს.     მუხლი 15🔗 1. დამატებითი დათვალიერება ხორციელდება დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ იგი მიიჩნევს, რომ საქონლის ნაწილის დათვა­ლიერების შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მთელ საქონელზე, ასევე ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. დამატებითი დათვალიერება გულისხმობს საქონ­ლის სრულ ან შერჩევით (ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით დადგენილ დათვალიერების მოცულობაზე მეტი ოდენობით) დათვალიერებას. 3. დამატებითი დათვალიერება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრუ­ლი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. 4. დამატებითი დათვალიერების მოცულობა განისაზ­ღვრება იმის გათვალისწინებით, რომ მიღებულ იქნეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესა­ხებ საკმარისი ინფორმაცია.     მუხლი 16🔗 1. მიზანმიმართული დათვალიერება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის “დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. მიზანმიმართული დათვალიერება გულისხმობს საქონლის ნებისმიერი შეფუთვის (შეკვრის) გახსნას ან/და სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი სათავსის (განყოფილების) შემოწმებას, მასში საქონ­ლის სამა­ლავების ან/და საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაად­გილებული საქონლის აღმოჩენის მიზნით. 3. მიზანმიმართული დათვალიერება შეიძლება გან­ხორ­ციელდეს დათვალიერებასთან, განმეორებით დათვა­­ლიერებასთან ან დამატებით დათვალიერებასთან ერთდროულად. 4. მიზანმიმართული დათვალიერება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტი­ლებით. თავი VIII დათვალიერების მოცულობა და ფორმა     მუხლი 17🔗 1. თუ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია ერთი სახეობის (ერთი დასახელების, ერთი და იმავე წონის, ერთგვაროვნად შეფუთული) საქონელი (ყუთი, შეკვრა და ა. შ.) დათვალიერება ხორციელდება შემ­თხვევითი შერჩევითობით (ძირითადი ან დამატებითი განზომილების ერთეულის მიხედვით), საქონლის 5%-ის მოცულობით. 2. ერთ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებული ან/და ერთი სატრანსპორტო საშუალებით (ერთი სატრანსპორტო დოკუმენტით) გადაადგილებული სხვადასხვა სახეობის (ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით) საქონლის დათვალიერება ხორ­ციელდება შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე, თითოეული სახეობის საქონლის 10%-ის მოცულობით. ცალკეული შეკვრის (ფუთის, ყუთის) გახსნისას ამოღე­ბული საქონელი ექვემდებარება დათვლას (აწონვას). 3. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის სახეობა აჭარბებს 50-ს, შესაძლებელია დათვალიერება განხორ­ციელდეს შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე საქონლის სახეობის 20%-ისა (ე.ი. თუ გვაქვს 50 სა­ხეო­ბის საქონელი, დათვალიერება შეიძლება ჩაუტარ­დეს 10 სახეობის საქონელს, ისიც თითოეულს 20%-ის მოცულობით). 4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი თვალიერდება შემთხვევითი შერჩევითობით (ძირითადი ან დამატებითი განზომილების ერთეულის მიხედვით), საქონლის 2%-ის მოცულობით.     მუხლი 18🔗 იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერებისას აღმოჩნდება შეუსაბამობა წარდგენილ დოკუმენტებსა და საქონლის ფაქტობრივ მონაცემებს შორის, საქონლის დათვალიე­რების აქტის საფუძველზე უფლებამოსილი პირი იღ­ებს გადაწყვეტილებას დათვალიერების მოცუ­ლობის გაზრდისა და უფრო დეტალური დათვალიე­რების ფორმის გამოყენების თაობაზე.     მუხლი 19🔗 შემოსავლების სამსახურის უფროსს შეუძლია ცალ­კეული სახეობის საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებებზე, წლის გარკვეულ პერიოდში ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს დათვალიერების შესაბამისი მოცულობა და ფორმა. თავი IX ტექნიკური საშუალებების გამოყენება     მუხლი 20🔗 დათვალიერების, განმეორებითი ან დამატებითი ან მიზანმიმართული დათვალიერების დაჩქარების და ეფექტურობის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც იძლევა საშუა­ლებას მიღებული იქნეს ინფორმაცია საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების დადგენის, სამალავების აღმოჩენის და სხვა მიზნით, ამასთან, არ წარმოადგენს საფრთხეს ადამია­ნის ჯანმრთელობისათვის და არ აყენებს ზიანს საქონელს, სატრანსპორტო საშუალებასა და გარემოს.     მუხლი 21🔗 საბაჟო კონტროლის ტექნიკური საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლებიც გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე.     მუხლი 22🔗 საქონლის აღმოსაჩენად, რომლის შემოტანა ან გატა­ნა აკრძალულია ან შეზღუდულია საქართველოს კანონ­მდებლობით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებული სპეციალური საშუალებები.     მუხლი 23🔗 მიზანმიმართული დათვალიერებისას საქლიბი, სახერხი და სხვა მსგავსი ხელსაწყოები გამოიყენება იმ საქონლის გამოსავლენად, რომელიც დამალვის მიზნით შენიღბულია საღებავით და სხვა საშუალებებით, ან განთავსებულია სპეციალურად მოწყობილ სამა­ლავებში. თავი X საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება     მუხლი 24🔗 1. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მოხელე უფლებამოსილია აიღოს გამოკვლევისათვის საჭირო საქონლის სინჯები ან/და ნიმუშები. სინჯებისა ან/და ნიმუშების აღების შესახებ დგება დადგენილი ფორმის აქტი. აღნიშნული აქტის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საქონელზე უფლებამოსილ პირს ან მის წარმომადგენელს, თუ მისი ვინაობა დადგენილია. 2. საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღების ფაქტი უნდა აისახოს საქონლის დათვალიერების აქტში, ასევე მითი­თებული უნდა იყოს, თუ საქონლის რომელი შეკვრიდან (ყუთი, ფუთა და სხვა), რა რაოდენობის სინჯი ან/და ნიმუში იქნა აღებული. 3. აუცილებლობის შემთხვევებში საქონლის სინ­ჯებისა და ნიმუშების აღება წარმოებს ექსპერტის ან სპეციალისტის მონაწილეობით. 4. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება, საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, შეუძლია ასევე დეკლარანტს, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირს, მათ წარმომადგენლებს და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომლებს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს სინჯებისა და ნიმუშების აღების უფლება ეძლევათ, თუ მათი აღება: ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლის განხორციელებას; ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებელ ნიშნებს; გ) არ იწვევს საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან თავის არიდებას ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი შეზღუდვებისა და აკრძალვების შეუსრულებლობას.     მუხლი 25🔗 1. სინჯებისა და ნიმუშების აღებისას დეკლარანტის მიერ სინჯებზე და ნიმუშებზე ცალკე საბაჟო დეკლა­რაცია არ წარედგინება იმ პირობით, რომ ისინი მითითებული იქნება საქონლის საბაჟო დეკლარაციაში. 2. დეკლარანტი და მათი წარმომადგენლები ვალ­დებულნი არიან, ხელი შეუწყონ საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებაში, კერძოდ, თავიანთი ხარჯით განახორციელონ საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებასთან დაკავშირებული სატვირთო და სხვა საჭირო ოპერაციები.     მუხლი 26🔗 1. დეკლარანტს ან საქონელზე სხვა უფლებამოსილ პირს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ხოლო საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ვალდებული არიან, დაესწრონ საბაჟო მოხელის და/ან სხვა სახელ­მწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებას. 2. საბაჟო მოხელეს უფლება აქვს დაესწროს დეკლარანტის, საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირის, მათი წარმომადგენლების და სხვა სახელმწიფო მაკონ­ტროლებელი ორგანოების თანამშრომლების მიერ სინჯებისა და ნიმუშების აღებას. 3. საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირებს უფლება აქვთ დეკლარანტებისა და მათი წარმომადგენ­ლების დაუსწრებლად აიღონ საქონლის სინჯები და ნიმუშები ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლით გათვალის­წინებულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში სინჯებისა და ნიმუშების აღება ხორციელდება არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებით. 4. საბაჟო ორგანოებს უნდა ეცნობოს სხვა სახელ­მწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ აღებული საქონლის სინჯებისა და ნიმუშების გამოკვლევების შედეგების შესახებ. აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს აგრეთვე დეკლარანტს ან საქონლის და/ან სატრან­სპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირებს ან მათ წარმომადგენლებს.     მუხლი 27🔗 1. სინჯებსა და ნიმუშებს იღებენ იმ მინიმალური ოდენობით, რაც საკმარისია მათ გამოსაკვლევად. 2. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის სინჯების ან/და ნიმუშების გამოკვლევა საჭიროებს სპეციალური ცოდნას, ინიშნება ექსპერტიზა. 3. ექსპერტიზა ტარდება საბაჟო ორგანოს მიერ მოწვეული შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენ­ლების ან სხვა ექსპერტების მიერ, რომელთაც დასკვნის გასაცემად გააჩნიათ სპეციალური ცოდნა. 4. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ, საბაჟო მოხელის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე. 5. გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება წერილობითი ფორმით, რომელშიც აღინიშნება ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, ექსპერტიზის ჩატარე­ბის ადგილი, იმ ორგანიზაციის (ექსპერტის) დასახელე­ბა, რომელშიც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, ექსპერტიზისათვის წარსად­გენი დოკუმენტებისა და მასალების ჩამონათვალი. 6. ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტის მოწვევა ხდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც სხვა პირობებთან ერთად აღინიშნება პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტის მიერ შეგნებულად ცრუ დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში. 7. ექსპერტიზის ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქონლის დროებითი შენახვის ვადებს, თუ საქონლის გაშვება არ ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე.     მუხლი 28🔗 1. საქონლის სინჯებისა და ნიმუშების გამოკ­ვლევე­ბის შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირებს ან მათ წარმომადგენლებს. 2. გამოკვლევების დამთავრების შემდეგ საქონლის სინჯები ან/და ნიმუშები უბრუნდება მათ მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სინჯები და ნიმუ­შები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემ­დებარება განადგურებას, ან მათი ნაწილი გახარ­ჯული იქნა გამოკვლევის პროცესში, ან როდესაც სინჯე­ბისა და ნიმუშების დაბრუნებასთან დაკავშირე­ბული ხარჯები აღემატება მათ ღირებულებას. 3. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხდება დეკლა­რანტის ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი. 4. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის აანაზღაუროს სინჯის და/ან ნიმუშის აღებით გამოწვეული დანაკლისი. თავი XI საქონლის წონის დადგენა     მუხლი 29🔗 1. თითოეული სახეობის საქონელზე წონის დადგენა ხორციელდება შერჩევით, მაგრამ არანაკლებ წონის საერთო რაოდენობის 10%-ისა. 2. დასაშვებია საქონლის საერთო წონის განსაზღვრა ერთი დასახელების საქონლის ერთი შეკვრის წონის გადამრავლებით ანალოგიური შეკვრების რაოდენობაზე. 3. საქონლის დათვალიერების აქტში უნდა მიეთითოს საერთო წონის განსაზღვრის გაანგარიშების მეთოდი.     მუხლი 30🔗 1. საქონლის წონის დადგენის მიზნით, დათვალიე­რებისას უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მუშა მდგო­მარეობაში მყოფი ასაწონი საშუალებები. 2. აკრძალულია დადგენილი ნორმების დარღვევით არსებული ასაწონი საშუალებების გამოყენება.     მუხლი 31🔗 თუ საქონლის მოცულობას (ან რაოდენობას) განსაზ­ღვრავს ექსპერტი (სპეციალისტი), მაშინ ექსპერტიზის აქტის ასლი უნდა დაერთოს საქონლის დათვალიერების აქტს.     მუხლი 32🔗 1. შეკვრის გახსნა ხორციელდება შერჩევით ან სრულად საქონლის დათვალიერების უწყების შესაბამი­სად. 2. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ყველა შეკ­ვრის (ყუთი, ფუთა და სხვა) გახსნა, მიუხედავად იმი­სა, რომ შეუძლებელია შეკვრის (ფუთა) პირველადი სახის აღდგენა. თავი XII საქონლის დათვალიერების აქტი     მუხლი 33🔗 1. დათვალიერების, განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების შედეგები ფორ­მდება ამ ბრძანებით დამტკიცებული საქონლის დათვა­ლიერების აქტით (დანართი №3). 2. საქონლის დათვალიერების აქტს ადგენს საბაჟო მოხელე, რომელიც მონაწილეობს დათვალიერებაში. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც დათვალიერებას ესწრებიან ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, აღნიშნულის თაობაზე მიეთითება საქონლის დათვა­ლიერების აქტში, ისინიც აწერენ ხელს და შესაბამისად გადაეცემათ აქტის თითო ეგზემპლარი (ასლი).     მუხლი 34🔗 აკრძალულია: ა) საქონლის დათვალიერების აქტის შედგენა სხვა პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს ამ ინსტრუქ­ციის შესაბამისად უფლებამოსილ საბაჟო მოხელეს; ბ) საქონლის დათვალიერების აქტში ისეთი მონა­ცემების შეტანა, რომელიც არ ეხება დათვალიერებას; გ) საქონლის დათვალიერების შედეგების გაფორმება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმისა (დანართი №3) და შემოსავლების სამსახურის მიერ დამზადებული საქონლის დათვალიერების აქტის ბლანკებისაგან განსხვავებული სხვა ფორმით. თავი XIII დასკვნითი დებულებანი     მუხლი 35🔗 1. საბაჟო ორგანოები და მათი მოხელეები პასუხის­მგებელნი არიან იმ ზიანისთვის, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირებსა და/ან მათ ქონებას მიაყენეს თავიანთი არამართლზომიერი გადაწყვეტი­ლებებით, მოქმე­დებებით ან უმოქმედობით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. 2. დათვალიერებისას საბაჟო ორგანოების თანამ­შრომლების მართლზომიერი ქმედებით წარმოშობილი ზიანი, რომელიც მიადგა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს არ ანაზღაურდება.     მუხლი 36🔗 დათვალიერების განხორციელებისას საბაჟო ორ­განოს თანამშრომლების კანონიერი გადაწყვეტი­ლებისა და მოთხოვნების უგულებელყოფა ან მათი შესრუ­ლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, იწვევს საქარ­თველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხის­მგებლობას.     მუხლი 37🔗 ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისას მონაწილე პირებისათვის, წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-16 მუხლით დადგე­ნილი წესით. დანართი №2 საქონლის დათვალიერების უწყება № (დამატებითი ფურცლების რაოდენობა ---------) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საბაჟო ორგანოს დასახელება ეძლევა დეკლარანტს ---------------------------------------------------------------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  საქონლის მიმღების, (გამგზავნის), დეკლარანტის ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირების ან მათი წარმომადგენლების დასახელება მასზედ, რომ --- ----- 200 წ. სთ. წთ., დანიშნულია სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით № -------, -- ------ 200 წ. დეკლარირებული, ან საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის დათვალიერება თანმხლების დოკუმენტები ---------------------------------------------------------------------------------  სს დეკლარაცია, საქონლის სხვა თანმხლები დოკუმენტები დათვალიერების ადგილი ----------------------------------------------------------------------------------- დათვალიერების მოცულობა: 5% - 10% - 20% დათვალიერების სახე: პირველადი, განმეორებითი, დამატებითი, მიზანმიმართული (გაუსვით ხაზი) დათვალიერების ფორმა: ()1 – საქონლის შეფუთვის შერჩევით დათვლით და აწონვით; ()2 – საქონლის შეფუთვის გახსნის გარეშე; ()3 – საქონლის შეფუთვის შერჩევითი გახსნით; ()4 – საქონლის შეფუთვის სრული დათვლით და აწონვით ()5 – საქონლის ყველა შეფუთვის გახსნით; ()6 – დათვალიერება ()6.1 – ნიმუშის და/ან სინჯის აღების გარეშე; ()6.2 – ნიმუშის და/ან სინჯის აღებით; ()7 – სხვადასხვა;  „---“ ------------ 200 წელი ------------------------------------------------------------------------------------- დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი ხელმოწერა --------------------------------- უწყების გაცემის დრო ----- სთ. ----წთ. „-----“ ------- 200  წელი. დანართი №3 საქონლის დათვალიერების აქტი № (დამატებითი ფურცლების რაოდენობა ---------) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საბაჟო ორგანოს დასახელება დათვალიერების საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------                                      (უწყების № , სხვა (დააზუსტეთ)) დათვალიერების დაწყების დრო ---- სთ. ----- წთ. „---“ ------------- 200 წელი წინამდებარე აქტი შედგა იმის თაობაზე, რომ საბაჟო ორგანოს მოხელის ---------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------ მიერ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------ თანდასწრებით განხორციელდა: პირველადი დათვალიერება / დამატებითი დათვალიერება / განმეორებითი დათვალიერება / მიზანმიმართული დათვალიერება (გაუსვით ხაზი) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტები ---------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დათვალიერების ადგილი ----------------------------------------------------------------------------------- დათვალიერების მიზნით მოხსნილია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები: საბაჟო ლუქი:     () დარღვეული იყო;    () არ იყო დარღვეული. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე ----------------------- -------------        დასახელების საქონელი (მიუთითეთ რიცხვი) დათვალიერდა საქონელი -------------------------------------------------------- (მიეთითება დასახელება)  შეფუთვა --------------------------------------------------------------------- (დასახელება) ----------------------------------------- (რაოდენობა) წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ბრუტო წონა შეადგენს-------------------- კგ  ნეტო წონა შეადგენს-------------------- კგ დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი: საქონლის საერთო წონა ბრუტო------------------კგ. ნეტო------------------------კგ. დადგინდა შემდეგი მეთოდით: () ფაქტობრივი აწონვა -------------------------- () საშუალო წონის დადგენა ------------------ შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით () გადათვლით ------------------------------ () სხვადასხვა ------------------------------- სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერი) № ---------------------------------------------------------------- დათვალიერებისას გამოყენებული საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებები 01 – რენტგენის დანადგარები; 02 – მეტალოდეტექტორები (სტაციონარული, პორტატული); 03 – დოკუმენტების, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების იდენტიფიკაციის საშუალებები; 04 – ძვირფასი ქვებისა და ლითონის იდენტიფიკაციის საშუალებები; 05 – ნარკოტიკული საშუალებების დისტანციური აღმოჩენის და იდენტიფიკაციის საშუალებები; 06 – დოზიმეტრული კონტროლის საშუალებები; 07 – ფოტო-,აუდიო-,ვიდეოტექნიკის და სხვა აპარატურა; 08 – სხვადასხვა ინსტრუმენტების კომპლექტი; 09 – დათვალიერება საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის დადგენილი ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. განხორციელდა სინჯის და/ან ნიმუშის აღება ------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მიუთითეთ სინჯის ან ნიმუშების დასახელება და ოდენობა, დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები) გამოვლენილია საბაჟო სამართალდარღვევის ნიშნები ---------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დათვალიერების შემდეგ დადებულ იქნა შემდეგი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები --------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დათვალიერების დამთავრების დრო --------სთ. ----- წთ. „----“ --------------------200 –წელი საბაჟო მოხელე---------------------------------------------------------------------------------------------------  სახელი, გვარი, ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი დამსწრე პირები ---------------------------------------                 ----------------------------------- სახელი, გვარი,                                                                                ხელმოწერა  ---------------------------------------                 -----------------------------------       სახელი, გვარი,                                                                    ხელმოწერა ---------------------------------------                  -----------------------------------       სახელი, გვარი,                                                                    ხელმოწერა ---------------------------------------                  -----------------------------------       სახელი, გვარი,                                                                    ხელმოწერა ---------------------------------------                  -----------------------------------       სახელი, გვარი,                                                                    ხელმოწერა ---------------------------------------                  -----------------------------------       სახელი, გვარი,                                                                    ხელმოწერა დამატებითი ფურცელი დათვალიერების № --------------------- აქტზე, რიგითი ნომერი ------------ დათვალიერდა საქონელი -------------------------------------------------------- (მიეთითება დასახელება) შეფუთვა -----------------------------------------  (დასახელება) -------------------------------(რაოდენობა) წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით  ბრუტო წონა შეადგენს-------------------- კგ ნეტო წონა შეადგენს-------------------- კგ დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი: საქონლის საერთო წონა ბრუტო------------------კგ ნეტო------------------------კგ დადგინდა შემდეგი მეთოდით: () ფაქტობრივი აწონვა -------------------------- () საშუალო წონის დადგენა ------------------ შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით () გადათვლით ------------------------------ () სხვადასხვა ------------------------------- სხვა --------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დათვალიერდა საქონელი -------------------------------------------------------- (მიეთითება დასახელება) შეფუთვა ---------------------------- (დასახელება)  ------------------------------------    (რაოდენობა) წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ბრუტო წონა შეადგენს-------------------- კგ ნეტო წონა შეადგენს-------------------- კგ დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი: საქონლის საერთო წონა ბრუტო------------------კგ ნეტო------------------------კგ დადგინდა შემდეგი მეთოდით: () ფაქტობრივი აწონვა -------------------------- () საშუალო წონის დადგენა ------------------ შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით () გადათვლით ------------------------------ () სხვადასხვა ------------------------------- სხვა --------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დათვალიერდა საქონელი -------------------------------------------------------- (მიეთითება დასახელება) შეფუთვა -------------------------------------------- (დასახელება)  ---------------------------- (რაოდენობა) წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ბრუტო წონა შეადგენს-------------------- კგ   ნეტო წონა შეადგენს-------------------- კგ დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი: საქონლის საერთო წონა ბრუტო------------------კგ ნეტო------------------------კგ დადგინდა შემდეგი მეთოდით: () ფაქტობრივი აწონვა -------------------------- () საშუალო წონის დადგენა ------------------ შეკვრის (ყუთის, ტომრის და სხვ.) აწონვით () გადათვლით ------------------------------ () სხვადასხვა ------------------------------- სხვა --------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საბაჟო მოხელე ------------------------------------------------                    -------------------------------- ს  სახელი, გვარი. პირადნომრიანი                                                      ბეჭედი ხელმოწერა დამსწრე პიი ---------------------------------------                  ----------------------------------- სახელი, გვარი,                                                                                ხელმოწერა დანართი №4 საქონლის დათვალიერების უწყებისა და საქონლის დათვალიერების აქტის რეგისტრაციის ჟურნალი -------------------------------------------------------------------- საბაჟო ორგანოს დასახელება № სდუ № და გაცემის თარიღი სდა № და გაცემის თარიღი დათვალიერების უწყების გამცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი დათვა-ლიერების ადგილი დათვალიერების შედეგის მოკლე ინფორმაცია გამოვლენილია სამართალდარ-ღვევა შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8