,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.011.434
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №1
2008 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006 წ., №1, მუხ.1) დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 5.000 ლარს, სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე (ტენდერის შემთხვევაში – განცხადების გავრცელებამდე, ფასთა კოტირების შემთხვევაში – მოწვევის დაგზავნამდე, ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში – მოლაპარაკების დაწყებამდე) შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს შესყიდვის პროცედურების დაწყების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.“.
2. მეოთხე მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმა. ფინანსური პარამეტრით ცვლილების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ დამატებით უნდა მოახდინოს წერილობითი ფორმით მისი დასაბუთება.“.
3. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების შემუშავების, გამოქვეყნების, განცხადებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლითა და ამ დებულებით.
2. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ აქვეყნებს გაზეთში „24 საათი“.
3. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადების გავრცელებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებაც. ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ.
4. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში ქვეყნდება ერთდროულად.
5. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ან/და დასაშვებია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა, განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას აღნიშნულის შესახებ.
6. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნას სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიის) გამოყენების შესახებ, გარანტიის ფორმის ჩათვლით.
7. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სატენდერო კომისიის აპარატის იმ მუშაკთა სამსახურებრივი კოორდინატების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ დამატებითი ინფორმაცია.“.
4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო კომისიამ უნდა შეარჩიოს პრეტენდენტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მის უმოკლეს დროში მიღებას. პრეტენდენტების მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის და პრეტენდენტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი უნდა დასრულდეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ვადებში. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.“.
5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესი
1. ორეტაპიანი ტენდერის პროცედურები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ასევე ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, როდესაც მომსახურების ხარისხსა და შემსრულებელი პირის კვალიფიკაციას ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ამ მომსახურების ღირებულებას.
2. ორ ეტაპად ტენდერის ჩატარების შემთხვევაში პრეტენდენტები საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად სატენდერო კომისიას წარუდგენენ პირველად სატენდერო წინადადებებს და ზოგად მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე სატენდერო კომისია იწვევს მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებიც თავისი საკვალიფიკაციო მონაცემებითა და შემოთავაზებული წინადადებებით შეესაბამებიან პირველი ეტაპისათვის დადგენილ პირობებს.
3. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მითითებას იმის შესახებ თუ, რომელ ეტაპზეა შესაძლებელი სატენდერო მოსაკრებლის გადახდა (I ან II ეტაპი);
ბ) მითითებას იმის შესახებ, რომ საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს პირველადი სატენდერო წინადადება ღირებულების გარეშე;
გ) ინსტრუქციას პირველადი სატენდერო წინადადებების შედგენის თაობაზე, მათი წარდგენის წესს (წარდგენის ვადის ჩათვლით) და შეფასებისას მხედველობაში მისაღებ მოთხოვნებს;
დ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი ორგანიზაცია.
4. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკება ყველა პრეტენდენტთან (ცალ-ცალკე) პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს როგორც პირველადი, ისე საბოლოო სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით.
5. ტენდერის პირველი ეტაპის დასრულების ვადას სატენდერო კომისია განსაზღვრავს პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ.
6. პირველადი სატენდერო წინადადებების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათი შესაბამისობა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან და არ გამოიყენება მათი ქულებით შეფასების წესი.
7. ტენდერის პირველი ეტაპის შედეგები უნდა ეცნობოს პირველადი სატენდერო წინადადებების წარმომდგენ ყველა პირს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადისა.
8. ტენდერის პირველი ეტაპის შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეცვალოს თავისი მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ნებისმიერი ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრის მიმართ და აგრეთვე სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები.
9. ორეტაპიანი ტენდერის მეორე ეტაპი ტარდება იმავე წესით, როგორც ერთეტაპიანი ტენდერი, მეორე ეტაპზე პრეტენდენტებს არ ეკისრებათ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, თუკი ამას დამატებით არ მოითხოვს სატენდერო კომისია.“.
6. მე-18 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე სატენდერო კომისია განიხილავს და აფასებს პირველად სატენდერო წინადადებებსა და საკვალიფიკაციო მონაცემებს. სატენდერო კომისიაში შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადებები საექსპერტო დასკვნისათვის წარედგინება შესასყიდი მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს საექსპერტო კომისიას, ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია პირველადი სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემდგომი დასკვნისთვის გადასცეს მოწვეულ (შერჩეულ) ექსპერტებს, რომელთა დასკვნაც წარმოადგენს სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის საფუძველს.
4. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა სავალდებულოა განხორციელდეს ტენდერის საშუალებით ორ ეტაპად, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 20 000 ლარს.“.
7. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღისა იღებს მოწვეული პირების გადაწყვეტილებებს მონაწილეობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღისა იღებს განაცხადებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება მონაწილეობაზე;
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.“.
8. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დისკვალიფიცირებულ პირთა ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სიიდან ხდება იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაციის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ტენდერის პროცედურებში დაშვებული ასეთი პირის სახელმწიფო შესყიდვებიდან იგივე მიზეზებით დისკვალიფიკაციას არ ექნება ადგილი, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მათი დისკვალიფიკაციის შესახებ გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
9. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის ან დადგენილი წესებისა და ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი მათი დაფინანსების დროებითი შეჩერების თაობაზე შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების, ადგილობრივი საფინანსო ორგანოების წინაშე;“.
10. 29-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს (კონკრეტული დასახელების მიხედვით);
გ) ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებას;
დ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას;
ე) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს;“.
11. დებულების დანართ №4-ში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ვარსემაშვილი
| სახელმწიფო შესყიდვების (50000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის. მომსახურებისა და 120000 ლარზე ნაკლები ღირებულების სამუშაოთა) ანგარიში | დანართი 4 |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| (შემსყიდველი ორგანიზაცია) |
|
კვარტალი | წელი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ცხრილი 2.1. |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| № | შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დაფინანსების წყარო | შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმით საანგარიშო კვარტალში გათვალისწინებული თანხა | შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული შესყიდვებისათვის ფაქტ ობრივად მიღებული თანხა |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1 | 2 | 3 |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1 | სახელმწიფო ბიუჯეტით |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2 | ადგილობრივი ბიუჯეტით |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3 | საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 4 | უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე კრედიტის სახით მიღებული სახსრებით |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 5 | უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარების სახით მიღებული სახსრებით |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 6 | კერძო სამართლის იურიდიული პირის სახსრებით, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო |
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ერთ პირთან მოლაპარაკება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ცხრილი 2.2. |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| № |
| შესყიდვის ერთგვარო-ვანი ობიექტთა ჯგუფის დასახელება | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს დასახელება | განზომი-ლების ერთეული | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს რაოდენობა ან მოცულობა | შესყიდული საქონლის. მომსახურე-ბის. სამუშაოს ერთეულის ფასი | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ-ლების ღ ი რებულება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულე-ბის მოქმედე-ბის ვადა | მიწოდებული საქონლის. გაწეული მომსახურების. შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება | მიწოდებულ საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე ფაქტ ობრივად გადახდილი თანხა (საკასო შესრულება) | საანგარიშო კვარტალში შესყიდვის შედეგად მიმწოდებელთან წარმოქმნილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანება | მიმწოდე-ბელი |
| ||||||||||||||||||||||||||
| დებიტო-რული | კრედიტო-რული |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| |||||||||||||||||||||||||
|
| საქონელი |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| მომსახუ-რება |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| სამუშაო |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
|
| ფასთა კოტირება |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ცხრილი 2.3. |
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||
| № |
| შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს დასახელება | განზომი-ლების ერთეული | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს რაოდენობა ან მოცულობა | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს ერთეულის ფასი | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ-ლების ღ ი რებულება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ-ლების მოქმედების ვადა | მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების, შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება | მიწოდებულ საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე ფაქტ ობრივად გადახდილი თანხა (საკასო შესრულება) | საანგარიშო კვარტალში შესყიდვის შედეგად მიმწოდებელთან წარმოქმნილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანება | მიმწოდე-ბელი | |||||||||||||||||||||||||||
| დებიტო-რული | კრედიტო-რული |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | ||||||||||||||||||||||||||
|
| საქონელი |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| მომსახუ-რება |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| სამუშაო |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| ტენდერი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ცხრილი 2.4. |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| № |
| შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს დასახელება | განზომი-ლების ერთეული | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს რაოდენობა ან მოცულობა | შესყიდული საქონლის, მომსახურე-ბის, სამუშაოს ერთეულის ფასი | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ-ლების ღ ი რებულება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ- ლების მოქმედების ვადა | მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების, შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულება | მიწოდებულ საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე ფაქტ ობრივად გადახდილი თანხა (საკასო შესრულება) | საანგარიშო კვარტალში შესყიდვის შედეგად მიმწოდებელთან წარმოქმნილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანება | მიმწოდე-ბელი | |||||||||||||||||||||||||||
| დებიტო-რული | კრედიტო-რული |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | ||||||||||||||||||||||||||
|
| საქონელი |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| მომსახუ-რება |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| სამუშაო |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
| n |
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| არსებული დავალიანება საანგარიშო კვარტ ა ლის დასაწყისში |
|
| საანგარიშო კვარტ ა ლის ბოლოს წარმოქმნილი საერთო დავალიანება | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
| შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი: |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| მთ. ბუღალტერი: |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| შესყიდვების კოორდინატორი: |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||