„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.43.048.011.473
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №3
2008 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულების მე-15 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანებაში (სსმ III, 23.08.2007., №119, მუხ. 1306) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამხედრო მოსამსახურეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განისაზღვროს 70 ლარით.“.
2. ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს №23 ბრძანების დანართი №1 ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები
|
№
| სამხედრო წოდება | წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები (ლარებში) |
| 1 | გენერალ-ლეიტენანტი | 480 |
| 2 | გენერალ-მაიორი | 360 |
| 3 | პოლკოვნიკი | 290 |
| 4 | ვიცე-პოლკოვნიკი | 220 |
| 5 | მაიორი | 150 |
| 6 | კაპიტანი | 80 |
| 7 | უფროსი ლეიტენანტი | 60 |
| 8 | ლეიტენანტი | 50 |
| 9 | უმცროსი ლეიტენანტი | 30 |
| 10 | მასტერ-სერჟანტი, ზემდეგი | 25 |
| 11 | უფროსი სერჟანტი | 20 |
| 12 | სერჟანტი | 15 |
| 13 | უმცროსი სერჟანტი | 12 |
| 14 | კაპრალი | 8 |
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
სამსახურის უფროსი
ა. ჟვანია