,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
200.220.020.22.033.011.424
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 24/01/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.011.424

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

�ბრძანება №80

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2325) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ� ქვეპუნქტი.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 � ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით� გათვალისწინებული საქონლის მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა საზღვაო გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეადგენს 90 დღეს, ხოლო სხვა გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე � 65 დღეს. ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 ნუსხით გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.�.

3. მე-12 მუხლს დაემატოს 32 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 � ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით� გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.�.

4. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ი� ქვეპუნქტი.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსული საქონელი, რომელზეც საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა)�.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ნ. გილაური