„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
290.040.000.22.033.011.413
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 24/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.040.000.22.033.011.413

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №68

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.11.07, №169, მუხ. 1876) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები:

,,ე) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოფს ,,საბაჟო შეტყობინების“ მომზადებას;

ვ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას.“;

გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;“;

დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;“;

ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს ,,საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;“;

ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალ-დარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;“;

ზ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;

თ) მე-13 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დადგენილი წესით საბაჟო გადასახდელების მონაცემთა აღრიცხვა;“;

ი) მე-13 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 18.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 290.040.000.22.033.011.413.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, №68, 18.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 290.040.000.22.033.011.413 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75736/