,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №573 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.371
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №15
2008 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №573 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №573 ბრძანებით დამტკიცებული მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების (სსმ III, 05.06.2006 წ., №75, მუხ. 995) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მიმინოშვილი