,,საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალო საშუალებების შემოტანის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის №242/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.011.389
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 23/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.389

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის       

ბრძანება №26/ნ

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალო საშუალებების შემოტანის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის  16 სექტემბრის №242/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალო საშუალებების შემოტანის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის №242/ნ ბრძანების (სსმ III, №107; 2004წ., მუხლი 930) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის ,,ჰუმანიტარული მიზნით საქართველოში სამკურნალო საშუალებების შემოტანის პირობების“ მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საქართველოში შემოტანილ ჰუმანიტარულ სამკურნალო საშუალებებს თან უნდა ახლდეს ხარისხის სერტიფიკატი; იმ შემთხვევაში, თუ სამკურნალო საშუალებას არ ახლავს ხარისხის სერტიფიკატი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიწერილობით ხორციელდება იმპორტზე ნებართვის მფლობელის ბაზაზე ტვირთის კარანტინში შენახვა, სააგენტოს მიერ ხარისხის გამოცდისათვის სინჯის აღება და დარჩენილი ტვირთის დალუქვა ლაბორატორიის დასკვნამდე. მხოლოდ ლაბორატორიის დადებითი დასკვნის შემდგომ დაიშვება ტვირთის გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამკურნალო საშუალება ექვემდებარება განადგურებას“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.

დ. ტყეშელაშვილი