,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 28.01.2008
ძალის დაკარგვა 01.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.011.456
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 30/01/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:8.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.9pt .5in 0in .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.011.456
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №96
2008 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ჩანტლაძე
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2 სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №6.
მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სააგენტოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.
2. სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიების) სისტემის მართვა.
3. სააგენტოს ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტებისა და შესაბამისად მათი ადმინისტრაციების მართვის უზრუნველყოფა;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაცული ლანდშაფტების და გამონაკლის შემთხვევებში აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონების მართვა;
გ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების კონტროლი;
დ) დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების გატარება;
ე) დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
ვ) მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ზ) დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) დაცული ტერიტორიებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში;
კ) შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოოპერირება;
ლ) თანამშრომლობა საზოგადოების ფართო ფენებთან;
მ) დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების აღრიცხვის სისტემის უზრუნველყოფა;
ნ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამეცნიერო და სხვა პროგრამები);
ო) საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაცია და განხორციელება;
პ) საუწყებათაშორისო თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.
მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილება
1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მთელი სისტემის ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ბ) კანონით დადგენილი წესით მოამზადოს პროექტები დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცული ტერიტორიების ფართობების შეცვლის შესახებ;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კოორდინაციით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, მოვლის, გამრავლებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, განახორციელოს წარმომადგენლობა (მათ შორის, სასამართლო ორგანოში);
ე) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტების მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის მონიტორინგი და მათ შესრულებაზე, დადგენილი წესით, ზედამხედველობის განხორციელება;
თ) განახორციელოს ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის, კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა), ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ორგანიზაცია;
ი) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებში, აღკვეთილებსა და დაცულ ლანდშაფტებში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
კ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
ლ) დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურებისათვის საერთო წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით სამინისტროსთვის წარდგენა;
ნ) სრულყოს მართვის მექანიზმები, შეიმუშაოს და განახორციელოს შესაბამისი პროგრამები დაცული ტერიტორიების თანამშრომლების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
ო) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, ორგანიზაცია და ბუნებათსარგებლობის რეჟიმის დაცვა.
2. სააგენტოს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, განისაზღვრება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ- საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით.
მუხლი 4🔗. სააგენტოს ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი;
ე) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული კვლევითი, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, ტურისტული, სამეურნეო და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
მუხლი 6🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს „სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას“;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
თ) განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
მ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ნ) კონტროლს უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების და სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
ო) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს;
პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ჟ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;
რ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4. თავმჯდომარის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10🔗. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) განვითარების სამსახური;
ბ) დაგეგმვის სამსახური;
გ) ეკონომიკური სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური;
ე) მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) შიდა კონტროლის სამსახური.
მუხლი 11🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა
1. განვითარების სამსახური:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის ბუნებრივ რესურსებს;
ბ) სამინისტროს, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ზედამხედველობს და მონიტორინგს უწევს დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განხორციელებას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობას ღებულობს და ზედამხედველობას უწევს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტების მიმდინარეობას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული პროგრამების შესრულებაში;
ე) ახორციელებს დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევის და მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობას;
ვ) ახორციელებს სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივ დამუშავებას, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემის და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვას, მათ შეფასებას და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში;
ი) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და წვრთნას;
კ) მონაწილეობს და ორგანიზაციას უწევს საგანმანათლებლო საქმიანობას;
ლ) შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივ პროგრამებს;
მ) მონაწილეობს ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების) სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;
ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
2. დაგეგმვის სამსახური:
ა) კოორდინაციას უწევს მენეჯმენტის გეგმების შემუშავებას;
ბ) წარმართავს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვაში;
გ) აწარმოებს ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის მონაცემთა ბაზებს;
დ) აფასებს მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებულ პროგრამებს, აანალიზებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გეგმავს ინფრასტრუქტურას და ლანდშაფტებს, ზედამხედველობას უწევს მათ განხორციელებას;
ვ) მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში;
ზ) განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ი) ამზადებს წინადადებებს და შეიმუშავებს პროგრამებს ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით;
კ) შეიმუშავებს და მონაწილეობას ღებულობს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პროგრამებში;
ლ) წარმართავს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიებისთვის მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვაში;
მ) გეგმავს ეროვნულ პარკებში, აღკვეთილებში და დაცულ ლანდშაფტში რესურსებით სარგებლობას;
ნ) ახორციელებს სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფას;
ო) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტებს;
პ) მონაწილეობას ღებულობს და ზედამხედველობას უწევს დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავებაში;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
3. ეკონომიკური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ) ახორციელებს ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ე) აკონტროლებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ვ) აკონტროლებს საწვავის ხარჯვას სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით;
ზ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;
თ) ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სამსახურების ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი) ორგანიზებას უწევს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვებს;
კ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ლ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;
მ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ნ) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
ო) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;
პ) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
ჟ) ორგანიზებას უწევს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
რ) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;
ს) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
4. ადმინისტრაციული სამსახური:
ა) ახორციელებს სისტემაში კადრების აღრიცხვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ბ) ამზადებს სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს;
გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;
დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზაციას, კადრების რეზერვის შექმნას;
ე) ახორციელებს სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებებს;
ვ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას, აგრეთვე შრომის დისციპლინას;
ზ) ორგანიზებას უწევს საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებას;
თ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სხვა საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
ი) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
კ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
5. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით და აწარმოებს PR-ს («Public Relations“).
ბ) ურთიერთობს საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამისი სფეროს სტრუქტურებთან;
გ) ამყარებს ურთიერთობებს სააგენტოსა და საზოგადოებას შორის და უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ფენებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
დ) უზრუნველყოფს ეკოტურიზმის განვითარებას და მის მონიტორინგს დაცულ ტერიტორიებზე;
ე) გეგმავს და ახორციელებს დაცული ტერიტორიების (ბოიმრავალფეროვნება, ეკოტურიზმი და სხვა) პოპულარიზაციას სპეციალური ღონისძიებებით;
ვ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის დაცულ ტერიტორიებზე აწყობს პრესტურებსა და გაცნობით ტურებს;
ზ) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მონაწილეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
თ) უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული ბაზრების მარკეტინგული კვლევების წარმოებას და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ი) უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებას და გავრცელებას. აწარმოებს სარეკლამო და საინფორმაციო (ფოტო და ვიდეო) მასალების შეგროვებას და მათი არქივის შექმნას;
კ) იწვევს სხვადასხვა სპეციალისტებსა და ექსპერტებს დაცული ტერიტორიების გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
ლ) აწარმოებს სააგენტოს ვებგვერდს;
მ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ნ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;
ო) ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მომსახურების საქმიანობას;
პ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
6. იურიდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგანტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;
ბ) მონაწილეობს სააგენტოს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას;
გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
7. შიდა კონტროლის სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ) ანალიზს უკეთებს სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ გაწეულ მუშაობას;
გ) თავმჯდომარის დავალებით ამოწმებს სააგენტოს სამსახურების და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობას;
დ) ამოწმებს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე რეაგირებას;
ე) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს თავმჯდომარეს;
ვ) ატარებს შიდა აუდიტს სააგენტოს სახსრების ხარჯვაზე;
ზ) უზრუნველყოფს შიდასაუწყებო საფინანსო კონტროლს;
თ) ახორციელებს დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ანალიზს და განზოგადოებას;
ი) შეიმუშავებს დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
კ) ამზადებს საინფორმაციო-ანალიტიკურ ბიულეტენებს;
ლ) უზრუნველწოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ, ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებას;
მ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
8. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (სამსახურებს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
9. სამსახურის უფროსი:
ა) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებსა და მითითებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ) თავმჯდომარეს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) მოქმედებს სამსახურის სახელით სააგენტოსთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას;
ვ) პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 12🔗. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
თ) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ი) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
კ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრცია;
ლ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
მ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ო) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრცია;
რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ტ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
უ) იორის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ფ) გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ქ) კაცობურის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ღ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია.
მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.