„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №173
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2006 წ, №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„7. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ინვესტირებას; იღებს გადაწყვეტილებას დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე; შეიმუშავებს საიმედოობის სტანდარტებს; ამტკიცებს ენერგეტიკის დარგში ბალანსებსა და ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას; შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობას;“;
ა.ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მისი ურთიერთობის მონიტორინგს;“;
ა.გ) ,,ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“ ქვეპუნქტი:
„რ) განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებისა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების ხელშეწყობის მიზნით ახლად აშენებული ელექტროსადგურის განსაზღვრა, რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წესით, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სამართლებრივი აქტებისა, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით იღებს შემდეგ სამართლებრივ აქტებს:
ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი;
ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსი;
გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები;
დ) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესები;
ვ) გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.“;
გ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;“;
ბ) ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატურას თანამდებობაზე დასანიშნად ან თანამდებობიდან გასათავი-სუფლებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;“;
გ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;“;
დ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;“;
ე) , „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეწყებო დაწესებულების დებულებას; ასევე ამტკიცებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;“;
ვ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;“.
4. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
გ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია „ენერგოგენერაცია“, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“, რომელთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებებით, ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოსი“ _ ასევე ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;
გ) მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და პროტოკოლის საქმიანობა; ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;“;
დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საერთაშორისო ურთირთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახის პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება;
ბ) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
გ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში);
დ) მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) ენერგეტიკის დარგში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების ინვესტორებისათვის წარდგენა;
ვ) საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ზ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური დავალებების მომზადება, შესრულებული სამუშაოების ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობების მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის ლიცენზიატებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული კავშირურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშვება;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“;
ე) მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;“;
ვ) მე-8 პუნქტის ,,ა-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედებების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი