,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 10.01.2008
ძალის დაკარგვა 19.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.340
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 15/01/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.340
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №12
2008 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
მუხლი 3🔗. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური, სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი პრინციპების შემუშავება;
ბ) შეიარაღებულ ძალებში სამხედრო გადაზიდვების დაგეგმვა და კოორდინაცია. ასევე შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა და სრულყოფა;
გ) შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო ოპერატიული და საჯარისო მარაგების განსაზღვრა;
დ) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური და სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის, საერთაშორისო მოთხოვნებთან თავსებადობის მიღწევის მიზნით, განვითარების პერსპექტიული გეგმების შემუშავება;
ე) შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ლოგისტიკის, სამხედრო-სამედიცინო და ინფრასტრუქტურის სფეროებში მოთხოვნების შემუშავება;
ვ) სამხედრო წვრთნების, სწავლებებისა და სხვა ღონისძიებების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება;
ზ) ლოგისტიკის, სამხედრო-სამედიცინო და ინფრასტრუქტურის სახელმძღვანელო დოკუმენტაციისა და ნორმატიული აქტების შემუშავება;
თ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციისა (დადგენილი წესით) და ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, ლოგისტიკური ვითარების დადგენა, რეაგირება და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;
ი) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლებების, აგრეთვე სამშვიდობო ოპერაციების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება ეროვნული მხარდაჭერის კონცეფციის ელემენტების გათვალისწინებით. ასევე სათანადო დოკუმენტაციების, დირექტივებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
კ) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, დანადგარების, მოწყობილობებისა და სხვა სამხედრო ქონების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა;
ლ) ტექნიკური ბიბლიოთეკის შესაქმნელად სათანადო ლიტერატურის მოძიება და მისი სისტემატიზაცია.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური, სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით, აღჭურვილობითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება და გაერთიანებული შტაბის უფროსისთვის წარდგენა;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
დ) ,,მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროგრამის პროექტების დაგეგმვა და კოორდინაცია, ასევე საქართველოს ,,მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ შესაძლებლობათა კატალოგის შექმნა და სისტემატიზაცია;
ე) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარემოს დაცვის სფეროში შეიარაღებული ძალებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტაციებისა და აქტების შემუშავება. სამხედრო ნაწილებსა და გარნიზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნა. მონაცემთა ბაზასა და არსებულ პრიორიტიტებზე დაყრდნობით, გარემოს დაცვითი პროექტების შემუშავება და კოორდინაცია;
ვ) ლოგისტიკის საინფორმაციო სისტემის დანერგვასა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სამოქალაქო-სამრეწველო პოტენციალის შესაძლებლობის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია ( შემდგომში – ქვედანაყოფი):
ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების დაგეგმვის სამმართველო;
ბ) ოპერაციების დაგეგმვის, რესურსებისა და ლოგისტიკის საფუძვლების სამმართველო;
გ) ლოგისტიკური პროგრამების განვითარების სამმართველო.
მუხლი 14🔗
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების დეგეგმვის სამმართველოში შედის:
ა) შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების დაგეგმვის განყოფილება – ახორციელებს შეიარაღების, საავტომობილო და ჯავშანტექნიკის, საინჟინრო-ქიმიური საშუალებებისა და საბრძოლო მასალების დაგეგმვას, მათ მიმდინარე უზრუნველყოფაზე მონიტორინგის განხორციელებას. საჯარისო (საზიდი), ოპერატიული სამობილიზაციო და ბრძანებით განსაზღვრული მარაგების დაგეგმვასა (ბიუჯეტში და შესყიდვების გეგმაში ასახვა) და მონიტორინგს;
ბ) მარაგების დაგეგმვის განყოფილება – ახორციელებს სურსათის, სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალების, ორგტექნიკის, სამეურნეო საქონლისა და საოფისე-საკანცელარიო ინვენტარის დაგეგმვასა და მონიტორინგს, საჯარისო (საზიდი), ოპერატიული, სამობილიზაციო და ბრძანებით განსაზღვრული მარაგების დაგეგმვასა (ბიუჯეტში და შესყიდვების გეგმაში ასახვა) და მონიტორინგს. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებისა და საფუძვლების შემუშავებას;
გ) რემონტების დაგეგმვის განყოფილება – ახორციელებს საავტომობილო და ჯავშანტექნიკის, შეიარაღების, მფრინავი აპარატების, მცურავი საშუალებებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის რემონტებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების განსაზღვრას, დაგეგმვასა (ბიუჯეტში და შესყიდვების გეგმაში ასახვა) და მონიტორინგს;
დ) სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვის განყოფილება – ახორციელებს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მონიტორინგს, სამედიცინო ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს, სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების, საფუძვლებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას;
ე) ინფრასტრუქტურის დაგეგმვის განყოფილება – ახორციელებს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, კომუნალური მომსახურების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია და სხვა), საოფისე-საყაზარმე ავეჯის დაგეგმვასა და მონიტორინგს. უძრავი ქონების მართვის მიზნით შექმნილი შესაბამისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას; ინფრასტრუქტურის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას.
მუხლი 15🔗
ოპერაციების დაგეგმვის, რესურსებისა და ლოგისტიკის საფუძვლების სამმართველოში შედის:
ა) ოპერაციებისა და სწავლებების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის განყოფილება – ახორციელებს საბრძოლო ოპერაციებისა და სწავლებების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას. ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლების დაგეგმვასა და ჩატარებას;
ბ) რესურსების განყოფილება – ახორციელებს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური რესურსების გამოყენებისა და შევსების ანალიზს; ლოგისტიკური რესურსების სამხედრო ბიუჯეტის პროექტში ასახვას; ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების მომზადებას; საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის სასიცოცხლო ციკლის გაანგარიშებებს; ლოგისტიკური უზრუნველყოფის მრავალწლიანი გეგმის შემუშავებას;
გ) ლოგისტიკის საფუძვლების განყოფილება – ახორციელებს ლოგისტიკის ზოგადსახელმძღვანელო დოკუმენტების, ლოგისტიკური უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებისა და საფუძვლების შემუშავებას სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 16🔗
ლოგისტიკური პროგრამების განვითარების სამმართველოში შედის:
ა) მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის დაგეგმვის განყოფილება – ახორციელებს ,,მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროექტების დაგეგმვას, შესაძლებლობების კატალოგის შექმნასა და შემდგომ სრულყოფაზე მუშაობას;
ბ) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის განყოფილება – უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებში სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვას და შემდგომ მონიტორინგს; საქართველოსა და NATO-ს ქვეყნებში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით, მონაცემთა შესაბამისი ბაზის შექმნას და სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გარემოს დაცვის განყოფილება – ახორციელებს შეიარაღებული ძალების გარემოს დაცვის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადებას; საინფორმაციო სისტემების დანერგვისა და პროგრამულ უზრუნველყოფაში მონაწილეობას; სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნას; მონაწილეობს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში.
მუხლი 17🔗
ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 18🔗
ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაცების, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე;
ზ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
თავი V
დასკვნით დებულება
მუხლი 19🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.