,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის და ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №886 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (3)
- მარნეულის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ 22.03.2005
- მარტყოფის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ 04.05.2005
- საჯარო სამართლის იურიდიული პირების – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავ 01.10.2007
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.365
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №30
2008 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის და ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №886 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამიად, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის და ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №886 ბრძანების (სსმ III, 12.10.07 წ., №142, მუხ.1575); სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის და ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის, მარტყოფის პროფესიული სასწავლებლისა და ალგეთის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რეორგანიზებულ იქნეს „რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №381 ბრძანებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმი მასთან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №382 ბრძანებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის, „ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 13 ივნისის №291 ბრძანებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის, „მარტყოფის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 4 მაისის №215 ბრძანებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტყოფის პროფესიული სასწავლებლისა და „ალგეთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალგეთის პროფესიული სასწავლებლის მიერთების გზით“.
3. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – რუსთავის პოლიტექნიკურ პროფესიულ ლიცეუმს ეწოდოს – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი“.
4. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის თანდართული წესდება“.
5. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გახორციელება“.
6. ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №381 ბრძანება „რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №382 ბრძანება „რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 13 ივნისის №291 ბრძანება „ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 4 მაისის №215 ბრძანება „მარტყოფის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 22 მარტის №108 ბრძანება „ალგეთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“.
7. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართის იურიდიული პირის – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების“ სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდება“.
8. ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რუსთავის პროფესიული სწავლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო)“.
9. ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი
1. ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრის დირექტორი.
2. ცენტრის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება ცენტრის დირექტორმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში.
3. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილის დანიშვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უზრუნველყოს 4 თვის ვადაში.
4. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – რუსთავის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის, რუსთავის დარგთაშორისი პროფესიული სასწავლებლის, ქ. რუსთავის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის, მარტყოფის პროფესიული სასწავლებლისა და ალგეთის პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.
10. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი