„გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.011.332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 09/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.332

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №11

2008 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის   20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარ­­დგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარან­ტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინ­სტრუქ­ციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.10.06 წ., №172, მუხ­ლი 2333) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,მ) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი შემოტანილია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომ­ლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორ­ტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად, და მის მიმართ დად­გენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბა­ჟო კონტროლი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 იანვრიდან.

ნ. გილაური