,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.469
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №28
2008 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 06.09.2006წ., №121, მუხლი 1628) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონი ეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ადმინისტრციულ შენობაში, ეროვნული ბანკის შეტყობინების საფუძველზე.“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აუქციონის ჩატარების შესახებ აცნობებს ელექტრონული ფორმით არა უგვიანეს ერთი სამუშაო დღით ადრე.“.
3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ეროვნულ ბანკს შეუძლია გააუქმოს დანიშნული აუქციონი არა უგვიანეს აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.“.
4. მე-5 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. აუქციონის ჩატარების წესი.“.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მათი საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება გასაყიდად გამოტანილი სადეპოზიტო სერტიფიკატების საერთო თანხას ან საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს.“.
6. ამოღებულ იქნეს დებულების №1 დანართი.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 1 თებერვლიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დ. ამაღლობელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.02.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 01.02.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 220.090.000.18.011.011.469.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №28, 01.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.469 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75988/