⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №110
სარეგისტრაციო კოდი 200.150.000.22.033.011.472
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 07/02/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,608 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2008 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
„მოვალის“ წარმომადგენელი     /           / საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე   /             /
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; letter-spacing:3.5pt; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-57.3pt; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 53.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.472 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №110 2008 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 84​1 მუხლის მე-11 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ“ (დანართი №1). 2. დამტკიცდეს „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ“ ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2). 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ნ. გილაური დანართი №1 ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84​1 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების პროცედურებს. 2. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს: ა) საგადასახადო ორგანო, თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 250000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 6 თვეს; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს. 3. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება შეჩერდეს, თუ: ა) გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებლივი დევნა მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად. 5. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს მისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება.     მუხლი 2🔗. გადასახადის გადამხდელის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია 1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. 2. განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) გადასახადის გადამხდელის სახელი და გვარი/დასახელება; ბ) მისამართი; გ) საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობა, რომლის მიმართაც უნდა შეჩერდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება; ე) საგადასახადო ვალდებულების შესრულების პერიოდი და მისი გადახდის პირობითი გრაფიკი, მის სრულ გადახდამდე; ვ) საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო გადასახადის გადამხდელის მიმართ ხომ არ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ან ხომ არ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.     მუხლი 3🔗. საბანკო გარანტია, ფინანსური გარანტია 1. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადებას უნდა ერთვოდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად (გადასახდელი გადასახადის ან/და სანქციის და შეჩერების პერიოდში მასზე დარიცხული საურავის ოდენობის გათვალისწინებით) საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია. 2. საბანკო გარანტიის ან ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი კვირით უნდა აღემატებოდეს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გადავადების პერიოდს. 3. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი. 4. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.          მუხლი 4🔗. გარანტიის სახეები 1. საბანკო გარანტია: ა) საბანკო გარანტიის (შემდგომში – გარანტია) გამცემი ბანკების ჩამონათვალს, ბანკის მიერ ერთ პირზე გასაცემი გარანტიის საგარანტიო თანხის და ყველა შესაძლო გასაცემი გარანტიების საგარანტიო თანხების მაქსიმალური ოდენობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველკვარტალურად იღებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან და აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს; ბ) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტორი კისრულობს ვალდებულებას საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნისთანავე გარანტიის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;  გ) გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტორის მიერ, თუ სრულად შესრულებული არა არის გარანტიით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულებები; ე) გარანტია მოწმდება საგადასახადო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა და თანხა შეესაბამება თუ არა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;   ვ) გარანტიის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იტოვებს მის დედანს, ხოლო ასლს გადასცემს ვალდებულ პირს;  ზ) გარანტორის ვალდებულება კრედიტორის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია; თ) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ წყდება საგადასახადო ორგანოს მიმართ გარანტორის ვალდებულება. 2. ფინანსური გარანტია ა) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი:  ა.ა) სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც გააჩნიათ დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველკვარტალურად იღებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან და აღნიშნულ ინფორმაციას ატყობინებს შემოსავლების სამსახურს. ა.ბ) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტორი კისრულობს ვალდებულებას საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნისთანავე გარანტიის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.  ა.გ) გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ა.დ) გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტორის მიერ, თუ შესრულებული არ არის გარანტიით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულებები. ა.ე) გარანტია მოწმდება საგადასახადო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა და თანხა შეესაბამება თუ არა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.    ა.ვ) გარანტიის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იტოვებს მის დედანს, ხოლო ასლს გადასაცემს ვალდებულ პირს. ა.ზ) გარანტორის ვალდებულება საგადასახადო ორგანოს მიმართ  შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია. ა.თ) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ წყდება საგადასახადო ორგანოს მიმართ გარანტორის ვალდებულება. ბ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში: ბ.ა) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დეპოზიტის (შემდგომში – გარანტია) გამოყენების შემთხვევაში მოვალის მიერ სათანადო თანხა სახელმწიფო ხაზინაში კომერციული ბანკის მეშვეობით შეიტანება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანაგარიშზე.  ბ.ბ) გარანტია მოწმდება საგადასახადო ორგანოში, რათა დადგინდეს, პასუხობს თუ არა იგი განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საგარანტიო ვადა და თანხა შეესაბამება თუ არა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.    ბ.გ) სახელმწიფო ხაზინაში ბიუჯეტის შემოსულობის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით კომერციული ბანკის მეშვეობით თანხის შეტანა შეიძლება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანაგარიშსწორების გზით. ბ.დ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემომტანის მიერ მისი განკარგვა. ბ.ე) მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შემდეგ ხდება დეპოზიტის დაბრუნება. დაბრუნების საფუძველია თანხის დაბრუნებაზე მოვალის წერილობითი მოთხოვნა, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შესახებ. ბ.ვ) ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მოვალის ანგარიშზე არსებული დეპოზიტის დაბრუნება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით  ხორციელდება არა უგვიანეს 3 საბანკო დღისა. ბ.ზ) საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.  ბ.თ) გარანტიის დაბრუნება ხორციელდება დეპოზიტით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, თუ მისი დაბრუნების შესახებ ვალდებული პირის წერილობითი მოთხოვნა (რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა დეპოზიტით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შესახებ)  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (სახაზინო დეპარტამენტს) წარედგინება 6 წლის განმავლობაში, დაწყებული ვალდებულებების შესრულების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოუთხოვნელი გარანტიის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.     მუხლი 5🔗. გარანტიის შეთანხმება 1. გარანტიის წარმდგენი ვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული გარანტიის სახეებიდან ამოირჩიოს წარსადგენი გარანტია, ხოლო საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს არჩეული გარანტიის შესრულება განსაზღვრულ ვადაში. 2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უარი თქვას წარდგენილ გარანტიაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შესრულებას.     მუხლი 6🔗. გარანტიის გაუქმება ან შესრულება 1. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტიები უქმდება, თუ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი საგადასახადო ვალდებულებები ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები. 2. საგადასახადო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გარანტორს,  გაცემული გარანტიით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მოსთხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულება.     მუხლი 7🔗. გარანტიის თანხის ჩამოჭრა 1. გარანტიის თანხის ჩამოჭრის საფუძვლებია: ა) გადასახადის გადამხდელის  მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ხელშეკრულებით განაზღვრული პირობების დარღვევა;             ბ) გადასახადის გადამხდელის  მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა. 2. ამ მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში საგარანტიო თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე განთავსება. 3. გარანტორი უპირობოდ ასრულებს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას.                         მუხლი 8🔗. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები 1. საგადასახადო ორგანო განიხილავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას გადასახადის გადამხდელის შესახებ. 2. გადასახდის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების შემდგომ,  თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 250 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 6 თვეს და თუ გადასახადის გადამხდელის მიმართ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ. 3. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადასახადის გადამხდელს. 4. თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს, და თუ გადასახადის გადამხდელის მიმართ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო, საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდგომი განხილვის მიზნით ეგზავნება შემოსავლების სამსახურს. 5. საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში (თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს) იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ. 6. შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადასახადის გადამხდელს და შესაბამის საგადასახადო ორგანოს.     მუხლი 9🔗. ხელშეკრულება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ 1. შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან იდება ხელშეკრულება (დანართი №2), რომელშიც აისახება შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების გადახდის პირობები, მისი დაფარვის გრაფიკი და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 2. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ხელშეკრულება დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე  გადაეცემა გადასახადის გადამხდელს. 3. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების  უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახადის არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან.     მუხლი 10🔗. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების ვადის შეწყვეტა 1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება: ა) შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას; ბ) თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს; გ) თუ გადასახადის გადამხდელი დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. 2. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების   ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეგზავნება გადასახადის გადამხდელს.           3. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისას ან/და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის პერიოდში მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისას წარდგენილი საბანკო გარანტია ან ფინანსური გარანტია უპირობოდ სრულდება. დანართი №2 ხელშეკრულება (საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ) ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – „კრედიტორი“) და, მეორე მხრივ,             (საგადასახადო ორგანოს დასახელება) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------        (გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი მისამართი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – „მოვალე“)                                      (წარმომადგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84​1 მუხლის, „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის №–––––– ბრძანებისა და –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 200– წლის (საგადასახადო ორგანოს დასახელება)  –––––––       ––––––––––––––  №– ბრძანების საფუძველზე  (დღე)         (თვე)                                200–წ ––––––––  ––––––––––––        –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                (დღე)     (თვე)                         (ხელშეკრულების გაფორმების ადგილი) გავაფორმეთ ხელშეკრულება მასზედ, რომ მოვალეზე 200– წლის –--------------–----– ---------–––––––                                                                                                                                                                                                                      (დღე)                 (თვე) რიცხული –––––––––– ლარის (მათ შორის, ძირითადი –––––––– ლარი, სანქცია –––––– ლარი, საურავი –––––––– ლარი, სავარაუდოდ დასარიცხი საურავი ––––––––– ლარი) საგადასახადო დავალიანების  მიმართ შეჩერდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.     მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი „კრედიტორი“ იღებს ვალდებულებას  200-- წლის „----“ -------------- მდგომარეობით „მოვალეზე“ რიცხული ------------ ლარის საგადასახადო ვალდებულების მიმართ არ განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები 200- წლის „---------------“                                                                                                                                                      (დღე)   -----------------------დან  200- წლის „--------------“ -----------------------მდე.    (თვე)                                                   (დღე)             (თვე)     მუხლი 2🔗. ხელშეკრულების პირობები 1. „მოვალე“ ვალდებულია თანდართული გრაფიკის მიხედვით უზრუნველყოს შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და შეჩერების პერიოდში მიმდინარე გადასახადების გადახდა. 2. „კრედიტორი“ ვალდებულია: ა) განახორციელოს კონტროლი „მოვალის“ მიერ გრაფიკის შესაბამისად შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე; ბ) „მოვალის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვოს წარდგენილი საბანკო გარანტიის ან ფინანსური გარანტიის შესრულება.     მუხლი 3🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა 1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება: ა) შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას; ბ) თუ „მოვალე“ დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს; გ) თუ „მოვალე“ დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია „გარანტორს“ მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა უზრუნველყოს საგარანტიო თანხის გადახდა.     მუხლი 4🔗. განსაკუთრებული გარემოებები 1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის/შესრულების გადავადებისათვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით. 2. დაუძლეველი ძალა წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ არსებობდა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, წარმოიშვა მხარეთა ნების გარეშე, მათი ქმედებისგან დამოუკიდებლად და რომელთა კონტროლი აღემატება მხარეთა შესაძლებლობებს. 3. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გამო, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს შესაბამისი გარემოების დადგომისთანავე, თუ ეს შეუძლებელი არ არის იმავე გარემოებების გამო. 4. წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილ გარიგებად, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84​1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები. 5. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს განსაკუთრებული გარემოებების (გადამხდელი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადავიდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში; საწარმო შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით გადაყვანილია გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში და სხვა) არსებობისას.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან. 2. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს), აუცილებელია შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობა. 3. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს ზემდგომი საგადასახადო ორგანო და/ან შესაბამისი სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. ერთი რჩება „კრედიტორთან“, ხოლო მეორე გადაეცემა „მოვალეს“. მხარეთა რეკვიზიტები: „მოვალე“ - ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                 (გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება, ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                   საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა) „კრედიტორი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს --------------------------------------------------------------------------------------                                                                                                                                 (საგადასახადო ინსპექციის დასახელება) საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მისი მოადგილე ----------------------------------------------------------------------------------                                                                                                                                                    (სახელი და გვარი) „მოვალის“ წარმომადგენელი /           / საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე /             /                                      ბ.ა.                                                                                         ბ.ა.