"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 11.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №2/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.011.483
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 12/02/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,482 სიტყვა · ~12 წთ

დოკუმენტის ტექსტი

"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ" დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:1.0pt; font-weight:normal;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:bold;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:2.5pt; font-weight:bold;} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:2.5pt; font-weight:bold;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:3.25pt; font-weight:bold;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:121.9pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-121.9pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:2.5pt; font-weight:bold;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:3.25pt; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.cignisataurixml, li.cignisataurixml, div.cignisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.MyPetit, li.MyPetit, div.MyPetit { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-style:italic;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt .75in 31.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო� კომისიის დადგენილება №2/2008 2008 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 21 სექტემბრის №11/2005 �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �უ​1 � ქვეპუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: ��� მუხლი 1🔗. დამტკიცდეს �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულება დანართის შესაბამისად. ��� მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2005 წლის 21 სექტემბრის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №11/2005 �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე. ��� მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა ) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. ��� მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე ��� �ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი����� გ. მჭედლიძე ����������������������� დანართი დ ე ბ უ ლ ე ბ ა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების (შემდგომში � სერტიფი�ცი�რება) დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარ�ჩევნო კოდექსი� საფუძველზე და განსაზღვრავს სერტიფიცირების წესსა და პი�რო�ბებს. თავი I ზოგადი დებულებანი ��� მუხლი 1🔗. სერტიფიცირების მიზანი გამოცდის მიზანია მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევა. სერტიფიცირება ხორციელდება ტესტური გამოცდის გზით. ��� მუხლი 2🔗. გამოცდის ჩატარების წესი და ვადები გამოცდის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ვადები განი�საზღვ�რება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში � ცესკო) გან�კარ��გულებით. ��� მუხლი 3🔗. პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გამოცდაში გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება. ��� მუხლი 4🔗. გამოცდის სამდივნო 1. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს განკარგულებით, ცესკოს თანამშრომლებისაგან იქმნება გამოცდის სამდივნო (შემდგომში � სამდივნო). 2. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების (კადრების) სამსახურის უფროსი. განცხადებების მიღება იწარმოებს როგორც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში (გარდა ქ. თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებისა). 3. სამდივნოს ევალება გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზა�ცი�ული საკითხის გადაწყვეტა: გამოცდის ჩაბარების მსურველთა (შემდგომში � გამოსაცდელი) განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესა�ბა�მისობის შემოწმება, აგრეთვე, საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოცდაზე საზო�გა�დოების წარმომადგენლების დადგენილი წესით აკრედიტაცია და სპეციალური მოწმობის გაცემა. 4. სამდივნო გამოცდის დამთავრების შემდეგ შედეგებს აქვეყნებს ბეჭდვით მედიაში და ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 5. განცხადების მი�ღების ბოლო დღის 18 საათზე საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება. დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება. 6. გამოსაცდელს განცხადება შეაქვს ცესკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიებში (გარდა ქ. თბილისის ოლქებისა). გამოსაცდელმა უნდა წარმოად�გი�ნოს შემდეგი საბუთები: ა. განცხადება გამოცდაზე დაშვების შესახებ მითითებით: ფლობს თუ არა სახელმწიფო ენას (ივსება ადგილზე); ბ. საშუალო ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი (ატესტატის ან დიპლომის ასლი); გ. ავტობიოგრაფია; დ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე. 7. გამოცდის დღემდე შვიდი დღის ვადაში თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა საგამოცდო ფურცე-ლი, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის თარიღი, ადგილი, გამოცდის დრო და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის, ასევე, საპრეტენზიო საჩივრის მიღების დღე. 8. თუ წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ წესს, გამოსაცდელს მიეცემა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, მაგრამ არა უგვიანეს საბუთების მიღების ბოლო ვადისა. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში გამოსაცდელის საბუთები არ განიხილება. 9. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შემოსული განცხადებების რიგი�თო�ბის დაცვით, ცესკოს უფლება აქვს გამოცდა დაყოს ეტაპებად. ��� მუხლი 5🔗. გამოცდის ჩატარების ენა გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა � ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი წესით. ��� მუხლი 6🔗. გამოცდის ჩაბარება ხელმეორედ გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ხელმეორედ გამოცდაზე გასვლის უფლება პირს ეძლევა შეუზღუდავად. თავი II გამოცდა ��� მუხლი 7🔗. გამოცდის ჩატარების მეთოდი გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით, ერთ ტურად. ��� მუხლი 8🔗. ტესტი 1. ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან მხოლოდ ერთი პა�სუ�ხი არის სწორი. 2. ტესტები უნდა შეესაბამებოდეს ცესკოს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტ�რაციაში მუშაობის მსურველთა საგამოცდო პროგრამას. 3. გამოცდა ტარდება წინასწარ გამოქვეყნებული ტესტებიდან ასი საკითხის შერჩე�ვის გზით. ის ასი ტესტი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს ტესტირებისას, აირჩევა უშუა�ლოდ გამოცდის დაწყების წინ და დაყოფილი იქნება სამ ვარიანტად (A, B, C). 4. ას ტესტში თითოეული საკითხიდან იქნება შემდეგი რაოდენობის კითხვები: ა) საქართველოს კონსტიტუცია � 12 კითხვა; ბ) საქართველოს ორგა�ნული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსი � 70 კითხვა; გ) საქართველოს ორგანული კანონი �რეფერენდუმის შესახებ� � 4 კითხვა; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი � 3 კითხვა; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი � 1 კითხვა; ვ) საქართველოს ორგანული კანონი �ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ� � 1 კითხვა; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი � 1 კითხვა; თ) საქართველოს კანონი �ნორმატიული აქტების შესახებ� � 2 კითხვა; ი) ზოგადი უნარები (გამოთვლები) � 2 კითხვა; კ) ზოგადი უნარები (ლოგიკა) � 2 კითხვა; ლ) ზოგადი უნარები (წინადადების შევსება) � 2 კითხვა. 5. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან გამო�იცნოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში. ��� 6. თუ პასუხის ფურცელში აღნიშნულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0-ით. შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოსაცდელი პასუხის გადასწორებამდე მიმართავს სამდივნოს თანამშრომელს. ��� მუხლი 9🔗. ტესტის საკითხების შეფასება 1. ტესტის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი � 0 ქულით. 2. ტესტირების მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება � 100. ��� მუხლი 10🔗. ტესტირების დრო 1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ოთხი ასტრონომიული საათი, გარდა ამ დებულების 13​1 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა. დროის გადაცილების შემთხვევაში ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0. 2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შე�სა�ხებ ორჯერ � დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 15-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება, დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტეს�ტის ჩაბარების გარეშე. 3. გამოსაცდელს უფლება აქვს საგამოცდო დარბაზი დატოვოს სამდივნოს თანამშრომლის თანხმობით 10 წუთით, რაც უნდა დაფიქსირდეს ჟურნალში დროის მითითებით. 4. საგამოცდო დარბაზის 10 წუთით დატოვების შემთხვევაში, გამოსაცდელი სამდივნოს თანამშრომელს აბარებს: საგამოცდოს, პასუხების ფურცელს, ტესტების წიგნს, კითხვების ფურცელსა და ინსტრუქციას. ��� მუხლი 11🔗. საგამოცდო დოკუმენტაციის დარიგების წესი 1. გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა: ა) ტესტების წიგნი; ბ) კითხვების ფურცელი; გ) ინსტრუქცია; დ) პასუხების ფურცელი. 2. ტესტური გამოცდისთვის აუცილებელი ყველა გადასაცემი ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. 3. გამოსაცდელისთვის გადასაცემი ყველა დოკუმენტაცია დამოწმდება ცესკოს ბეჭდით. 4. პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაცია საგამოცდო დარბაზში რიგდება ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენი გამოსაცდელიც იქნება დაშვებული გამოცდაზე. 5. სამდივნო ითვლის დარჩენილი ტესტების წიგნების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს მათ სპეციალურ ყუთში. ��� მუხლი 12🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე 1. ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის. 2. საგამოცდო ინსტრუქციას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. 3. საგამოცდო ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან სამდივნოს ხელმძღვანელის მიერ, რის შესახებაც დგება ოქმი. 4. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირის მიერ, გამოსაცდელისთვის კარნახის ან ტესტის ამოხსნაში დახმარების სხვა ნებისმიერი მეთოდი დაუშვებელია. ამგვარი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სამდივნოს ხელმძღვანელი ვალდებულია შეადგინოს ოქმი და წესის დამრღვევ პირს დაუყოვნებლივ დაატოვებინოს დარბაზი. 5. ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) დამრღვევის სახელი, გვარი; ბ) დარღვევის თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი); გ) დარღვევის შინაარსი; დ) დარღვევის აღმომჩენის/აღმომჩენთა ხელმოწერა/ხელმოწერები. ��� მუხლი 13🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელობის ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოცდაზე დაუშვებელია ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალე-ბების შეტანა. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში ან კარნახში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0. ��� მუხლი 14🔗. ტესტირება იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა, ტესტირებისას დაენიშნებათ თარჯიმანი და გამოცდის ჩასაბარებლად მიეცემათ 6 ასტრონომიული საათი. ��� მუხლი 14🔗 ​1. ნაშრომების შენახვის წესი 1. პასუხების ფურცლების თითოეული ვარიანტი (A,B,C) იდება ცალ-ცალკე კონვერტებში, კონვერტს ეწერება ვარიანტის ტიპი, მოწმდება სამდივნოს თანამშრომლის ხელმოწერით და ცესკოს ბეჭდით. 2. ვარიანტების მიხედვით დამოწმებული კონვერტები ცალ-ცალკე თავსდება პოლიეთილენის სპეციალურ ტომრებში. ტომრები თავსდება ყუთში, ყუთი ილუქება და ეწერება მისი გახსნის ზუსტი დრო. ლუქის ნომერი და სხვა საჭირო მონაცემები სამდივნოს უფროსის მიერ შეიტანება სარეგისტრაციო ჟურნალში. ��� მუხლი 14🔗 ​2. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება ტესტების პასუხების გასწორება ხდება სამდივნოს თანამშრომლების მიერ კომპიუტერის ან სხვა საამისოდ გამიზნული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. თავი III გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა ტესტირების მიმდინარეობაზე ��� მუხლი 15🔗. გამოცდაზე გამოცხადების დრო 1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე დილის 9 საათზე. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადას�ტუ�რებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი. 2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე გამოც�ხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება. 3. გამოსაცდელების პირადი ნივთები (ჩანთა, მობილური და სხვა) სამდივნოს თანამშრომლის მიერ თავსდება გამოცდის ოთახში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ჩაბარებულ ნივთებს სამდივნოს თანამშრომელი აღნიშნავს ინდივიდუალური ნომრის მქონე წებოვანი ქაღალდით. ერთი ნომრიანი წებოვანი ქაღალდი ეკრობა გამოსაცდელის საგამოცდო ფურცელს, ხოლო მეორე გამოსაცდელის მიერ დატოვებულ ნივთს, შემდგომში მათი შედარების მიზნით. 4. 11 საათზე იხურება შენობის შესასვლელი კარები და დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან. ��� მუხლი 16🔗. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს, მოითხოვოს მისთვის და�მა�ტებითი გამოცდის ჩატარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა გამოცდაზე გამოუც�ხადებ�ლობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა. ��� მუხლი 17🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი 1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები სპეციალური ყუთიდან იღებენ ადგილის ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ შესაბამის ადგილს საგამოცდო დარბაზში. 2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაც�დელი მოიხსნება გამოცდიდან. ��� მუხლი 18🔗. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება 1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, სამდივნოს თანამშრომლები, ცესკოს წევრები, აკრედიტებული მეთვალყურეები და მასმედიის წარმომადგენლები. 2. სხვა პირთა შესვლა საგამოცდო დარბაზში აკრძალულია. ��� მუხლი 19🔗. საჯაროობა გამოცდის ჩატარებისას 1. გამოცდის ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნ�ველ�ყოფის მიზნით გამოცდაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან მხოლოდ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა პირველი გამოცდის დღემდე სულ მცირე 5 დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია სამდივნოში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი სააკრედიტაციო მოწმობა. 3. მეთვალყურეებს უფლება აქვთ დააკვირდნენ სერტიფიცირების ყველა პროცესს. მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტესტურ გამოცდასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია, გარდა დაშიფრული დოკუმენტაციისა. მეთვალყურეებს ეკრძალებათ საგამოცდო პროცესში ჩარევა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მეთვალყურემ უნდა მიმართოს სამდივნოს წამომადგენელს, რომელიც მოახდენს შესაბამის რეაგირებას. 4. მეთვალყურეებს უფლება აქვთ შეადგინონ საჩივარი, რომელიც ტარდება სამდივნოს ხელმძღვანელის მიერ ჟურნალში. ��� მუხლი 20🔗. სამდივნოს თანამშრომელთა ფუნქციები და მათი გადანაწილების წესი 1. სამდივნოს ხელმძღვანელი ტესტირების დაწყებამდე ანაწილებს სამდივნოს თანამშრომელთა შორის შემდეგ ფუნქციებს: ა) საგამოცდო დარბაზში შესასვლელთან გამოსაცდელის იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელი; ბ) საგამოცდო ადგილის ნომრების ყუთის ზედამხედველი; გ) გამოსაცდელის სარეგისტრაციო ჟურნალში აღმრიცხველი; დ) გამოსაცდელის პირად ნივთებზე პასუხისმგებელი პირი; ე) გამოსაცდელისთვის განკუთვნილი ადგილის მიმთითებელი; ვ) გამოსაცდელებისთვის ინსტრუქციის მომხსენებელი; ზ) კომპიუტერიდან კითხვის ვარიანტების დაბეჭდვაზე პასუხისმგებელი; თ) პასუხის ფურცლების ვარიანტების მიხედვით დარიგებაზე პასუხისმგებელი; ი) შესვენების დროს გამოსაცდელის დარბაზის დატოვების სარეგისტრაციო ჟურნალში აღმრიცხველი; კ) შესვენების დროს გამოსაცდელის საგამოცდო დოკუმენტაციის ჩამბარებელი; ლ) ნაშრომების ჩამბარებელი; მ) საგამოცდო დოკუმენტაციის დამლუქველი; ნ) თითოეული ვარიანტის სწორი პასუხების გამომცხადებელი; ო) გამოცდის პროცესის ზედამხედველი; პ) საგამოცდო ნაშრომების სკანირების შემსრულებელი. თავი IV გამსვლელი ქულები ��� მუხლი 21🔗. გამსვლელი ქულა გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში მოაგროვებს 70 ან მეტ ქულას, ჩაითვლება გამოცდა ჩაბარებულად. თავი V საპრეტენზიო კომისია ��� მუხლი 22🔗. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო კომისიის (შემდგომში � კომისია) მიზანია ტესტირების შედეგად უკმაყოფილო გამოსაცდელი პირებისაგან პრეტენზიების მიღება და განხილვა. ��� მუხლი 23🔗. კომისიის შექმნა და უფლებამოსილება 1. კომისია იქმნება გამოცდის დაწყებამდე 5 დღით ადრე. 2. კომისიის შემადგენლობას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. 3. კომისია შედგება ხუთი წევრისაგან. ხუთივე წევრი ინიშნება მოწვეული სპე�ციალისტე�ბისაგან. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის მუშაობას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. გადაწყვეტილებას, კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, იღებს ცესკო. 6. ცესკოს მიერ გამოცდის შედეგების დამტკიცების შემდეგ კომისია არსებობას წყვეტს. ��� მუხლი 24🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც კომისიის წევრთაგან ნიშ�ნავს ცესკო. 2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს ცესკოს თავმჯდომარეს. ��� მუხლი 25🔗. კომისიის წევრობის პირობები 1. კომისიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე უმაღლესი განათ�ლე�ბით, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი. 2. ცესკოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი. ��� მუხლი 26🔗. კომისიის წევრთა დასახელება 1. კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ ცესკოს წევრებს. 2. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. კენჭის�ყრამ�დე აუცილებელია კომისიის წევრობის კანდიდატთა წერილობითი თანხმობა კომისიის წევ�რობაზე. თავი VI პრეტენზია და მისი განხილვის წესი ��� მუხლი 27🔗. პრეტენზიის მიღება 1. გამოცდის შედეგით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. 2. საგამოცდო შეფასებაზე პრეტენზია მიიღება ცესკოში გამოცდის შედეგების გამოკვრის მომდევნო დღის 18:00 საათამდე. 3. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება. ��� მუხლი 28🔗. პრეტენზიის განხილვის წესი 1. პრეტენზიის განხილვისას კომისიისათვის უცნობია, თუ ვის პრეტენზიას განი�ხილავს. 2. თუ კომისია დარწმუნდება, რომ ტესტი არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება. 3. კომისია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. თავი VII გამოცდის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნება ��� მუხლი 29🔗. გამოცდის შედეგები 1. პრეტენზიის განხილვის შედეგად დაფიქსირებული შედეგი საბოლოოა და კომისიის მიერ შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება. 2. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცდის შედეგების შესახებ ცესკოს წარუდგენს პრეტენზიების მიღებიდან არა უგვიანეს ორ დღეში. ��� მუხლი 30🔗. გამოცდის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნება ცესკო საპრეტენზიო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთ დღეში ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში და ცესკოს ვებ- გვერდზე აქვეყნებს გამოცდის შედეგებს. თავი VIII სერტიფიკატი ��� მუხლი 31🔗. სერტიფიკატის მინიჭების წესი ცესკოს მიერ შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც ჩააბარა გამოცდა. ��� მუხლი 32🔗. სერტიფიკატის ფორმა 1. სერტიფიკატის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო. 2. სერტიფიკატს ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე და დაესმება ცესკოს ბეჭედი. ��� მუხლი 33🔗. სერტიფიკატის ვადა სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი პირი სერტიფიკატის გაცემის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გამწესდა საარჩევნო ადმინისტ�რაციაში.