„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.415
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №70
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1097 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 05.10.07, №139, მუხლი 1523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაცია (აპარატი);
ბ) იურიდიული სამმართველო;
გ) მომსახურების სამმართველო;
დ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
ე) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;
ვ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო;
ზ) საბაჟო გამშვები პუნქტები „ლაგოდეხი“ და „სამთაწყარო“.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი;
გ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოფს „საბაჟო შეტყობინების“ მომზადებას;
ვ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას“;
დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;“;
ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;“;
ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;“;
ზ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;“;
თ) ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი;
ი) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
კ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო
საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშვების ოპერაციების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:
ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, აღრიცხვის მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში – გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);
ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);
ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;
ა.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;
ბ) დადგენილი წესით საბაჟო გადასახდელების მონაცემთა აღრიცხვა;
გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატიური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;
დ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური